როგორ გამდიდრდა „კოლგეიტ-პალმოლივი“?

როგორ გამდიდრდა „კოლგეიტ-პალმოლივი“?

access_time2020-11-04 21:00:00

კბილის პასტის და სხვა ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელმა პოპულარულმა კომპანია “კოლგეიტ-პალმოლივმა“ 2019 წელს 16 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 13 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 68 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 35 ათასამდე ადამიანი.



1806 წელს ინგლისელმა ემიგრანტმა უილიამ კოლგეიტმა, ნიუ იორკში საპნის, სანთლების და სახამებლის საწარმო დააარსა, რომელსაც “William Colgate & Company“ დაარქვა. 1817 წელს კოლგეიტს პარტნიორად ფრესის სმიტი შეუერთდა და ნიუ იორკში საკუთარი პატარა მაღაზია გახსნეს. ამავე წელს ამერიკის გაზეთებში “კოლგეითის“ ნაწარმის პირველი რეკლამა გამოჩნდა. 1820 წელს ნიუ ჯერსიში სახამებლის მწარმოებელი ახალი ქარხანა გახსნეს.



“William Colgate & Company“-ის ნაწარმი წარამტებით იყიდებოდა, მაგრამ 1857 წელს, უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა და მისი საქმე შვილმა, სამუელ კოლგეიტმა გააგრძელა. კომპანიას სახელი შეუცვალა და “Colgate & Company“ დაარქვა.



1873 წელს “Colgate & Company“-მ მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტის - კბილის პასტის გამოშვება დაიწყო. თუმცა, თავიდან ფხვნილის სახით გამოდიოდა პატარა შუშებში. მომავალ წლებში სხვადასხვა არომატის მქონე კბილის პასტები შექმნა და ასევე, სუნამოების გამოშვებაც დაიწყო. კომპანია პირველი იყო ვინც კრემის მაგვარი პასტა დაამზადა, რომელიც კბილის ემალს არ აზიანებდა. 1896 წლიდან “კოგლეიტმა“ კბილის პასტის რბილ ტუბებში გაყიდვა დაიწყო, რაც დღემდე გავრცელებულია.



1906 წელს, როდესაც “Colgate & Company“-მ 100 წლის იუბილე იზეიმა, უკვე 800 განსხვავებულ პროდუქტს აწარმოებდა. 1914 წელს კომპანიამ პირველი ფილიალი გახსნა აშშ-ის გარეთ - კანადაში. 1920 წელს კი “კოლგეიტის“ პროდუქცია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში იყიდებოდა.



“კოლგეიტის“ ისტორიის პარალელურად, 1864 წელს ბ. ჯ. ჯონსონმა ამერიკის ქალაქ მილოუკში საპნის მწარმოებელი ქარხანა გახსნა. ჯონსონი საკუთარი ფორმულით, პალმის და ზეთის ხილის ზეთისგან (palm oil and olive oil) აწარმოებდა საპონს, რომელსაც შემდეგ “პალმოლივი“ დაარქვა. “პალმოლივი“ ისეთი მოწონებით სარგებლობდა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საპონი იყო.




1872 წელს, ძმებმა პიტებმა კანზასში კიდევ ერთი საპნის კომპანია დაარსეს. 1926 წელს “პალმოლივი“ და პიტების კომპანია გაერთიანდა და “პალმოლივ - პიტ“ ეწოდა. 1928 წელს “Colgate & Company“ შეისყიდა და კომპანიას დაერქვა “Colgate-Palmolive-Peet Company“. 1930 წელს კომპანიამ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაყიდა აქციები.



1939 წელს კომპანიამ ცხოველების საკვების წარმოება დაიწყო, რომელიც დღემდე გამოდის “Hill’s“-ის ბრენდით.



1953 წლიდან კომპანიის სახელწოდებიდან “Peet“ ამოიღეს და დღემდე “Colgate-Palmolive Company“ ჰქვია.



“კოლგეიტ-პალმოლივმა“ 1962 წელს კვლევითი ლაბიორატორია გახსნა, რამაც ხელი შეუწყო კოსმეტიკური და სამკურნალო დანიშნულების კბილის პასტების და სხვა ჰიგიენური საშუალებების წარმოებას. 1966 წელს, ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალებები გამოუშვა. 1967 წლიდან კი მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტა, რაც სიახლე იყო. 1972 წელს კომპანია “Hoyt Laboratories“ შეისყიდა, რომელიც დღეს “Colgate Oral Pharmaceuticals“-ის სახელით ფუნქციონირებს.



1983 წლიდან “კოლგეიტ-პალმოლივმა“ კბილის ჯაგრისების წარმოება დაიწყო. ბოლო წლებში წლიურად 1.6 მილიარდ ცალს ჰყიდის. 1989 წელს კომპანიის გაყიდვებმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.



1990-2000-იან წლებში, “კოლგეიტ-პალმოლივმა“ ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი რამოდენიმე კომპანია შეისყიდა, რისი მეშვეობითაც სწრაფად ზრდიდა პროდუქციის გავრცელების არეალს. მათ შორის, იყო ცნობილი ბრენდი “Sanex“.



2020 წელს “კოლგეიტ-პალმოლივმა“ კომპანია “Hello Products LLC“ შეისყიდა და COVID-19 -ის პანდემიის წინააღმდეგ აღნიშნული კომპანიის 25 მლნ ცალი საპონი დაარიგა უფასოდ.



დღეს “კოლგეიტის“ და “პალმოლივის“ ბრენდების ქვეშ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება პროდუქცია.



forbes.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up