როგორ მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში

როგორ მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში

access_time2021-09-26 10:30:47

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული საბალანსო ბაზარი და მისი სატესტო რეჟიმის მართვა, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და დისპეტჩერიზაცია, საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განხილვა და სხვ. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოსექტორში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებას, კონკურენციის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს გამჭვირვალე და კონკურენციული ფასწარმოქმნას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.

ცნობისთვის,  ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის 6 თვით გადავადდა და წლის მისი ექსპლოატაციაში შესვლა წლის ბოლოსაა დაგეგმილი. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.


 კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა გასული წლის 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: ეკონომიკის სამინისტრო






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up