როგორ იცავს Facebook-ი თავის მომხმარებელს დეზინფორმაციისგან

როგორ იცავს Facebook-ი თავის მომხმარებელს დეზინფორმაციისგან

access_time2021-03-30 22:30:00

COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება განუწყვეტლივ გრძელდება. ამან შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სისტემასა და კრიზისის დროს ეფექტიან კომუნიკაციას. მისი დაძლევა რამდენიმე პრობლემის მოგვარებას მოითხოვს; მათ შორის ყალბი ანგარიშების, შეცდომაში შემყვანი და მავნე შინაარსის მქონე კონტენტის გავრცელების შეჩერებას.


გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაკვეთში Facebook-მა 1.3 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. სხვა სტატისტიკურ მონაცემებს შორის ეს ინფორმაცია განსაკუთრებით იყო აღნიშნული კომპანიის მიერ გავრცელებულ ორშაბათის ბლოგში, რომელშიც აღწერილია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები. ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური ქსელების გიგანტმა შექმნა გლობალური ბაზა, რომლის 80–ზე მეტი დამოუკიდებელი შემმოწმებელი განიხილავს შინაარსს 60–ზე მეტ ენაზე, მათ შორის არის ქართული ენაც.


კომპანიის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პლატფორმიდან ამოიღეს არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის 100-ზე მეტი ქსელი. კოორდინირებული და არაავთენტიკურია ქცევა, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. ამგვარი საინფორმაციო კამპანიის აღმოჩენისას, კომპანია ყურადღებას აქცევს მათ უჩვეულო ქცევას (ცდილობენ თუ არა ვინაობის დამალვას, ცდილობენ თუ არა, რომ გამოჩნდნენ უფრო სანდოები) და არა გავრცელებული ინფორმაციისა და პოსტების შინაარსს. ამგვარი ქსელი საქართველოში ფეისბუკმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა.


კოორდინირებული, არაავთენტიკური ქცევა ფეისბუკის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ასეთი ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში იშლება როგორც მასში ჩართული ყალბი ანგარიშები (პროფილები, გვერდები, ჯგუფები), ასევე ავთენტიკური, რეალური ადამიანების პროფილები.



სოციალური ქსელის განცხადებით, გასული წლიდან დღემდე დაიბლოკა 12 მილიონზე მეტი ყალბი ანგარიში, რომლებიც Covid-19-ისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ არაზუსტ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა.


ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, Facebook-ი აერთიანებს 35,000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დეზინფორმაციის დაძლევასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუშაობენ. კომპანია ამას სპეციალურად შექმნილი ცენტრალიზებული ჰაბებისა (COVID-19-ის საინფორმაციო ცენტრი, კლიმატის მეცნიერების საინფორმაციო ცენტრი ან US2020 ხმის მიცემის საინფორმაციო ცენტრი) და პოსტებზე მიმაგრებული სტიკერების საშუალებით ახერხებს.



forbes.ge





თეგები:
Facebook



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up