როგორ განავითარა ვითიბი ბანკმა ფაქტორინგის საქმიანობა

როგორ განავითარა ვითიბი ბანკმა ფაქტორინგის საქმიანობა

access_time2021-10-01 10:55:38

სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება ყველა ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადენს. ერთ-ერთი ასეთი ხელმისაწვდომი და მოქნილი პროდუქტი კი ფაქტორინგია. ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ფულადი სახსრების გაზრდასა და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებაში ეხმარება. ამ პროდუქტის განვითარების პერსპექტივები საქართველოშიც დაინახეს, შესაბამისად 2019 წელს ფაქტორინგის ბიზნესი რეკორდულად, 389 %-ით გაიზარდა.

 

ფაქტორინგული ოპერაციების ბრუნვის მოცულობით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ვითიბი ბანკია. საფინანსო ინსტიტუტმა სექტორში პოზიციონირება შეძლო და დღეს ფაქტორინგის ბიზნესში მეორე პოზიციას იკავებს. სწორედ ვითიბი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების უფროსი ლიკა ძნელაძე განმარტავს „კომერსანტთან“ თუ რა არის ფაქტორინგი და როგორ განავითარა ბანკმა ეს პროდუქტი.


 



„ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, როდესაც დაფინანსების საფუძველია ფაქტორის მიერ კლიენტის დებიტორული დავალიანების შესყიდვა. ფაქტორინგის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ მყიდველს გადავადებული გადახდის შესაძლებლობას აძლევს, გამყიდველი კი მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ანაზღაურებას საქონლის მიწოდებისთანავე იღებს.

 

ფაქტორინგის ბიზნესის ზრდა ბანკის შიდა პოლიტიკამ განაპირობა. მუდმივად ვხვდებოდით კლიენტებს, ვატარებდით სემინარებს და ვატრენინგებდით ჩვენს თანამშრომლებს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ჯერ ბაზარზე ახალია, ჩვენი ძალისხმევით, კლიენტებთან უშუალო მუშაობით იქამდე მივედით, რომ წლიდან წლამდე ფაქტორინგული ოპერაციების პორტფელი საგრძნობლად გაიზარდა“, - აცხადებს ლიკა ძნელაძე.

 

როგორც ლიკა ძნელაძე ამბობს, ფაქტორინგის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ოპერაციების წარმოება სრულად დიჯიტალიზირებულია, თუმცა ვითიბი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების უფროსი აცხადებს, რომ ბიზნესის ამ მიმართულების განვითარება თავდაპირველად EBRD– ის ხელშეწყობით მოხდა. მისი თქმით, ფინანსური ინსტიტუტი სისტემატურად გზავნიდა მენტორებს, რომლებიც ბანკში სემინარებს ატარებდნენ. შესაბამისად, საქართველოსადმი ინტერესი ფაქტორინგის ბიზნესის გარშემო გაიზარდა.

 

„2021 წლის თებერვალში ფაქტორინგის ონლაინ კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საქართველოში ფაქტორინგის ბიზნესის განვითარებას ეძღვნებოდა. შეხვედრის ორგანიზატორები EBRD  და FCI იყვნენ და მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს წამყვანი ბანკები, ასევე ეროვნული ბანკისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. კონფერენციის ჩატარების შემდეგ, იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე ფაქტორინგთან დაკავშირებული პროცესები მეტად გაგვეცნო მსოფლიოსთვის, ჩემი და ვითიბი ბანკი ჯორჯიას კორპორაციული ბიზნესის დირექტორის, ვლადიმერ რობაქიძის ინიციატივითა გაჩნდა იდეა სტატია მოგვემზადებინა. სტატია ბიზნეს სამყაროში რეიტინგულმა გამომცემლობამ, ბრიტანულმა BCR Publishing Ltd, -მა გამოსცა. ეს 25-ე გამოცემაა და მასში პირველადაა სტატია საქართველოზე. ამდენად, ამ სტატიით ჩვენი მიზანი ემსახურებოდა საქართველოს მსოფლიოზე გაცნობას.  ვფიქრობ, რომ ასეთი სრული ანალიზი იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ფაქტორინგის ბიზნესს ეხება, პირველადაა“, - განაცხადა ლიკა ძნელაძემ.


 



ვითიბი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების უფროსი გვიყვება, რომ  ფაქტორინგის მომხმარებლები არიან ის კლიენტები, რომლებიც რეგულარულად ახდნენ საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას და სარგებლობენ გადავადებული გადახდის ანგარიშსწორების ფორმით. მისი თქმით, მთავარია დაფიქსირებული იყოს გადავადებული გადახდა, რაც ბანკს დაფინანსების საშუალებას მისცემს. ლიკა ძნელაძემ დეტალურად განმარტა ფაქტორინგის უპირატესობები:

 

„ფაქტორინგის ძირითადი მომხმარებლები არიან მწარმოებლები და ბითუმად გამყიდველები, რომლებიც რეგულარულად ახდენენ საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას გადავადებული გადახდით ანგარიშსწორების ფორმით. არჩეული აქვთ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა, განიცდიან საბრუნავი საშუალებების ნაკლებობას ან მუშაობენ მაღალი კონკურენციის მქონე ბაზრებზე. ასევე ფაქტორინგის მომხმარებლები არიან ის კლიენტები, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ გაყიდვების მოცულობის ზრდა.

 

ფაქტორინგის უპირატესობები გამყიდველისათვის არის:

• გაყიდვების მოცულობის მკვეთრი ზრდა

• საბრუნავი საშუალებების დროული შევსება; ფულადი სახსრების მიღება საქონლის მიწოდებისთანავე

• რევოლვერული/განახლებადი და საბლანკო ფინანსირება

• ფულადი სახსრების ბრუნვადობის დაჩქარება

• ბალანსის სტრუქტურის გაუმჯობესება

• ახალი მყიდველების მოზიდვა

• ფინანსირების გამარტივებული სქემა და ოპერატიულობა

 

ხოლო, დებიტორებისათვის (მყიდველებისათვის) უპირატესობები არის:

• გადავადებული გადახდის შესაძლებლობა

• ანგარიშსწორების მოსახერხებელი ფორმის გამოყენების ხარჯზე შესყიდვების ოდენობის ზრდა

• საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის გადავადების ხარჯზე საბრუნავი საშუალებების ეფექტური გამოყენება

• ბაზარზე პოზიციების გამყარება“, - განმარტა ლიკა ძნელაძემ.


®





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up