როგორ მოიპარეს ჰაკერებმა $320 მილიონის კრიპტოვალუტა

როგორ მოიპარეს ჰაკერებმა $320 მილიონის კრიპტოვალუტა

access_time2022-02-20 11:00:41

ცოტა ხნის წინ კრიპტოჰაკერებმა $320 მილიონზე მეტი მოიპარეს. შემთხვევა ეთერიუმისა და სოლანას ბლოკჩეინების დამაკავშირებელ პლატფორმაზე – Wormhole-ზე დაფიქსირდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხიდია, რომელიც ამ ორ ბლოკჩეინს აკავშირებს.

ეთერიუმისა და სოლანას ბლოკჩეინები დეცენტრალიზებული ფინანსების – DeFi-ის სამყაროში საკმაოდ პოპულარულია – ესაა სივრცე, სადაც პროგრამირებად კონტრაქტებს ზოგიერთ ტრანზაქციებში ბანკირებისა და იურისტების ჩანაცვლება შეუძლიათ.

დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებული ბლოკჩეინის ქსელი ეთერიუმია. მისი ახლად გამოჩენილი კონკურენტი, სოლანა კი, სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეთერიუმთან შედარებით, უფრო იაფი და სწრაფია. თუმცა, ხშირად კრიპტომფლობელები მხოლოდ ერთი ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფარგლებში არ მოქმედებენ, ამიტომ დეველოპერებმა ე.წ. ჯვარედინი ხიდები შექმნეს, რითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცეს, კრიპტოვალუტა ერთი ბლოკჩეინიდან მეორეში გადაგზავნოს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხიდია Wormhole პროტოკოლი, საიდანაც კრიპტოჰაკერებმა თანხა მოიპარეს. ხიდი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, საკუთარი ტოკენები და NFT სოლანასა და ეთერიუმის ბლოკჩეინებს შორის გადაენაცვლებინათ.

განმარტებისთვის, Wormhole-ის მუშაობის პრინციპი ასეთია: ხიდი ორი ჭკვიანი კონტრაქტით მუშაობს – ერთი ჭკვიანი კონტრაქტი სოლანაზე მოდის, მეორე კი – ეთერიუმზე. Wormhole იღებს ეთერიუმის ტოკენს, ბლოკავს მას კონტრაქტში ერთ ჩეინზე და შემდეგ ხიდის მეორე მხარეს მდებარე ჩეინზე პარალელურ ტოკენს გასცემს.

ბლოკჩეინის კიბერუსაფრთხოების ფირმის – CertiK-ის წინასწარი ანალიზით, თავდამსხმელმა Wormhole ხიდის სოლანას მხარეს არსებული ხარვეზი გამოიყენა და 120 000 ე.წ. შეფუთული ეთერიუმის ტოკენი შექმნა, რომლის დახმარებითაც შემდეგ თანხები მოიპარა. თავდამსხმელმა შეფუთული ტოკენები ეთერიუმს მიაწოდა, შეუფუთავი კი კონტრაქტიდან ამოიღო.


CertiK-მა ინციდენტის შემდგომ კვლევაში აღნიშნა, რომ როდესაც ხიდები ასობით მილიონი დოლარის აქტივებს ინახავენ, ისინი ჰაკერების მთავარი სამიზნეები ხდებიან. ამას ისიც მოწმობს, რომ კრიპტოპლატფორმები ბოლო თვეებში არაერთი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა.

Wormhole Bridge-ზე $320-მილიონიანი ზარალი ხაზს უსვამს ბლოკჩეინის პროტოკოლებზე თავდასხმების მზარდ ტენდენციას, რაც გამაფრთხილებელი სიგნალია ბლოკჩეინების უსაფრთხოებისთვის“, –  აცხადებს CertiK-ის თანადამფუძნებელი რონგჰუი გუ.

Wormhole-ის პროტოკოლი რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული იყო. მოგვიანებით, დეველოპერებმა მისი აღდგენა შეძლეს. მალე Wormhole-მა Twitter-ზე განაცხადა, რომ $10,000,000 ჯილდოს აწესებს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც გამოძიებას ჰაკერების იდენტიფიცირებისა და დაკავების შესაძლებლობას მისცემს.

თავის მხრივ, Wormhole თავდამსხმელ პირებს თანხების დაბრუნების შემთხვევაში, ე.წ. Whitehat შეთანხმებასა და ხელშეუხებლობას ჰპირდება.

ვიდრე რომელიმე ინიციატივას შედეგი მოჰყვება, პლატფორმამ უსაფრთხოების გაძლიერების ახალი მიზნები დაისახა. Wormhole უსაფრთხოების რუკა მოიცავს: მრავალჯერად აუდიტს, ასევე, აქტივობებს ჯვარედინი ჯაჭვური შეტყობინებებისა და ხიდების გასაძლიერებლად. პლატფორმის ერთ-ერთ მიზნად ინდუსტრიის ლიდერად ქცევაცაა დასახელებული. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up