როგორ გაიზარდა ქალთა კვოტები ევროპული კომპანიების მმართველობაში - EIGE-ის რეიტინგი

როგორ გაიზარდა ქალთა კვოტები ევროპული კომპანიების მმართველობაში - EIGE-ის რეიტინგი

access_time2022-01-16 19:30:58

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს იმ კანონპროექტის განბლოკვა სურს, რომელიც კომპანიების დირექტორთა საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტი 2012 წლიდან შეჩერებულია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გერმანია ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც ქალთა კვოტისდაწესებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საკითხი წევრ სახელმწიფოებში, ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს. თუმცა ბერლინის ახალმა მთავრობამ ამ პოზიციას გადახედა.

2012 წელს ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა, რომ ბლოკის ბირჟებზე დარეგისტრირებულმა კომპანიებმა მმართველი საბჭოს ადგილებიქალების, მინიმუმ, 40%-ით უნდა შეავსონ. ამ მიზნით, ერთ პოზიციაზე თანაბრად კვალიფიციური პირების განაცხადებს შორის, პრიორიტეტი სუსტი სქესის წარმომადგენელ კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ.

შეთავაზებული დირექტივა სანქციებს არ აწესებს, მაგრამ კომპანიებმა უნდა ახსნან, თუ რატომ ვერ მიაღწიეს ამ მიზანს და განმარტონ, რა ნაბიჯებს გადადგამენ მის მისაღწევად.

იმ ფირმებზე, რომლებსაც 250-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ და კომპანიებზე, რომლებიც ბირჟაზე დარეგისტრირებული არ არიან, შეთავაზებული დირექტივა არ გავრცელდება. არსებული მონაცემებით, ეს კანონი ევროკავშირის, დაახლოებით, 2 300 კომპანიას შეეხება.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18, ანუ უმრავლესობადირექტივას მხარს უჭერს, მაგრამ ეს რაოდენობა კანონპროექტის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, რასაც აბსოლუტური უმრავლესობა სჭირდება.

8 ქვეყანა, დანია, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი და სლოვაკეთი, წინადადებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ საკითხი ეროვნულ დონეზე უნდა დარეგულირდეს. ანგელა მერკელის კანცლერობისდროს ამ ჯგუფში გერმანიაც შედიოდა, მაგრამ ახალი მთავრობა ამბობს, რომ საკითხს ახლებურად შეხედავს. Reuters-ის შეფასებით, ბერლინის თანხმობის შემთხვევაში, ბალანსი კანონმდებლობის სასარგებლოდ შეიცვლება.

ევროკავშირის 8 ქვეყანამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, საბერძნეთმა და ნიდერლანდებმა, განსაზღვრული კომპანიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტები ეროვნულ დონეზე დააწესა.


10-მა ქვეყანამ, დანიამ, ესტონეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა, ლუქსემბურგმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვენიამ, ფინეთმა და შვედეთმა, შედარებით რბილი მიდგომა აირჩია და მხოლოდ გარკვეულ ზომებსა და ინიციატივებს მიმართა.


9 ქვეყანას, ბულგარეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, კვიპროსს, ლატვიას, ლიეტუვას, უნგრეთს, მალტასა და სლოვაკეთს, არანაირი ზომა არ მიუღია.

გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის (European Institute for Gender Equality-EIGE) მონაცემებით,მსხვილი კომპანიების საბჭოებში 45,3%-ის სახით, საფრანგეთს ქალების ყველაზე ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს მაშინ, როცა მთლიანად ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი 30,6%-ია.

EIGE-ის მიხედვით, ევროკავშირის წევრიქვეყნებიდან 2011 წლის 13%-დან დაწყებული, ქალების წილი კომპანიების საბჭოებში გაიზარდა:

• 36,4%-მდე იმ ქვეყნებში, რომლებმაც მაღალ თანამდებობებზე ქალთა დაწინაურების კანონი მიიღეს

• 30,3%-მდე რბილი ზომების მომხრე ქვეყნებში

• 16.6%-მდე იმ ქვეყნებში, რომლებსაც ამ მხრივ არაფერი მოუმოქმედებიათ.


წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up