როგორ ოპერირებენ  ქართული AI კომპანიები

როგორ ოპერირებენ ქართული AI კომპანიები

access_time2021-12-04 19:00:55

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო და უფრო უმჯობესდება, დიაპაზონი კი ფართოვდება. ამას გამომთვლელი მანქანების სისწრაფის ზრდა, მონაცემთა სიმრავლე და ალგორითმების ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მრავალი დარგი იყენებს, მათ შორისაა წარმოება, ფინანსური სექტორი, ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომუნიკაციებისა თუ უსაფრთხოების სექტორები. ეს დარგები AI ტექნოლოგიას ხარჯების შესამცირებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებენ.

საქართველო, როგორც მცირე ზომის განვითარებადი ეკონომიკა, ხელოვნურ ინტელექტსა თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს ნელა ავითარებს. თუმცა, ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდნენ სტარტაპები, რომლებიც ბაზარს AI მიმართულებით მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ.

ერთ-ერთი მათგანი Optio.AI-ია. სტარტაპი 2016 წელს შეიქმნა და ფინტექსფეროში მუშაობს. Optio.AI-ის ორი ძირითადი მიმართულება აქვს არჩეული: პირველი მონაცემების მეშვეობით ბანკებისთვის საცალო გაყიდვების ზრდაა (from data to sale). როგორც კომპანიაში ამბობენ, ბანკებს ძალიან ბევრი ისტორიული მონაცემი აქვთ, რომელთა გამოყენებითაც ისინი კლიენტებისთვის სასურველი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებას შეძლებდნენ. Optio.AI მათ ამ მონაცემების გაფილტვრაში, პროგნოზირებასა და გაყიდვების გაზომვაში ეხმარება. Optio.AI-ის მეორე მიმართულება ქართული ენის ანალიზს უკავშირდება (natural language processing), რითაც თავიანთ კლიენტ ბანკებს ჩეტბოტების შექმნაში ეხმარება.

ჯამში Optio.AI ოთხ ქართულ ბანკთან თანამშრომლობს და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბანკის დამატებას გეგმავს.

„აქამდე მოსასვლელად საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ. მე და ჩემს თანადამფუძნებელს გვაქვს ბანკებში მუშაობის გამოცდილება. ერთი მხრივ, კარგად ვიცნობთ საბანკო სისტემას შიგნიდან, როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკურ ნაწილში. მეტ-ნაკლებად ვიცით, რა პრობლემებია ბანკებში და ისიც, ფინანსურად რა მასშტაბებს მოითხოვს საჭირო სისტემების დანერგვა. ამიტომ, დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა. თავიდან ეს იყო მხოლოდ ჩეტბოტი, მერე დაემატა ტრანზაქციული მონაცემების გამდიდრების ნაწილი, შემდეგ ანალიტიკური და პროგნოზირების ნაწილი, შემდეგ – კამპანიების მართვა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და დღესაც აქტიურად ვავითარებთ ჩვენს პროდუქტებს. კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციისა და ექსპერიმენტების შედეგად იძენს საბოლოო ფორმას ჩვენი პროდუქტი, რომელიც შემდეგში გვინდა უკვე საქართველოდან გავიტანოთ“, – ამბობს Business Feed-თან Optio.AI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გიორგობიანი.

განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები თავდაპირველად გრანტების სახით მოიზიდეს. Optio.AI ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპია.

საწყისი ინვესტიცია 2016 წელს სტარტაპ საქართველოსგან მიიღეს, შემდეგ ჩეხურმა სტარტაპ აქსელერატორმა განახორციელა გარკვეული ინვესტიცია. 2018 წელს კომპანია Techstars-ში მოხვდა და მორიგი ინვესტიცია მიიღო, შემდეგ კი GITA-ს და მსოფლიო ბანკის 650 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მოიპოვა და ადგილობრივი ინვესტიციებიც მოიზიდა.


„ჩვენ ცოტა სხვა სტრატეგიით მივდივართ. არ გვინდა, დიდი ინვესტიციების მოზიდვაზე ვფოკუსირდეთ. აქცენტს ვაკეთებთ უფრო იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიქცეთ ფინანსურად სტაბილურ და მომგებიან კომპანიად და შემდეგ უკვე ინვესტიციები მოვიზიდოთ კონკრეტული მიზნისთვის, მაგალითად, სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესასვლელად“, – გვითხრა შოთა გიორგობიანმა.

კომპანია აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. აქამდე ეს პროცესი პანდემიამ შეაფერხა, თუმცა, მომავალი წლიდან Optio.AI მოლაპარაკებების გააქტიურებას გეგმავს.

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კიდევ ერთი კომპანია MaxinAI-ია. მისი საქმიანობის პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და პროექტებიც მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე MaxinAI ოთხ ძირითად პროექტზე მუშაობს და რამდენიმე კლიენტს ემსახურება. მათ შორისაა აპლიკაცია Phubber და მისი რეკომენდაციის ძრავა (recommender engine), რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის ე.წ. ნიუს ფიდი მის მიერ მოწონებული კონტენტის მიხედვით იცვლება. კომპანიაში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან პოპულარულია e-commerce-ში და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ მიმართულებით ახალი პოტენციური კლიენტები საქართველოში კვლავ გამოჩნდებიან.

ამას გარდა, MaxinAI უცხოურ დამკვეთებთანაც მუშაობს და ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას ახალი პლატფორმის შექმნაში ეხმარება. მათი დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს განსაზღვროს, როგორ შემცირდება მისი უძრავი ქონების ღირებულება, იმ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი რომელიმე კლიმატური კატასტროფის (მეწყერი, წყალდიდობა, ა.შ.) წარმოშობის შემთხვევაში.

კომპანიის კიდევ ერთი პროექტი ამერიკული AI marketplace-ია. პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოაქვეყნოს ხელოვნური ინტელექტის მოდელის API (Application, Programming Interfaces) ან სხვისი მოდელის API გამოიყენოს. მსგავსი პლატფორმებია: Rapidapi.comHuggingface.co.

MaxinAI 2017 წელს შეიქმნა. მისი პროექტების მენეჯერი ლიკა ჩხიროძე  ამბობს, რომ ეს გზა მარტივი არ იყო. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი ინჟინრების მოძიება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

„გვქონდა პროექტები, როცა კომპანია მოდიოდა და, მიუხედავად ჩვენი გამოუცდელობისა, ენთუზიაზმით იხიბლებოდა. ჯუნიორ ინჟინრებად მოსული თანამშრომლები ახლა უკვე სენიორ ინჟინრები არიან. ამ ეტაპზე საკმაოდ წინ წამოიწია Software ინჟინერიამ და ერთ-ერთმა კლიენტმა, რომლისთვისაც დიდ გუნდს ვაკომპლექტებთ – ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტის ვებსაიტის გასაუმჯობესებლად ჩვენთან დაიწყო თანამშრომლობა“, – ამბობს ლიკა ჩხიროძე.

მისივე თქმით, არც გარე ინვესტორისა და არც სახელმწიფოსგან კომპანიას ინვესტიციები/გრანტები არ მიუღია. დამფუძნებლებმა MaxinAI საკუთარი რესურსებით შექმნეს. ახლა, ძირითადად, უცხოურ დაკვეთებს იღებენ და ასრულებენ დისტანციურად.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე კომპანიებში განმარტავენ, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა უცხოურ ბაზრებზე გაცილებით დიდია, საქართველოში კი ეს სფერო ეტაპობრივად ვითარდება.

„თუკი რამდენიმე წლის წინ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ბუმი დაიწყო, ახლა ნელ-ნელა მონაცემთა ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება. ის ჯერ ჩანასახშია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი სექტორიდან ჩნდება მოთხოვნა. მართალია, კლიენტებმა ჯერ ზუსტად არ იციან და სახელს ვერ არქმევენ ამ ყველაფერს, მაგრამ საჭიროება უკვე უჩნდებათ. ძირითადად, ეს ეხება მონაცემთა ტრანსფორმაციას, გაყიდვების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ახლა ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ – მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გაიზრდება მოთხოვნა ამ მიმართულებით“, – ამბობს შოთა გიორგობიანი.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up