როგორ იქცა ფერმერის შვილი აშშ-ის უმდიდრეს ქალად

როგორ იქცა ფერმერის შვილი აშშ-ის უმდიდრეს ქალად

access_time2022-10-25 20:30:00

დღეს მსოფლიოს ძალიან ბევრი მილიარდერი ჰყავს, მათგან ყველაზე მეტი აშშ-ში ცხოვრობს. მხოლოდ 2021 წელს მსოფლიოში სულ 3 311 მილიარდერი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიო ფინანსების დიდი გადაწყობა მოხპდა - რამდენიმე მილიარდერი კიდევ უფრო გამდიდრდა, რამდენიმემ კი კოლოსალური ოდენობის თანხა დაკარგა.


ეს ადამიანები მსოფლიო სიმდიდრის 11%-ს ფლობენ. თუმცა, დიდძალ სიმდიდრეს დამოუკიდებლად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაღწია. ბევრი მათგანი ოჯახის ქონების მემკვიდრეა.


ერთ-ერთი მილიარდერი დაიან ჰენდრიქსია. 72 წლის დაიანას ამჟამინდელი წმინდა ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენ ქალად აქცევს.


ფერმერის ქალიშვილი


დაიანა ამერიკაში, ვისკონსინის პატარა ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. ის უბრალო ფერმერების ქალიშვილი იყო. იგი მშობლებს წარმოებაში სკოლის ასაკიდანვე ეხმარებოდა. მოგვიანებით დაიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ ადრეულ ასაკში დაწყებული მუშაობა, დისციპლინა და შრომის სიყვარული დაეხმარა მას სამომავლოდ წარმატების მიღწევაში.


დაიანა 17 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. 21 წლის ასაკში ქმარს გაშორდა და შვილის გაზრდა მარტომ განაგრძო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწევდა ორ სამსახურში ერთად, ან ძალიან უცნაურ სამუშაოებზე მუშაობა.



პირველი უიღბლო ურთიერთობიდან 10 წლის შემდეგ, 1975 წელს დაიანმა მისი მეორე მეუღლე და ცხოვრების სიყვარული - კენ ჰენდრიქსი გაიცნო. მაშინ დაიანა შეკვეთით აშენებულ სახლებს ყიდდა, ხოლო კენი გადახურვის კონტრაქტორი იყო. ისინი მალევე დაქორწინდნენ და ბიზნესი ერთად წამოიწყეს. 1982 წელს დაიანმა და კენმა დააარსეს კომპანია: ABC Supply, რომელიც შენობების გადახურვას, საპირფარეშოების მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყფდა.


მაშინ მათ არ იცოდნენ, რომ მოკრძალებული კომპანია წლების შემდეგ მილიარდ დოლარიანი ბრუნვის მქონე კორპორაციად გადაიქცეოდა. ახალგაზრდები მაშინ მხოლოდ დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაზე და სამუშაო კოსტუმის შეძენაზე ოცნებობდნენ...


1994 წლისთვის მოკრძალებული მიმწოდებელი 100-ზე მეტი ლოკაციით აშშ-ში მსხვილ მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა. რამდენიმე წლის შემდეგ, ABC Supply-ს წლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.


2007 წელს, კენ ჰენდრიქსი ვისკონსინში მდებარე საკუთარი სახლის სახურავიდან ცამოვარდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა. ბიზნესს სათავეში დაიანი ჩაუდგა. იმავე დროს დაიანმა მიიღო მონაწილეობა სხვა პროექტებში, როგორიცაა “ბელოიტის აღორძინება“, “პატარა ქალაქი“ და ა.შ.


პატარა ქალაქის შესაცვლელად დაიანმა მილიონები დახარჯა. ქალაქის ცენტრში მდიდრული სავაჭრო ცენტრი ააშენა, შეიძინა ცენტრში მდებარე კლუბი, აღადგინა ძველი შენობები, გაარემონტა და დიდძალი მოგებით გაყიდა ისინი. დაიანის მონდომების და ლიდერობის შედეგად კომპანიამ 2010 წელს შეიძინა მისი კონკურენტი Bradco, 2016 წელს კი სამშენებლო მასალების დისტრიბუტორი L&W.


კორპორაციის ABC Supply-ის შემოსავალი ერთ წელიწადში 3 მილიარდი დოლარიდან 9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.


2021 წლის მონაცემებით ABC Supply-ს აშშ-ს 49 შტატში 800-ზე მეტი ფილიალს ფლობდა, წლიური შემოსავალი კი 15 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.


დაიანი ასევე ცნობილი ქველმოქმედია. ის არის კომერციული კერძო-საჯარო საქმეთა ქსელის WisconsinEye-ის რეგულარული დონორი. დაიანი ასევე მსახურობდა Beloit College-ის სამეურვეო საბჭოში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up