საწვავის ფასის ანატომია საქართველოში

საწვავის ფასის ანატომია საქართველოში

access_time2021-11-12 16:00:42

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის საშუალებით საკმაოდ მძლავრი კამპანიაა დაწყებული საწვავის რეკორდულად მაღალ ფასებთან დაკავშირებით. თუ რა კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავის ფასს, ამ თემაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ფასები ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალია.

 


რეგულარის ფასი მაქსიმუმ იყო 2,50 ლარი, დღეს ეს ფასი 3 ლარიან ნიშნულს გასცდა, აქედან გამომდინარე ვითარება არის რთული. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში რთული სოციალურ - ეკონომიკური ფონია, ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე თუ მომსახურებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია. მე მესმის მომხმარებლის დამოკიდებულება საწვავზე დღეს არსებულ ფესებზე. იმიტომ რომ თითოეული ზედმეტად გაძვირებული თეთრი თუ ლარი მისი ოჯახის ბიუჯეტს აკლდება. ეს ქცევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ფასებთან მიმართებაში მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, აშშ, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია, ფასთან მიმართებაში იქაც რთული ვითარებაა, რასაც ბაიდენიც აღიარებს.

მე არსებულ ვითარებასთან მიმართებაში აბსოლუტურად სოლიდარული ვარ, მაგრამ მეორეს მხრივ არის რეალობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და გასათვალისწინებელია“, -  აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

 


ექსპერტმა საწვავზე ფასის დადგენაზე საუბრისას განმარტა, რომ მას სამი ფაქტორი განსაზღვრავს, ესენია საერთაშორისო ფასი, ლარის კურსი და აქციზის გადასახადი.

 


„ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად იყო მოცემული, თუ რა მდგომარეობაა საწვავის ფასთან მიმართებაში, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ როდესაც პლტსის მიხედვით საერთაშორისო ფასსზე  ვსაუბრობთ, ეს არ არის  საჯარო ინფორმაცია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ერთი ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი.

საწვავის ფასის დადგენისას პირველი მთავარი ფაქტორი არის საერთაშორისო ფასი ბენზინზე, დიზელზე , ეს არის გარე ფაქტორი, რაზეც ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ ფასები რეკორდულად მაღალია, ამ ფასებით არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა შეწუხებულია, შეერთებული შტატებში, იაპონიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, აბსოლუტურად ყველა მომხმარებელი, ქვეყანა, რომელიც ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული შეწუხებულია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ საერთაშორისო ფასი დღეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა, შესაბამისად ეს რის პირველი და მთავარი ფაქტორი იმისა თუ რა განაპირობებს მაღალ ფასს.

მეორე ფაქტორი არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რაც საწვავის ფასის დადგენისას მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან შესყიდვა ხდება დოლარშიწარმოვიდგინოთ რომ ლარის კურსი იყოს არა 3,18 არამედ იყოს 2. 0 აბსოლუტურად სხვა მოცემულობა სხვა ფასი გვექნებოდა. ჩვენ ვსაუბრობთ რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარის  გაცვლითი კურსი  დოლართან მიმართებაში სტაბილურია და ის მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასზე გავლენას არ ახდენს, თუმცა დღეს რომ რეგულარის ტიპის საწვავი სამ ლარს გასცდა რა თქმა უნდა დიდი წილი ფასწარმოქმნის დროს სწორედ ლარის გაცვლითი კურსია .

მესამე ფაქტორი ეს არის აქციზის გადასახადი, როდესაც გადასახადზე ვსაუბრობ ფაქტობრივად ვეხები აქციზის გადასახადს, დღეს აქციზის გადასახადი 1 ტონა ბენზინის შემთხვევაში არის 500 ლარი, დიზელის შემთხვევაში არის 400 ლარი. ეს არის 2017 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, მანამდე იყო 250 ლარი, თავისთავად ამანაც ხელი შეუწყო იმას, რომ საწვავის ფასის რაღაც დოზით მატება მოხდა“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

 


კონკურენციის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, დღეს ბაზარზე გვყავს 30 იმპორტიორი კომპანია, 1300-მდე ბენზინგასამართი სადგური, მათ შორის არა ბრენდირებული გასამართი სადგურების  წილი არის 700-მდე. არა ბრენდირებული გაყიდვების წილი 40% ია, ხოლო ბრენდირებულის 60%, რაც ვანო მთვრალაშვილის თქმით, მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს.

 



“ამ კონკურენციის პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი და არარეალური მოგების მარჟებით განახორციელოს ოპერირება და მაღალი ფასი დაიჭიროს. ზოგადად გაყიდვები გადადის იქ სადაც დაბალი ფასია. ის მოცემულობა რაც გვაქვს დღეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ობიექტურია.

არა ბრენდირებული გასამართი სადგური საბითუმო ბაზარზე ახდენს პროდუქციის შეძენას და დღეის მდგომარეობით  მათ იქ ხვდებათ  რეკორდულად მაღალი ფასები, აქედან გამომდინარე არა ბრენდირებული ბენზინგასამართ სადგურის ქსელებს ბოლო პერიოდში პერმანენტულად საწვავზე ფასების მატება უწევთ, რაც უაღრესად ნეგატიური, მაგრამ ობიექტური მოცემულობაა.

იმის თქმა, რომ საწვავი გაძვირებულია უსამართლოდ არაობიექტურია, რადგან დღეს ფასებს განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი, ლარის კურსი და ბაზარზე არსებული კონკურენცია“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა

 


მთვრალაშვილი ერთ-ერთი კომპანიის მიმართ წამოწყებულ საპროტესტო კამპანიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანია ხუთ ბრენდირებულს შორის ერთადერთი ქართული კომპანიაა და სხვა კომპანიების მსგავსად ტრანსნაციონალურ კომპანიას არ წარმოადგენს, მას ზურგს დიდი ნავთობმწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები არ უმაგრებს.



“მე ვამბობ, რომ პირიქით, კარგია როდესაც ჩვენთან ძალიან ბევრ ასეთი ცნობილი მულტინაციონალური კომპანიაა წარმოდგენილი, მაგრამ კონკრეტულად ეს კომპანია ქართული კომპანიაა. აქედან გამომდინარე, სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო შეზღუდული შესაძლებლობებით არის წარმოდგენილი. იმის თქმა, რომ ერთი კონკრეტული კომპანია ამ მოცემულობაში რაღაცას აშავებს ეს არის არაობიექტური მიდგომა, უფრო მეტიც , მე შემიძლია ესე „წარმატებით“ ნებისმიერ ინდუსტრიაზე ვისაუბრო , სადაც დღეს მაღალი ფასებია და პირადად ჩემთვის იმ სფეროში არაჩახედული ადამიანისთვის გულისწყრომას იწვევდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ობიექტური მოცემულობა და ამ ობიექტური მოცემულობის უკან არის კონკრეტული ფატები ეს არ არის იმის წინაპირობა რომ ვიღაცის მიმართ რაღაც კამპანია ვაწარმოოთ მაშინ, როდესაც თვითონ ეს კომპანიები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ადამიანების დასაქმებას და სახელმწიფო ბიუჯეტში კონტრიბუციას.


საქართველოში დაახლოებით მილიონ ასიათასი ტონა საწვავის იმპორტი ხდება წელიწადში,  რაც ჯამურად დაახლოებით  600 მილიონი ლარის ფარეგლებშია , ეს არის ის თანხა რაც აქციზის გადასახადით შედის ბიუჯეტში.

შესაბამისად, ერთ-ერთი პროგნოზირებადი სფერო რომელსაც სტაბილურად ბიუჯეტში  შეაქვს  თანხა ეს  არის  ნავთობპროდუქტების ბიზნეს სექტორი. არც ერთი კომპანიის ინტერესში არ არის მაღალი ფასი, მაღალი ფასი არის უკმაყოფილო მომხმარებელი , ეს არის გაყიდვების პირდაპირ შემცირება, ამას სჭირდება ფინანსური კაპიტალის მოძიებისთვის დამატებითი რესურსი, რომ მან პროდუქტი შეიძინოს და ეს ვითარება დღეს არავის კომფორტულ მდგომარეობაში არ აყენებს შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.

კომპანიები გამჭვირვალედ და პირდაპირ საუბრობენ ამაზე, ანგარიშს აქვეყნებენ და მზად არიან რომ ამაზე ისაუბრონ“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.


დღე ბაზარზე არსებული ფასები  ბრენდირებულ ბეზინგასამართსადგურებს შორის ასე გამოიყურება 

Socar

სუპერი –  3.26 ლარი ,  პრემიუმი –  3.18 ლარი,  რეგულარი – 2.99  ლარი,  ევრო დიზელი – 2.99 ლარი,  დიზელი –  2.84 ლარი,  გაზი – 1.40 ლარი

 

ვისოლი

ეკო სუპერი –  3.36 ლარი, ეკოპრემიუმი –  3.28 ლარი,  ევრო რეგულარი – 3.14 ლარი, ევრო დიზელი – 3.13 ლარი,  ეკო დიზელი – 3.16 ლარი,  დიზელ ენერჯი –   3.08 ლარი, გაზი – 1.44 ლარი

 

ლუკოილი

 

სუპერი ecto 100 – 3.55 ლარი, ევრო სუპერი –  3.33 ლარი, პრემიუმ ავანგარდი –   3.22 ლარი, ევრო რეგულარი –  3.10 ლარი, ევრო დიზელი – 3.09 ლარი

 

 

რომპეტროლი

სუპერი –  3.38 ლარი, ევრო პრემიუმი –  3.28 ლარი,  ევრო რეგულარი – 3,15 ლარი, efix ევრო , დიზელი – 3,22 ლარი,  ევრო დიზელი –  3.12 ლარი

 

გალფი

სუპერი –  3.37 ლარი,  G-Force პრემიუმი –  3.27 ლარი,  G-Force ევრო რეგულარი –  3.09 ლარი, რეგულარი – 3.15 ლარი,  ევრო დიზელი – 3.17 ლარი,  დიზელი – 3.09 ლარი,  გაზი – 1.44 ლარი



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up