როგორ მოქმედებს განსხვავებული რეგულაციები საყოველთაო ჯანდაცვაზე?

როგორ მოქმედებს განსხვავებული რეგულაციები საყოველთაო ჯანდაცვაზე?

access_time2021-06-18 12:53:08

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები ევროპაში ყოველწლიურად 700 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის მიერ შემუშავებული “კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის” ინიციატივის მთავარ გამოწვევას თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება წარმოადგენს.

 

ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ზიანის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებისა და ელექტრონულ სიგარეტების მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, EURACTIV-ის კვლევის თანახმად, ევროკომისიის დირექტივა არ ითვალისწინებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს და დოკუმენტით გათვალისწინებული რეგულაციები ალტერნატიული  მოწყობილობების მარკეტინგის, გაყიდვის მეთოდებისა და შეფუთვის საკითხებთან მიმართებით არარელევანტურია.

 

“თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები პოზიტიურ განწყობას იწვევს და შესაძლებლობას გვაძლევს, ისინი ტრადიციული მოწევის ალტერნატივად განვიხილოთ. ბაზრის მომავალი განვითარებისა და ზიანის შემცირების მიზნით საჭიროა  მოვახდინოთ არსებული რეგულაციების თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებთან ადაპტირება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქტების ბაზრისა და “თამბაქოს პროდუქტების შესახებ დირექტივის” ურთიერთთავასებადობას”, - ამბობს საბერძნეთის პატრას უნივერსიტეტის დოქტორი კონსტანტინოს ფარსალინოსი (Dr Konstantinos Farsalinos).

 

რეგულაციები ვრცელდება თამბაქოს პროდუქტის მარკეტინგზე, შეფუთვასა და კომერციალიზაციაზე, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევას თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე დაწესებული გადასახადები წარმოადგენს.

 

“ევროკომისიის გადაწყვეტილებები თითქოს ეწინააღმდეგება ტრადიციულ თამბაქოსა და შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობებს შორის არსებულ განსხვავებას. კომისია გეგმავს, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ისეთივე მკაცრი შეზღუდვები, რეგულაციები და ფისკალური ვალდებულებები დააწესოს, როგორიც ტრადიციულ თამბაქოზე მოქმედებს”, - განაცხადა პიეტრო ფიოჩიმ, ევროპული პარლამენტისა და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის წევრმა.


 

 

დღეს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს დიფერენცირებული გადასახადი მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით დაბალი ტარიფით იბეგრება. ვეროპის 35-მა ქვეყანამ კი შექმნა ახალი საგადასახადო კატეგორია თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისთვის - ერთგვაროვანი საგადასახადო ვალდებულება დაწესდა თამბაქოს წონაზე, რასაც ბაზარზე არსებული თამბაქოს სხვადასხვა ფორმითა და ტიპით ხსნიან. ასეთ ბაზრებს მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთი, დანია, ავსტრია, პოლონეთი.

 

არსებული მაჩვენებლების მიხედვით, დიფერენცირებული გადასახადის პირობებში, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები 60-70%-ით ნაკლები გადასახადით იბეგრება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტები.

 

მაგალითად, საბერძნეთში ელექტრონულ სიგარეტზე 71%-ით ნაკლები გადასახადი მოქმედებს. ანუ, ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის ერთი შეკრა 2.85 ევროთი იბეგრება, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობისთვის შექმნილ ღერებზე დაწესებული გადასახადი 0.83 ევროს უტოლდება, ხოლო ელექტრონულ სიგარეტზე კი 0.20 ევროა. საბერძნეთის მსგავსად, იტალიაში, სადაც ტრადიციულ სიგარეტზე დაწესებული გადასახადი 3.47 ევროა, გასახურებელ მოწყობილობაზე კი - 0.90, გადასახადებს შორის განსხვავება 74%-ია. საფრანგეთში ტრადიციულ სიგარეტზე ყველაზე მაღალი საგადასახადო ვალდებულება (7.05 ევრო) მოქმედებს, გასახურებელი თამბაქოს 20 ღერზე კი ეს მაჩვენებელი 4.02 ევროს უტოლდება.

 

მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწესებს თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობაზე ტრადიციული თამბაქოს ფისკალურ ვალდებულებას. ასეთი სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ისრაელი, კოლუმბია და საქართველო.

 

“ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს, თუმცა, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებზე ტრადიციული თამბაქოს მსგავსი ვალდებულებების დაწესება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უარვყოფთ მრავალ სამეცნიერო მტკიცებულებას, რომელიც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შემცირებულ რისკებსა და ტრადიციული მოწევის ჩანაცვლების პროცესში მათ შესაძლო სარგებელს ადასტურებს”, - განაცხადა პიეტრო ფიოჩიმ.

 

მისივე თქმით, მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესება ხელს შეუწყობს ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და კონტრაბანდას, რაც უარყოფითად აისახება როგორც ევროპის ქვეყნების ჯანდაცვაზე, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up