როგორ მუშაობს კოვიდდაზღვევა

როგორ მუშაობს კოვიდდაზღვევა

access_time2021-10-30 19:00:00

ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობა, სადაზღვევო სექტორთან ერთად, ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდდაზღვევის შემოღებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. პრობლემაა მწვანე პასპორტთან დაკავშირებითაც. ბიზნესი თითქოს ნერვიულობს, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს კოვიდ დაზღვევის პაკეტების შეთავაზება, როგორც შემომსვლელი, ისე გამსვლელი ვიზიტორებისთვის. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა ყიფიანი აცხადებს, მოთხოვნა ტურისტების მხრიდან აღნიშნულ პაკეტზე პრაქტიკულად არ არის. ეს პროდუქტი ძირითადად იმ ქართველებზე იყიდება, რომლებიც სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში მიდიან.

„ქართველები, როცა მიდიან სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, აქტიურად იყენებენ კოვიდ დაზღვევის პაკეტებს, თუმცა, როცა საუბარი ეხება შემომსვლელ ტურისტებს, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აეროპორტში იყიდება ჩვენი პროდუქტი და ტურისტულ სააგენტოებსაც აქვთ საშუალება, რომ ის ტურისტებს შესთავაზონ, ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდდაზღვევაზე, შემომსვლელი ვიზიტორების მხრიდან, მოთხოვნა, პრაქტიკულად, არ არის. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ არ არის ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის შეძენა სავალდებულო“, - განაცხადა ყიფიანმა.

საპირისპიროს ამტკიცებენ „თიბისი დაზღვევაში“. კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მაინც მზარდია.

„ტურისტებისთვის კოვიდდაზღვევა სავალდებულო არ არის, თუმცა შემომავალ ტურიზმზე ძალიან კარგად მუშაობს სახელი - კოვიდდაზღვევა. ეს იმიტომ, რომ მოგზაურობის დაწყების დროიდან ტურისტები ფიქრობენ, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულოა, მოსთხოვენ მათ, ამიტომ ისინი წინასწარ აკეთებენ ამ დაზღვევას, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს. მე ვთვლი, რომ ამ ნაწილში სავალდებულოობა არ არის საჭირო, იყო დისკუსიები ამ საკითხზე და საბოლოოდ გადაწყვეტილება გაჩერდა იმაზე, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულო მხოლოდ სტუდენტებისთვის იყოს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ პაატა ღაძაძე და დასძინა, რომ ტურისტებისთვის კოვიდდაზღევა დაახლოებით 8 ლარი ღირს, ხოლო სტუდენტებისთვის მისი ღირებულება საშუალოდ 35 ლარიდან იწყება.

ჯერჯერობით ასევე არ არის სავალდებულო ე.წ. მწვანე პასპორტებიც. აქაც თითქოს ისმის ინიციატივა, მოწოდება, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. არადა, ბიზნესის ერთი ნაწილი ემხრობა მსგავსი ტიპის საბუთის პრაქტიკაში ფართოდ დანერგვას, თუმცა სხვებს ეს აზრი არ იზიდავს.


„შეიძლება ვაქცინა სავალდებულო არ იყოს, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ აუცრელი სავაჭრო ცენტრში, კაფეში ვერ შედიოდეს. შესაბამისად, თუ არ მინდა, არ ავიცრები და არც მოლში შევალ, მაგრამ თუ გვინდა, ქვეყანა გამოჯანმრთელდეს, გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა.

მისი აზრით, მაგალითი უნდა ავიღოთ ისეთი წარმატებული ქვეყნებისგან, რომლებმაც პანდემია გადალახეს.

„ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ყოფა-ცხოვრება და მეტად არ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს. მგონი, გვავიწყდება რამდენ ადამიანს ვკარგავთ ყოველდღიურად, 40-50 ადამიანი გვეღუპება. მესმის, რომ ძნელია მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლობას უკავშირდება, მაგრამ არის ხოლმე ქვეყანაში მდგომარეობა, როდესაც უნდა მიიღო ის ზომები, რაც გადაარჩენს შენს თანამოქალაქეებს.

როცა თქვენ არ იცრებით, თქვენ გამო მე ვიზღუდები, ეს ხომ ჩემი თავისუფლების შეზღუდვაც არის? მესმის, რომ არჩევნების წინ ხისტი პოლიტიკა არ უნდათ, მაგრამ აუცილებელია“, - დასძინა გიორგი მთიულიშვილმა.



წყარო: for.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up