როგორ მივიღოთ აქციებიდან დივიდენდი

როგორ მივიღოთ აქციებიდან დივიდენდი

access_time2022-02-20 13:00:47

თუ აქციებიდან დივიდენდის მიღება გსურთ, ისეთი კომპანიები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც დივიდენდებს გასცემენ. რადგან კომპანიაზეა დამოკიდებული, რამდენი იქნება დივიდენდი და როდის გაიცემა ის. რა თანხა უნდა გაიცეს თითოეულ აქციაზე, ამაზე კომპანიის მმართველი საბჭო თანხმდება. მაგალითად, თუ თქვენ რომელიმე კომპანიის 10 აქციას ფლობთ, ხოლო დივიდენდი თითოეულ აქციაზე $5-ს შეადგენს, მიიღებთ $50-ს. დივიდენდის სახით მიღებული სარგებელი ძირითადად, ინვესტირებული თანხის  4-10% ფარგლებში მერყეობს. კომპანიები დივიდენდებს, ძირითადად, გასცემენ წელიწადში ერთხელ, ყოველი 6 თვის ან თითოეული კვარტლის განმავლობაში.

როგორი კომპანიები გასცემენ დივიდენდებს

დივიდენდებს უფრო მეტად ფინანსურად ძლიერი და ბაზარზე მყარად დამკვიდრებული კომპანიები იხდიან, რომლებსაც ფულის მთლიანად რეინვესტირება თავიანთ ბიზნესში აღარ სჭირდებათ. ამიტომ მიიჩნევა დივიდენდი კომპანიის ფინანსური კეთილდღეობის მაჩვენებლად. მზარდი (ტექნიკური ან ბიოტექნოლოგიური) კომპანიები, იშვიათად გასცემენ დივიდენდებს, რადგან მათთვის აუცილებელია მოგების ბიზნესის გაფართოებისთვის გამოყენება. 

ყველაზე სანდო ამერიკული კომპანიები დივიდენდებს წლების განმავლობაში, რეგულარულად ზრდიან. ზოგიერთის შემთხვევაში ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. როგორც კი რომელიმე ასეთი კომპანია გაზრდის დივიდენდს, ინვესტორებს უჩნდებათ მოლოდინი, რომ ის მომავალშიც შენარჩუნდება, თუნდაც, ბიზნესს რთული დრო დაუდგეს.

ასევე, საინტერესოა, კომპანიის დივიდენდების გადახდის ისტორიის გადახედვა. ფირმებს, რომლებიც მოგების ნაწილს ათწლეულების განმავლობაში უხდიან აქციონერებს, რამდენიმე უპირატესობა აქვთ. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს სტაბილურად მზარდი ბიზნესი. გარდა ამისა, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მენეჯმენტისთვის აქციონერების ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია.

ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები, დივიდენდების გადახდის გარდა, ასევე, ყიდულობენ საკუთარი აქციების ნაწილს. ამის გამო მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა მცირდება, რაც, საბოლოო ჯამში, დარჩენილი აქციების კიდევ უფრო გაძვირებას იწვევს.

როგორ შევაფასოთ დივიდენდები


ინვესტორს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, რათა მეტი შეიტყოს კომპანიის დივიდენდის ოდენობის შესახებ და შეადაროს ის მსგავს კომპანიებს. თუ კომპანიას სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს, ე.ი. ის დივიდენდების გადახდას შეძლებს მაშინაც კი, თუ რომელიმე წელს მოგების ოდენობა დიდი არ იქნება.

დივიდენდის გამცემი კომპანიები პოპულარულია ისეთ ინვესტორებს შორის, რომელთაც უბრალოდ აქციებით ვაჭრობა კი არ სურთ, არამედ მათი გრძელვადიანი მიზანი ძვირად ღირებული დივიდენდის გადამხდელი პორტფელის შექმნაა. ეს მათ პასიური შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

რატომ გასცემენ კომპანიები დივიდენდებს

შეიძლება, ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ გასცემენ კომპანიები დივიდენდებს, როდესაც შეუძლიათ, ეს თანხა ბიზნესის გასაზრდელად და მის გასაფართოებლად გამოიყენონ. ფირმების დიდი ნაწილი მართლაც ასე იქცევა. თუმცა, არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ამჯობინებენ, თანხა აქციების მფლობელებს გადაუხადონ:

ერთი მიზეზი ისაა, რომ, ინვესტორების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველთვის ურჩევნია, ფული ისეთი კომპანიის აქციებში დააბანდოს, რომელიც დივიდენდებს გასცემს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ინვესტიციებიდან სტაბილური შემოსავალი მიიღონ. შესაბამისად, ასეთი კომპანიების აქციებს მეტი მყიდველი ჰყავს, რაც მათზე დადებითად აისახება.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თუ კომპანია დივიდენდებს სტაბილურად იხდის, ეს მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ მას აქვს ფინანსური შესაძლებლობა, საკუთარი მოგების ნაწილი აქციონერებს გაუნაწილოს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯმენტს სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი. ვაჭრობის დაწყება 1 დოლარითაც შეიძლება. აპლიკაციაში შესაძლებელია კომპანიების სიის შექმნაც, რაც მათი აქციების ფასებზე თვალის დევნების საშუალებას მოგვცემს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up