როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი დანაზოგზე – ვითიბი ბანკის რჩევები

როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი დანაზოგზე – ვითიბი ბანკის რჩევები

access_time2021-07-19 09:55:24

ცხოვრებაში ერთხელ ალბათ ყველას გაგვჩენია სურვილი, რომ რაღაც დანაზოგი გვქონოდა, თანხა, რომელიც მოულოდნელი სურვილების განხორცილებაში დაგვეხმარეობადა. თანხა, რომელიც  ფინანსურ დამოუკიდებლობას მოგვანიჭებს, ვალდებულებებს შეგვიმცირებს და გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვაშიც კი დაგვეხმარება. „კომერსანტი“ დაინტერსდა როგორ დავზოგოთ სწორად, როგორ და სად შევარჩიოთ შესაფერისი სადეპოზიტო პროდუქტი. ამ კითხვებზე პასუხებს ვითიბი ბანკის დეპოზიტების product owner, ქეთი ხომერიკისგან გავიგებთ.

 

„მომხმარებლების უმრავლესობა საკუთარ დანაზოგს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში ინახავს. ბოლო წლების დინამიკა გვაჩვენებს, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად იკლებს. დოლარში ან ევროში ფულის ანაბარზე განთავსება ფაქტობრივად კარგავს საინვესტიციო ხასიათს და მხოლოდ შენახვის ფუნქციასღა თუ ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, დარიცხული სარგებელი აღარ არის ხელშესახები თანხა. პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სხვაობა უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის საკმაოდ დიდია“, - ამბობს ქეთი ხომერიკი.

 

მისივე თქმით, ვითიბი ბანკი მომხმარებლებს ანაბრებზე ახალ პირობებს სთავაზობს. იგი მედაჰოლდგინთან იმ უპირატესობებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დეპოზიტარებს ბანკში დახვდებათ.


 

„გადავწყვიტეთ, მომხმარებელს ლარში განთავსებულ ანაბრებზე ყველაზე მაღალი, წლიური 12.75% (ნომინალური) საპროცენტო სარგებელი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში, ანაბარს, გარანტირებული წლიური 9% დაერიცხება. ფაქტიურად, განთავსებული დღეების მიხედვით, რაც ბაზარზე არსებულ დარღვევის პირობაზე ორჯერ მეტია. აღნიშნული პირობა მეანაბრეს აზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული სავალუტო რისკებისგან. იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ საბანკო გამოცდილება, შევქმენით ინოვაციური ანაბრის კალკულატორი, რომელიც პოტენციურ მეანაბრეებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელ ვალუტაში განათავსონ ანაბარი.


კალკულატორი: ანაბრის ტიპისა და სარგებლის მიღების პირობის არჩევის შემდეგ, ვირჩევთ ვალუტას, ვუთითებთ სასურველ თანხას (მაგ. 1000 აშშ დოლარი), ავირჩევთ ანაბრის ვადას (მაგ 12 თვე). კალკულატორი ავტომატურად დაგითვლით სხვაობას უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის და რაც მთავარია, ითვლის ზღვრული კონვერტაციის კურსს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ანაბრის ვადის ბოლოს მიღებული თანხის უკუკონვერტაცია მომხმარებლისთვის ზარალიანი იქნება“,  -  განაცხადა ქეთი ხომერიკმა.

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up