როგორ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და რა გამოწვევები არსებობს?

როგორ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და რა გამოწვევები არსებობს?

access_time2021-12-02 11:55:31

როგორ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და რა გამოწვევები არსებობს ამ თემაზე კითხვებს „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მრჩეველი ნინო ყველაიძე პასუხობს

1. რა გამოწვევა არსებობს პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისას და არსებობს თუ არა პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის ერთიანი რეგულაცია?

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გაამარტივა კომპანიებს შორის თანამშრომლობა და მონაცემთა მიმოცვლის პროცესი. დღეს ტრანსნაციონალურ დონეზე მონაცემთა გადაცემა საკმაოდ თავისუფლად მიმდინარეობს. ტერიტორიული სიშორე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს მონაცემთა გადაცემისათვის, თუმცა მონაცემთა თავისუფალ მიმოცვლას რეგულირების ჩარჩოებში აქცევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, რომელიც აბალანსებს მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის თავისუფლებასა და ინდივიდების ფუნდამენტურ უფლებებს.

მონაცემთა გადაცემა კორპორაციების ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქმედებაა, ხოლო მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის ერთიანი, უნიფიცირებული რეგულირება, რომელიც საერთო იქნებოდა ყველა ქვეყნისათვის, არ არსებობს. ხშირად, მონაცემთა გადაცემის პროცესში რამდენიმე ქვეყანა ერთვება, ასეთ შემთხვევაში კი პროცესი კიდევ უფრო რთულდება, რაც რიგ პრობლემებსა და გაუგებრობას წარმოშობს. სწორედ ამ პროცესში მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში − თუ როგორ უნდა განხორციელდეს სამართლებრივად მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა?


2. როგორ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა ევროკავშირის კანონმდებლობით?

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის პირველ რიგში აუცილებელია დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებადი რეგულირების მიმოხილვა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დადგენილი.  ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა რეგულირდება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 25 მაისს. აღნიშნული რეგულაცია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მაქსიმალურად ცდილობს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დამკვიდრებას.

ევროკომისიის შესაბამისობის გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც შეფასებულია მონაცემთა დაცვის სფეროში სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნებად, რაც, თავის მხრივ, ასეთ მესამე ქვეყანაში ყოველგვარი დამატებითი ავტორიზაციის გარეშე მონაცემების გადაცემას გულისხმობს.



3.  ამერიკასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მონაცემთა გადაცემა რომელი სამართლებრივი მექანიზმის შესაბამისად მიმდინარეობს?


მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის საკითხთან მიმართებით ნიშანდობლივი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სასამართლომ, 2020 წელს შრემსის მეორე საქმეზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ძირეულად შეცვალა ამერიკასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მონაცემთა მიმოცვლის რეგულირება. სასამართლომ განმარტა, რომ მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე არ გულისხმობს აუცილებლად ევროპულ სტანდარტებთან იდენტურობას, არამედ, ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმების არსებობას. გადაწყვეტილებით ევროკავშირი-აშშ კონფიდენციალურობის ფარი, რომელიც უზრუნველყოფდა მათ შორის მონაცემთა მიმოცვლას, გაუქმდა როგორც მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი მექანიზმი. პრობლემის საბოლოოდ გადაჭრამდე, სასამართლომ განმარტა, რომ რეკომენდებულია სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების გამოყენება, რადგანაც წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს მონაცემთა ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად.


4.როგორი მდგომარეობა არის საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით?

არსებული საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო ნელ-ნელა იხვეწება. სწორედ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველომ ეროვნული კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში უნდა მოიყვანოს არსებულ ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ მიზნით შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მობილიზებულია იმ ძირეული შეუსაბამობების გამოსწორებაზე, რომლებიც საქართველოს კანონს ევროპის კანონმდებლობისაგან განასხვავებს.



5. როგორ რეგულირდება მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით და რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემთა გადაცემისას?

 საქართველოს კანონმდებლობაში მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის წესი აღწერილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 თავში, რომელიც ეხება მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემას. კანონში აღნიშნულია, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძვლების არსებობის გარდა, ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, ხოლო მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებს. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარეობს, რომ თუ ქვეყანა არ შედის სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში, მაშინ მონაცემთა გადაცემისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური თანხმობა არის საჭირო.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up