როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

access_time2021-09-28 11:30:00

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.



როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.



ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:



· პაროლის მოფიქრებისას, გამოიყენეთ სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების და ციფრების რთულად გამოსაცნობი კომბინაცია. სასურველია, პაროლი სულ მცირე 10-12 სიმბოლოსგან შედგებოდეს




· არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა აპლიკაცისა თუ სისტემაში შესასვლელად



· გამოიყენეთ ე.წ. ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე გეგზავნებათ კოდი, რომლის გარეშეც შესვლას კონკრეტულ აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე ვერავინ შეძლებს.



· არ შეხვიდეთ საბანკო ან სხვა ანგარიშებზე გაურკვეველი მოწყობილობებიდან



· ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ინტერენტს იყენებთ: მასობრივ თავშეყრის ადგილებში არსებული საჯარო ინტერნეტით თქვენს პირად ინფორმაციაში შეღწევა მარტივია. ამიტომ, მოერიდეთ, თუნდაც მობაილბანკის შემოწმებას ასეთი ინტერნეტის გამოყენებისას.



· არ გაუზიაროთ არავის თქვენი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენეთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც თქვენი პაროლების მართვასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.



წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი - https://www.facebook.com/edufingeo/



NS



თეგები:
პაროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up