როგორ დაზარალდება მსოფლიო ტურიზმი უკრაინა-რუსეთის ომისგან

როგორ დაზარალდება მსოფლიო ტურიზმი უკრაინა-რუსეთის ომისგან

access_time2022-04-06 09:35:09

მსოფლიო ტურიზმი 2022 წელს თითქმის 7 მილიარდ დოლარს დაკარგავს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების გამო. ქვეყნები, რომლებიც ყველაზე პოპულარულ მიმართულებათა ტოპ 10-ში არიან ძალიან დაზარალდებიან.


რუსეთის ომმა უკრაინაში უკვე იმოქმედა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. ეს რეგიონი, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციასთან, არის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი. ქალაქები დუბაი, კაირო და სტამბოლი რეგულარულად ხვდებიან მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის, მაგრამ რადგან ომი ანადგურებს ენერგეტიკისა და სურსათის ბაზრებს და მთელ მსოფლიოში მძლავრ ინფლაციას იწვევს, ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიაზე მოქმედებს.


Euromonitor International-ის მონაცემებით, გლობალური შემომავალი ტურიზმი 2022 წელს 6,9 მილიარდი დოლარით დაზარალდება რუსული და უკრაინული ტურიზმის შეჩერების გამო.  უკრაინელებისა და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტების სამი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ეგვიპტე, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.


Colliers International-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ტურისტული ნაკადი უკრაინიდან ეგვიპტეში წლის განმავლობაში 49%-ით გაიზარდა. 2021 წელს უკრაინელები გახდნენ პირველი ტურისტები, რომლებიც ეგვიპტეში პანდემიის შემდეგ ჩავიდნენ. 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ გააუქმა ეგვიპტეში ჩარტერული ფრენების ექვსწლიანი აკრძალვა, რომელიც დაწესდა 2015 წელს ავიაკატასტროფის შემდეგ. წელს ამ ქვეყნიდან 700 ათასმა ვიზიტორმა მოახერხა კურორტებზე გაფრენა. ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო ახლა სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვას ცდილობს.



თურქეთი იმედოვნებდა, რომ წელს ეკონომიკა ფეხზე დადგებოდა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენით, მაგრამ ომი და სანქციები საფრთხეს უქმნის 2022 წელს 34,5 მილიარდი დოლარის შემოსავლის გეგმებს. ანტალიის ზღვისპირა კურორტებზე ტურიზმის მუშაკები შეშფოთებულნი არიან ჯავშნების შემცირებით, რადგან ვიზიტორებს შორის რუსი და უკრაინელი ტურისტები პირველ ადგილზე არიან.


ჩვენ ველოდებით ზარალს 60%-დან 65%-მდე. მაშინაც კი, თუ დღეიდან გამოსავალი მოიძებნება, ჩვენ უკვე ვკარგავთ მოლოდინების 50%-ს, - თქვა ნიჰალ დურუკმა, ანტალიის სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა.


Arabian Travel Market-ის (ATM) მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ტურისტების სიდიდით მეორე ადგილზე იყო. ომამდე ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ რუსი ტურისტები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავდნენ.


rbc.ua


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up