როგორ გაიზრდება 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა? - საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციების პროგნოზები

როგორ გაიზრდება 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა? - საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციების პროგნოზები

access_time2023-04-10 11:00:08

2022 წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს.


თუმცა, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავე იქნება. ომის საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საერთშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა  4%-დან 6%-მდე გაიზრდება.


მთავრობის პროგნოზი — 5%

მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მთავრობის მიერ მომზადებული ალტერნატიული, ე.წ. ოპტიმისტური სცენარით, ეკონომიკა შესაძლოა, 6.3%-ით გაიზარდოს, ხოლო პესიმისტური სცენარი თუ განვითარდება, ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება. 


საქართველოს ეროვნული ბანკი - 4%

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური საქართველოს მშპ-ის 4%-იანი ზრდაა.



საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — 4%

IMF საქართველოში მიმდინარე წელს მშპ-ს 4%-იან ზრდას მოელის, წინა პროგნოზი კი 5.8% იყო. IMF მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება კი ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.


მსოფლიო ბანკი (WB) — 4.4%

საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალ დონეზე შენარჩუნება, მიიჩნევს მსოფლიო ბანკი. WB-ის დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული შვიდი პროცენტიდან სამ პროცენტამდე, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.


აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 4.5%

ADB-ს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შესაძლოა შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი. ADB წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასდებით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების გამო.

.

Galt&Taggart — 4.8%

Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო პოზიტიურ სცენარში ზრდა 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 


TBC Capital — 6.4%

თიბისი კაპიტალი კი ბოლო მიმოხილვაში აუმჯობესებს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე.

თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up