როგორ იქცა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ბიზნესად? - საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი რუსთავიდან

როგორ იქცა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ბიზნესად? - საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი რუსთავიდან

access_time2023-02-09 13:20:10

„ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორაციაზე მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე, თუმცა ხელოვნების სიყვარული და ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. თავიდან, როცა ეს საქმე დავიწყე, ბიზნესზე არც მიფიქრია, ნივთებს მხოლოდ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებდი, პარალელურად ფოტოებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. ვხედავდი, ყოველი ახალი ნამუშევრის გაზიარებას დღითიდღე კიდევ უფრო მეტი მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა.


2014 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი ნამუშევრების შესახებ პირველი სტატია დაიწერა, რამაც შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად დიდი სტიმული მომცა. აქედან დაიწყო აქტიური შეკვეთები, გაყიდვები, სხვა ინტერვიუები და გადავწყვიტე ამ საქმისთვის მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მომეკიდა ხელი. სწორედ ასე დაიბადა „ნინას არტ რუმი“, - გვიყვება „ნინას არტ რუმის“ დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.


„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


ნინომ, სწორედ აღნიშნული პროგრამა გაიარა, რამაც სხვა პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ბიძგი მისცა საკუთარი სახელოსნო და ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო მეტად გაეფართოვებინა. ის რუსთავიდანაა და უკვე თერთმეტი წელია რაც პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.



„მომხმარებელს პოლიმერული თიხის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვთავაზობ, რომლებსაც ძირითადად ყვავილებისგან ვამზადებ. ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ვიზუალით, რომლებიც იმდენად თხელი და სიფრიფანაა - ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ თიხისგან არის დამზადებული. თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი და მდგრადია. ვცდილობ ყოველი ახალი ნამუშევარი ბუნებრივთან მეტად მიახლოებული იყოს. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება, ფორმებისა და ყალიბების გარეშე. სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულს და უნიკალურს“, - ამბობს ნინო.


მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმეს პოლიმერულ თიხასთან ერთად დამატებით სხვა შერეული მასალის გამოყენებაც უწევს. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა: თვითშრობადი თიხა, ხე, მეტალი და სხვა მრავალი. ნინოს სასწავლო კურსიც აქვს, სადაც სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ადამიანები იყრიან თავს. „ექსკლუზიურ ნამუშევრებს თავად ვამზადებ, თუმცა, მყავს ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ვასწავლი. ისინი დიდი შეკვეთის შემთხვევაში მის დროულად და ხარისხიანად შესრულებაში მეხმარებიან“ - გვიყვება მეწარმე.


ნინო სამომავლოდ, ქალაქ რუსთავში მაღაზიის გახსნას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. შემდეგ კი, ქსელის სახით სურს ქვემო ქართლის რეგიონი სრულად მოიცვას. როგორც თავად გვეუბნება, ამისთვის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილოებით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებს. „რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობა მივიღე, სადაც საინტერესო ტრენინგი გავიარე. მომცეს სასარგებლო და საჭირო რჩევები, რომლებსაც სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ“ - ამბობს „ნინას არტ რუმის“ დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი.


ინფორმაციისთვის, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up