როგორ აპირებს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია სახიფათო ნარჩენების უტილიზაციას

როგორ აპირებს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია სახიფათო ნარჩენების უტილიზაციას

access_time2022-08-22 15:00:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაცია „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ 2023 წლიდან ნარჩენი ზეთების, ნარჩენი საბურავებისა და ნარჩენი აკუმულატორების შეგროვებას - უტილიზაციას დაიწყებს. მანამდე ასოციაცია მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს და ნარჩენების შეგროვების სპეციალური პუნქტების შექმნითაა დაკავებული.


„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ 1-ლი ივლისიდან მეწარმე სუბიექტებს, რომელიც ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების და ელექტრო ხელსაწყოების იმპორტს ახორციელებენ, თუ არ არიან გაწევრიანებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაში, მათ ამ პროდუქციის განბაჟების საშუალება არ აქვთ.


„დღეისათვის სამი სხვადასხვა ნაკადის: ზეთები,საბურავები და აკუმულატორები ჩვენთან უკვე გაწევრიანებულია 160-მდე კომპანია.


2023 წლის 1-ლი იანვრიდან ჩვენს ასოციაციას ვალდებულება აქვს, რომ ნარჩენების ამოღება დავიწყოთ ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ: ეს პროდუქტებია გამონაცვალი ზეთი, საბურავი და აკუმულატორი. ამ პროდუქციის ამოღება ზოგადად ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ლოჯისტიკურად სწორად დავგეგმოთ და მათ შორის ზედმიწევნით აღვრიცხოთ ამ პროდუქციის რეალიზაციისა და გამოცვლის ობიექტები.


გეტყვით, რომ მეორადი ზეთის და საბურავის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს და დღეს ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ხელი შევუწყოთ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას“,  ამბობს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი.



მისი თქმით, პროექტის ძირითადი მიზანს წარმოადგენს სახიფათო ნარჩენების შეგროვებას, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყანაში გარემოს დაცვისათვის და ამის პარალელურად შეიქმნას ნარჩენების გადამამუშავებელი ინდუსტრია.


„დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე დიდი პრობლემა საბურავების გადამუშავების მიმართულებით გვაქვს, ამიტომ განვიხილავთ ორ ვარიანტს: მოვახდინოთ მეორადი საბურავების ექსპორტი მაგალითად: პაკისტანში, ინდოეთში ანუ სადაც აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა არსებობს და მეორე ვარიანტია, საბურავების გადამუშავება, დაქუცმაცება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციის მიღება“,  აცხადებს მთვრალაშვილი.


შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, 2020 წლის 25 მაისს, მიიღო 4 ტექნიკური რეგლამენტი: ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ, საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ. რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება-მოვალეობები.


კანონის თანახმად, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, შესაბამის მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.


დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზაცია გაცემულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებას დაქვემდებარებულ შემდეგ ორგანიზაციებზე:


• ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტი“ - შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი აკუმულატორები.

• ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ - შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი აკუმულატორები.

• ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ - შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი ბატარეები და აკუმულატორები, ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up