როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერ საფრთხეებისგან და რა უნდა გაითვილსწინონ მშობლებმა, სანამ შვილის სურათს საჯაროდ გამოაქვეყნებენ?

როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერ საფრთხეებისგან და რა უნდა გაითვილსწინონ მშობლებმა, სანამ შვილის სურათს საჯაროდ გამოაქვეყნებენ?

access_time2020-06-07 17:00:36

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად გაქტიურდა დისკუსიები კიბერბულინგისა და ონლაინ სივრცესთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია არასრულწლოვანებსა და მოზარდებში. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები კიბერბულინგისგან და რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში ბავშვებისთვის - რადიო „კომერსანტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნეტის განვითარების ინიციატივის ერთბლივ გადაცემაში საიბერ თოქი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი გურგენიძემ ისაუბრა.



ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების ყველა კომპონენტში შემოდის,განსაკუთრებით პანდემიის პირობებში,როდესაც სკოლებში, უნივერსიტეტებში,საჯარო თუ კერძო დაწესებულებები სრულად გადავიდა სახლში მუშაობის პრინციპებზე. ამ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოება. ძალიან კარგია,როდესაც ახალ თაობას შეუძლია ტექნოლოგიების გამოყენება, თუმცა, შემეცნების, გართობისა და სხვა სიკეთეების კომპონენტებთან ერთად, არსებობს ბევრი საფრთხეც,- ამბობს გიორგი გურგენიძე.


ის მშობლების მხრიდან სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის განთავსების საფრთხეებზე საუბრობს.




პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ მშობლების კომპონენტზე. ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურად დებენ შვილების ფოტოებს, ადგილმდებარეობის და სხვა დამატებით ინფორმაციას,რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. მაგალითისთვის, არაკეთილმოსურნემ ჩაიგდო სახლის, მათი მანქანის, ან შვილის სკოლისა და ბაღის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, მშობელი უნდა დაფიქრდეს, შეუქმნის თუ არა ესათუის ფოტო მის შვილს საფრთხეს.


კონტროლის თვალსაზრისით, მშობლებს შეუძლიათ შექმნან ანგარიშები,სადაც მიუთითებენ,რომ ეს არის ბავშვის ანგარიში,რის შემდეგაც, გარკვეული არასასურველი შინაარსის კონტენტი, იქნება ეს ძალადობა, რასიზმი, პორნოგრაფია,თუ ტერორიზმი, მაქსიმალურად შეიზღუდება. რა თქმა უნდა, არ არსებობს 100%-იანი დაცვა, თუმცა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ,რომ მობილური მოწყობილობები იქნება, ტაბლეტები,თუ გუგლის საძიებო სისტემა, გამოვიყენოთ მათი ფილტრაციის საშუალებები და ბავშვზე მორგებული დაცვის მექანიზმები.


კიბერბულინგის ერთ-ერთი სახეობაა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არის შემთხვევები,როდესაც ბავშვები თავის თანატოლებს ყალბი პროფილის შექმნით ცუდ ინფორმაციას უვრცელებენ ; კიბერბულინგს მიეკუთნება ასევე ფოტოების გამოძალვა, მუქარა მიმოწერის გასაჯაროებაზე შიშველი ფოტოების სანაცვლოდ. ამდენად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,თუ როგორ ამოვიცნოთ ჩვენი შვილი კიბერბულინგის ან შეტევის მსხვერპლია თუ არა, და რა უნდა გავაკეთოთ პრევენცისითვის და პრობლემის აღმოსაფხვრელად,
- აღნიშნავს გიორგი გურგენიძე.


მისი თქმით, აღნიშნული პრობლემებისგან თავის ასაცილებლად აუცილებელია ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლება კიბერ საფრთხეების შესახებ. ბავშებმა უნდა იცოდენ, ვის ამატებენ სოციალურ ქსელებში, შეიძლება ფოტოზე გამოსახული 12 წლის ბავშვი აღმოჩნდეს 60 წლის მამაკაცი. ამდენად, უნდა ვიცოდეთ,რომ ვინც ფოტოზეა აუცილებლად არ ნიშნავს იმას,რომ ის გწერთ.მშობლები აუცილებლად უნდა დაეჭვდნენ, თუ ბავშვი სწრაფად ხურავს ან რთავს ლეპტოპს, ტელეფონს, არ გვაჩვენებს მიმოწერას, ზარის შემდეგ გვეჩვენება შეშინებული და გაურბის საუბარს.მნიშვნელოვანია,თუ ბავშვებს საზაფხულო სკოლების,თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების საშუალებით პირდაპირ უთხრან,რა რისკებია კიბერ საფრთხის თვალსაზრისით და როგორი ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.- აღნიშნავს გიორგი გურგენიძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up