როგორ ჩავერთოთ და განვავითაროთ E-commerce ბიზნესი? - ელ. კომერციის ასოციაცია ვებინარების სერიას იწყებს

როგორ ჩავერთოთ და განვავითაროთ E-commerce ბიზნესი? - ელ. კომერციის ასოციაცია ვებინარების სერიას იწყებს

access_time2020-12-21 15:47:32

Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ის ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია იწყება.  Ვებინარების სერიის ფარგლებში დარგის სპეციალისტები დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკას E-commerce ბიზნესში.

 

ვებინარზე სპიკერები ისაუბრებენ E-commerce-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა: E-commerce ბიზნეს მოდელები, გაყიდვები, მარკეტინგი, ფეიმენთები, სასაწყობე და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები. Მსმენელები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების შემდგომ პროცედურებს, სასაწყობე მარაგების მართვასა და მომხმარებლამდე პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობებს, თავად მომხმარებლებთან ურთიერთობას, დაბრუნების პოლიტიკასა და სხვა ბევრს სხვა საინტერესო თემას.

 


Voice Of Ecommerce წარმოადგენს საქართველოს E-commerce ასოციაციის ონლაინ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც მოცემული სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ აზრი, მოახდინონ კოორდინაცია ფორსმაჟორულ ვითარებაში და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს E-commerce ასოციაცია  უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო - საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით. MY.GE-სა Და E-commerce ასოციაციის საერთო ვებინარები მიზნად ისახავს უახლესი E-commerce ტრენდების გაცნობას დაინტერესებული აუდიტორიისათვის და მათ ინტეგრირებას ადგილობრივ ბაზარზე - გვიყვება თამარ გოგოლაშვილი, ელ. კომერციის ასოციაციის “ვოის ოფ იქომერს” პრეზიდენტი.

 

 

MY.GE-სთვის, როგორც პირველი ქართული E-commerce პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება. Ჩვენ, მუდამ მზად ვართ, დავეხმაროთ, როგორც დიდ, ასევე დამწყებ ბიზნესებს გაციფრულებაში, რათა უფრო სწრაფი, მოქნილი და მყიდველზე ორიენტირებული სერვისი შესთავაზოს მომხარებლებს - გვიყვებიან MY.GE-ში.

 

®



თეგები:
E-commerce



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up