როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

access_time2022-10-15 22:30:27

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მიიღოს მსურველმა სესხის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე, კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს


რას გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?


გაქვთ სურვილი წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გააფართოვოთ არსებული?


ამისთვის გჭირდებათ სესხი, თუმცა კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გთხოვთ სესხის უზრუნველყოფას?


ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა. პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცებული სესხის გარანტიას არაუმეტეს 80%, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.



პროგრამის რომელი მიმართულებების ფარგლებშია შესაძლებელი სესხის აღება?


საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, შეგიძლიათ დაიწყოთ ან გააფართოვოთ წარმოების/მომსახურების ფართო სპექტრში არსებული ბიზნესი, რომელიც მოიცავს 400-ზე მეტ ეკონომიკურ საქმიანობას. დეტალური ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3yvMMSL


რა მოცულობის სესხებს გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?


სესხის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტის მომსახურებით ისარგებლებთ:

კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

*გაითვალისწინეთ, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ახალი სესხის აღება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

თუკი პროგრამაში მონაწილეობა გსურთ, მიმართეთ კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სესხის დამტკიცების შემდეგ სააგენტო განიხილავს თქვენს განაცხადს და ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხდებით პროგრამის ბენეფიციარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up