როგორ გამდიდრდა შვედეთი?

როგორ გამდიდრდა შვედეთი?

access_time2020-12-18 20:30:00

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. შვედეთის მოქალაქეს წელიწადში 50,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. შვედეთში 10.3 მლნ ადამიანი ცხოვრობს.



შვედეთის ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად უწყვეტად იზრდებოდა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, შვედეთი ჯერ კიდევ აგრარული ქვეყანა იყო, მოსახლეობის 90% სოფელში ცხოვრობდა და ეკონომიკის მთავარი სექტორი სოფლის მეურნეობა გახლდათ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, წლიურად საშუალოდ 1.5%-ით. 1840-იანი წლებიდან ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, რასაც თან ახლდა მრეწველობაში ინვესტიციების ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო აქტიურად ჩართვა. ამავე პერიოდში, მოსახლეობამ წერა-კითხვის სწავლა მასობრივად დაიწყო. სწავლების პროცესმა ეკლესიებიდან სეკულარულ საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.



ინდუსტრიალიზაცია ექსპორტის ზრდაზე 1850-იანი წლებიდან აისახა. შეიძლება ითქვას, შვედეთმა ვაჭრობაში ნახტომი გააკეთა. ექსპორტის ზრდას კაპიტალის იმპორტი მოჰყვა. ექსპორტიდან შემოსავალს ისიც ზრდიდა, რომ შვედეთის ძირითადი საექსორტო პროდუქტები - რკინა და ხე გაძვირდა. შვედეთში ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ინვესტორები ხის დამამუშავებელი საწარმოების გასახსნელად. შვედეთის საქონლის, შრომის და კაპიტალის ბაზარი ლიბერალური და რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ ინტეგრირებული იყო. მთავრობა ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ერეოდა. 1873 წლიდან შვედეთის მონეტარული პოლიტიკა ოქროს სტანდარტზე გადავიდა.



მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ე.წ. მეორე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო, რომლის დროსაც მოთხოვნა უკვე მანქანა-დანადგარებზე, მზა პროდუქციაზე და ზოგადად, ტექნოლოგიურ, ცოდნატევად პროდუქციაზე გაიზარდა. შვედეთმა ცვლილებას ფეხი აუწყო. ეკონომიკა ისევ ლიბერალური რჩებოდა, თუმცა მთავრობა აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ელექტროფიკაციაში და ელექტროენერგიის გენერაციაში. ამ დროს შვედეთში ინჟინერია უკვე მიმზიდველ სპეციალობად ითვლებოდა და “ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი“ შესაბამის კადრებს ამზადებდა. 1870-1910 წლებში შვედეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.3%-ით იზრდებოდა.




შვედეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაღლდა ევროპისთვის ძალიან რთულ პერიოდში 1910-1950 წლებში, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, შვედეთის საექსპორტო საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი თანხები შევიდა, რამაც ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთები შეამცირა და ბიზნესის და ინოვაციების განვითარებას ხელი შეუწყო. ამ პერიოდში დაარსდა ისეთი ცნობილი შვედური კომპანიები, როგორებიცაა: “ვოლვო“, “იკეა“, “სააბი“, “ელექტროლუქსი“, “ტეტრა“ და სხვა.



პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის დროსაც შვედეთმა ნეიტრალური სტატუსი შეინარჩუნდა, თუმცა გერმანიის გავლენის ქვეშ იყო და მას გარკვეულ საქონელს აწვდიდა. ომის ბოლო წელს შვედეთი ებრაელების თავშესაფარი გახდა.

1950-1973 წლები ევროპის ეკონომიკური რენესანსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკამ არამარტო აღდგენა დაიწყო, სწრაფად იზრდებოდა, მათ შორის შვედეთის ეკონომიკაც, წლიურად საშუალოდ 4.2%-ით. ამ პერიოდში ყალიბდება ე.წ. “შვედური მოდელი“, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის მაღალი საჯარო პასუხისმგებლობით და ჰუმანური კაპიტალის განვითარებით ხასიათდება. ამ მიდგომას შედეგად მოჰყვა გადასახადების ზრდა და შრომის და კაპიტალის ბაზრის რეგულირება. თუმცა, კომპანიის მოგება მაშინ იბეგრებოდა მაღალი განაკვეთით, თუ მისი განაწილება ხდებოდა, რეინვესტირების შემთხვევაში დაბალი დაბეგვრა რჩებოდა. შვედეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდა. ამას თან დაერთო “სანავთობო შოკები“ 1970-იან წლებში, რამაც განსაკუთრებით მრეწველობის დარგები დააზარალა. “შვედურმა მოდელმა“ ახალ გამოწვევებს ვერ გაუძლო და 1980-იანი წლებიდან “სოლიდარული სახელფასო პოლიტიკა“ და კაპიტალის ბაზრების რეგულირება შეწყდა, გადასახადების ზღვრული დონეები შემცირდა. შვედეთმა 1990-იან წლების დასაწყისის ეკონომიკური კრიზისი დაძლია და 1995 წელს ევროკავშირში შევიდა.



მე-20 საუკუნის ბოლოდან, შვედეთი ინდუსტრიული ქვეყნიდან პოსტინდუსტრიული ქვეყანა გახდა, ანუ მომსახურების სექტორმა დაიწყო სწრაფად განვითრება. 1995-2007 წლებში შვედეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა, რაც განვითრებული ქვეყნისთვის მისაღები ზრდის ტემპია. 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ, ეკონომიკამ ისევ განაგრძო ზრდა, საშუალოდ 2.5%-ით.



2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა პანდემიის შესაჩერებლად მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დააწესა, ეკონომიკა 4.7%-ით შემცირდება. შვედეთის ეკონომიკა საკმაოდ ღიაა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე, ამიტომ მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მასზეც მნიშვნელოვნად აისახა.



forbes.ge




თეგები:
შვედეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up