როგორ „იდუღებს“ ქართული ეკონომიკა 2023 წელს - პროგნოზები

როგორ „იდუღებს“ ქართული ეკონომიკა 2023 წელს - პროგნოზები

access_time2022-12-27 12:00:11

„ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელსაც ჩვენ წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც ბუნებრივია, აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე“, -  ეს განაცხადება, ელჩებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.


საქართველოს ეკონომიკა რომ „დუღს“ ამაზე წელს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, თუმცა მთავრობის, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით ქართული ეკონომიკის ასეთი „დუღილი“ 2023 წელს აღარ არის მოსალოდნელი.


წლევანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს.


მთავრობასთან შედარებით ეკონომიკური ზრდის უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს. სებ-ი მომდევნო წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ეროვნული ბანკი მოელის, რომ მომდევნო წელს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ამჟამად 11%-ზეა,  1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო ინფლაცია საშუალოდ 5.3% იქნება.



საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი 2023 წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წლევანდელთან შედარებით ორნახევარჯერ ნაკლებია. სავალუტო ფონდი მომდევნო წელს ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, IMF-ი პრიორიტეტად სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმას და ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის სისტემის ცვლილებას ასახელებს.


მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბოლო შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით გაიზრდება. მათი პროგნოზით, იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად, ამან შეიძლება მოახდინოს გავლენა მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებზე.


„გალთ & თაგართშიც“ მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 4%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ.


ყველაზე პესიმისტური პროგნოზი „თიბისი კაპიტალს“ აქვს, მათი მოლოდინით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5%-მდე შენელდება. ანალიტიკური ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს პროგნოზი ეყრდნობა გათვლებს, რომ მომავალ წელს მიგრანტების 30% საქართველოს დატოვებს, თუმცა პარალელურად, ე.წ. ტრადიციული ტურიზმი მეტად აღდგება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up