როგორ განახორციელა საქართველოში მედიკამენტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დისტიბუტორმა PSP-მ სადისტრიბუციო საწყობის სრული გაციფრულება

როგორ განახორციელა საქართველოში მედიკამენტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დისტიბუტორმა PSP-მ სადისტრიბუციო საწყობის სრული გაციფრულება

access_time2023-04-11 09:55:25

კომპანია PSP მედიკამენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის მომხმარებელი. შესაბამისად ის მუდმივად უზრუნველყოფს მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფიზიკურ, გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.

 

PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის და სამუშაოს მოცულობის მუდმივმა ზრდამ, დიდი რაოდენობით SKU-ების მიღებამ სხვადასხვა მწარმოებლისგან და საქონლის მიწოდებამ 300-ზე მეტ აფთიაქში და პარტნიორ კომპანიებში, საწყობის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაზარდა. პროდუქტების სწრაფად და ეფექტურად მიღების, სკანირების, შემოწმების, დასაწყობების, ამოკრების, მის კონტროლისა და გაგზავნის შეუფერხებლად, სწრაფი ტემპით და ადამიანური შეცდომების გარეშე უზრუნველსაყოფად არსებული საწყობის პროცესების სრული ავტომატიზაციის საჭიროება გამოიკვეთა.

 

„დროთა განმავლობაში, კომპანიის ზრდის პარალელურად, იმატა სამუშაოს მოცულობამ და საწყობის მართვის სირთულემ. კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო არსებული პროგრამული და მექანიკური პროცესების ავტომატიზაცია, შესაბამისად გაჩნდა იდეა ერთიანი ERP სისტემის დანერგვის შესახებ. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი სისტემა იქნებოდა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი. გვჭირდებოდა გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფდა საწყობის პროცესების სრულ ავტომატიზაციას, დაზოგავდა სამუშაო დროს და ექნებოდა ფუნქციონალი პროდუქციის სერიული კონტროლისთვის. ბევრი პრეზენტაციის და კომპანიის შეფასების შემდეგ არჩევანი Microsoft Dynamics-ზე და შესაბამისად - SMART business-ზე შევაჩერეთ.“ - მამუკა ბრეგვაძე  ადმინისტრაციული დირექტორი


 


როგორ დაიწყო SMART WMS-ის ავტომატიზაციის პროცესი

 

საწყობის პროცესების ავტომატიზაციის პროექტის დაწყებისას SMART business-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ბიზნეს პროცესების შესაბამისობის ანალიზი SMART WMS სისტემის სტანდარტულ ფუნქიონალთან. შედეგების საფუძველზე შეიქმნა Gap ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო ყველა დავალების ჩამონათვალი გადაწყვეტილების მოდიფიკაციებით და კონფიგურაციებით. ამის შემდეგ დაიწყო პროტოტიპის შექმნა: სისტემის კონფიგურაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და ცვლილებები. ჩატარდა აქტიური მზადება Go-Live-თვის, რომელიც მოიცავდა  მონაცემების იმპორტს, ინტეგრაციის ტესტირებას და  ტრენინგებს როლებისა და უსაფრთხოების უფლებების შესაბამისად. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების და SMART WMS სისტემის გაშვების შემდეგ SMART business-ის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ  პარტნიორის მხარდაჭერას.

 

“კომპანია PSP-ს აქვს 2 საწყობი საქართველოში. ერთი მათგანი თბილისში მდებარეობს და დაახლოებით 15000 მ2-ის მოცულობისაა, ხოლო მეორე ქუთაისში, რომლის ფართობიც 2000 მ2-ია. სისტემის დანერგვისას მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით 25000 დასახელების მედიკამენტის განთავსება შესაბამის უჯრებზე და მათთვის უნიკალური შტრიხკოდების მინიჭება, რათა სისტემას სცოდნოდა მედიკამენტების ლოკაცია, ვადა და სერიის ნომერი. მონაცემების გასწორების პარალელურად ყველაზე დიდი გამოწვევა იყო საწყობის მუშაობის უზრუნველყოფა შეფერხების გარეშე. დანერგვის პარალელურად არ უნდა შეფერხებულიყო საწყობის ფუნქციონირება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო 300-მდე აფთიაქის და პარტნიორი კომპანიების პროდუქტებით უწყვეტი და დროული მომარაგება.“ მამუკა ბრეგვაძე  ადმინისტრაციული დირექტორი

 

 


იმპლემენტაციის შედეგები

 

ამ დროისთვის PSP-მ უზრუნველყო საწყობის მუშაობის ოპტიმიზაცია, სასაწყობო ოპერაციების სიზუსტისა და ეფექტურობის გაზრდა, კონტროლის, შეფუთვისა და შეკვეთების გაგზავნაზე დახარჯული დროის შემცირება.

 




კომპანია PSP ასევე ხედავს პერსონალის პროდუქტიულობის ზრდას საწყობის ოპერაციების ავტომატური პრიორიტეტიზაციის გზით, სისტემაში თითოეული თანამშრომლის ქმედებების ჩანაწერს. მანუალური შეცდომების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია.

 

“ SMART WMS დანერგვის შედეგად განხორციელდა მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაცია. ინფორმაცია თითოეული მედიკამენტის სერიის, ნაშთის და ადგილმდებარეობის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია სისტემის ინტერფეისში. უზრუნველყოფილია საწყობის სამუშაოების რესტრუქტურიზაცია. საწყობის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური მობილური მოწყობილობით, რომელშიც ჩატვირთულია მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული დავალებები“. — ალექს ლომაძე ბიზნესის განვითარების მენეჯერი

 

 

სისტემაში საქონლის ზუსტმა აღრიცხვამ უზრუნველყო მომხმარებლისთვის შეკვეთების ოპერატიულად დაგენერირების შესაძლებლობა, ხოლო შეკვეთის დამუშავების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა სისტემაში მუშაობის პირველივე თვეს. დანერგილი მიზნობრივი საცავი ხელს უწყობს მარაგის კონტროლს რეალურ დროში. ახლა საწყობის მარაგები სრულად გამჭვირვალეა, რადგან ინფორმაციის სრული მონიტორინგი ხორციელდება SMART WMS სისტემაში.

 

„დღეს საწყობის 200-მდე თანამშრომელი თავის დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხარჯზე PSP-ის საწყობში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა 2-ჯერ გაიზარდა. სრულდება ბევრად მეტი დავალება, ხოლო ახალი თანამშრომლების ჩართვა სამუშაო პროცესში, გამოცდილი თანამშრომლის დახმარების გარეშე, უმოკლეს დროშია შესაძლებელი.” — მამუკა ბრეგვაძე ადმინისტრაციული დირექტორი

 

SMART business Georgia-თან თანამშრომლობის შედეგად, PSP-მ უზრუნველყო საწყობის კონტროლის მაღალი დონე და მარაგების გამჭვირვალე პროცესი თითოეული  პროდუქტის გადაადგილებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა. ეს კი უტყუარი დასტურია იმისა, რომ კომპანია ნამდვილად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე.

 

 

 (R)

 

 




თეგები:
PSP SMART business Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up