როგორ მუშაობენ კერძო კაპიტალის კომპანიები

როგორ მუშაობენ კერძო კაპიტალის კომპანიები

access_time2021-11-27 13:00:33

კერძო კაპიტალის ბაზარი 50-წლიან ისტორიას ითვლის და განვითარებას განაგრძობს. თანამედროვე ბიზნესრეალობამ კერძო კაპიტალის ბაზარზე ახლებური მიდგომები გააჩნია, რაც უფრო ეფექტიან შედეგებს უზრუნველყოფს.

კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობის მოდელი ასეთია – ყიდულობენ პოტენციალის მქონე კომპანიებს ან წილებს კომპანიებში, ავითარებენ, უზრდიან ღირებულებას და გაზრდილი ღირებულებით ასხვისებენ.

დღესდღეობით კერძო კაპიტალის ფირმების ნაწილი თავიანთ პორტფელურ კომპანიებს, ძირითადად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ავითარებენ და, შესაბამისად, დამოუკიდებელ ინვესტიციებადაც განიხილავენ, რაც შესაძლოა, ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდეს.

თანამედროვე სამყარო და ბიზნესგარემო საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს, რაც გულისხმობს თანამშრომლობასა და კოლაბორაციას – ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას უკეთესი შედეგის მისაღებად. კერძო კაპიტალის ორგანიზაციები საკუთარ პორტფელს უნდა მიუდგნენ ისე, როგორც ბიზნესეკოსისტემას. ამ ეკოსისტემაში პორტფელში არსებული კომპანიები უნდა მოიაზრებოდნენ, როგორც ერთმანეთის დამხმარე და შემავსებელი ნაწილები.

პორტფელური კომპანიების თანამშრომლობა შესაძლოა მოიაზრებდეს თუნდაც ერთმანეთისთვის საჭირო პროდუქტისა თუ მომსახურების პარტნიორულ ფასებში შეთავაზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის საწარმოო ან/და ადამიანური რესურსებით დახმარებას. უფრო კონკრეტულად, სინერგია შეიძლება იყოს: საერთო გაყიდვების არხების გამოყენება, დისტრიბუციის საერთო სისტემის შექმნა, პროდუქტების პაკეტური შეთავაზებები, გამოწერის სერვისებში კოლაბორაცია და ა.შ. ამ ერთიანი ძალისხმევის საბოლოო მიზანი კომპანიების მიერ ერთმანეთისა და მთლიანად თავიანთი ბიზნესეკოსისტემის გაძლიერებაა.


სინერგიული მიდგომებით კერძო კაპიტალის ფონდები შეძლებენ, მოსალოდნელზე უფრო ადრე გაუზარდონ ღირებულება კომპანიებს და კომპანიის წილების გაზრდილი ღირებულებით გასხვისებას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა და კოლაბორაცია არ გულისხმობს პორტფელური კომპანიების ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანებას. ამ ორგანიზაციებმა უნდა შეინარჩუნონ ავტონომია და ფუნქციონირება დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ.

თანამედროვე ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, რაც ხშირ შემთხვევაში კრიზისთან და რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა წარმატების მისაღწევად.

პორტფელში კომპანიებს შორის სინერგიის მიღწევით ხარჯების დაზოგვა, მათი სწრაფად ზრდა და განვითარებაა შესაძლებელი, რაც მომგებიანია როგორც კერძო კაპიტალის ფონდისთვის, ისე მის პორტფელში არსებული კომპანიებისთვის. შესაბამისად, კერძო კაპიტალის ფონდებმა ახალი კომპანიის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტორს, თუ როგორ შეავსებს ახალი კომპანია არსებულ ბიზნეს ეკოსისტემას – რით დაეხმარება ახალი კომპანია პორტფელში მყოფ სხვა კომპანიებს ან როგორ შეძლებენ სხვები მის ხელშეწყობას.

წყარო: HBR






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up