როგორ პარავენ დამსაქმებლები თანამშრომლებს ხელფასს - კვლევა

როგორ პარავენ დამსაქმებლები თანამშრომლებს ხელფასს - კვლევა

access_time2022-07-22 16:40:28

"ღირსეული შრომის პლატფორმა" აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა 88 პროცენტს დამსაქმებელი გაწეული შრომის ანაზღაურებას სრულად არ უხდის. კვლევამ აჩვენა, რომ "მოპარული ხელფასი" თითოეულ დასაქმებულზე წელიწადში საშუალოდ 8 ათასი ლარია.

 

ანაგრიში მომზადდა სპეციალური გამომთვლელი კითხვარის დახმარებით, რომელიც ყოველთვიური ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ მონაცემების მითითებით "მოპარულ ხელფასს" ითვლიდა. კითხვარი 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.

 

"მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება და ა.შ." - აცხადებენ კვლევის ავტორები.

 


ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან - ამის შესახებ აღნიშნავდა კვლევაში მონაწილე ადამიანების 75,5 პროცენტი. კვლევაში ნათქვამია, რომ იმ დასაქმებულთა 85,6 პროცენტი, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, არ იღებდა დამატებით ანაზღაურებას.

 

საქართველოში შრომის კოდექსის ამ ნაწილი დაცვაზე ზედამხედველობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას ევალება. კვლევაში მოყვანილია ამ უწყების მუშაობის სტატისტიკაც:

 

"2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ შრომითი უფლებების ზედამხედველობის მიზნით შემოწმებული 249 ობიექტზე გამოვლენილი 1766 დარღვევიდან, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება".


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up