როგორ შეცვალა პანდემიამ მარკეტინგი

როგორ შეცვალა პანდემიამ მარკეტინგი

access_time2021-11-14 19:30:13

COVID-19-ის პანდემიამ თითქმის ყველა სფერო შეცვალა, მათ შორის, მარკეტინგიც. მომხმარებლებს გაუჩნდათ ახალი სურვილები და საჭიროებები. შესაბამისად, მარკეტერებს მოუწიათ უარი ეთქვათ ძველ, კარგად ნაცად ხერხებზე და ახალ რეალობას მორგებოდნენ. 

სტატიაში განვიხილავთ 10 მარკეტინგულ ჭეშმარიტებას, რომელიც პანდემიამ ეჭვქვეშ დააყენა

ადრე: მარკეტინგი იწყება შენი კლიენტის გაცნობით

ახლა: მარკეტინგი იწყება შენი კლიენტების სეგმენტის გაცნობით

პანდემიისას კიდევ უფრო განმტკიცდა ის, რაც აქამდეც ვიცოდით – აუცილებელია მომხმარებლის ახლოს გაცნობა. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული სტრატეგია არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ საფოსტო ინდექსების მიხედვითაც კი. ყოველი მესიჯით უნდა მყარდებოდეს პერსონალური, ადამიანური კავშირი ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

ადამიანთა შეხედულებების უკეთ გასაგებად EY Future Consumer Index-მა ჩაატარა კვლევა და 5 სხვადასხვა ტიპის ჯგუფი გამოავლინა:

  • ხელმისაწვდომობა უპირველეს ყოვლისა (32%) – ამ ადამიანებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ბრენდი და ძირითადად ყურადღებას პროდუქტის ფუნქციებსა და ფასს აქცევენ
  • ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა (25%) – ადამიანთა ეს ჯგუფი შოპინგისას ყოველთვის ითვალისწინებს საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობას
  • დედამიწა უპირველეს ყოვლისა (16%) – ამ კატეგორიისთვის მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა და უპირატესობას ანიჭებენ ბრენდებს, რომლებსაც იგივე ღირებულებები აქვთ 
  • საზოგადოება უპირველეს ყოვლისა (15%) – ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ერთობა საყოველთაო კეთილდღეობისთვის, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ გამჭვირვალე და გულწრფელ ბრენდებს 
  • გამოცდილება (Experience)  უპირველეს ყოვლისა (12%) – ეს ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ხშირად აქვთ ახალი ბრენდების გამოცდის სურვილი

ადრე: შენ ეჯიბრები შენს კონკურენტებს

ახლა: შენ ეჯიბრები შენი კლიენტის საუკეთესო გამოცდილებას

თაობა Z ტექნოლოგიებთან ერთად გაიზარდა და მათ, ბუნებრივია, პანდემიამდეც ჰქონდათ მოთხოვნილება, რომ მათ ცხოვრებაში ტექნოლოგიები უფრო მეტად ყოფილიყო ინტეგრირებული. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში პროცესები ძალიან დაჩქარდა. ახლა, როცა კომპანიებს აქვთ თავიანთ კლიენტების პერსონალური მონაცემები, უნდა იზრუნონ რომ მარკეტინგული სტრატეგია მაქსიმალურად პერსონალიზებული იყოს თითოეული მომხმარებლისთვის. 

ადრე: კლიენტები იმედოვნებენ, რომ შენ გაქვს ის, რაც მათ სურთ

ახლა: კლიენტები მოელიან, რომ გქონდეს ზუსტად ის, რაც მათ სურთ

ბევრი ბრენდის შემთხვევაში,  4C პრინციპი ძალიან ზოგადი გახდა. ახლა, როცა კომპანიებს წვდომა აქვთ მომხმარებლის მონაცემებზე, კლიენტიც მოითხოვს, რომ ზუსტად მოერგო მის სურვილებს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაც, რათა 4C უფრო კონკრეტული და პერსონალური გახდეს. 

ადრე: კლიენტთა კეთილგანწყობის მოპოვება სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს


ახლა: კლიენტთა კეთილგანწყობის მოპოვება ონლაინ სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს

ინტერნეტის ეპოქაში მარკეტინგის სფეროში პირისპირ შეხვედრები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრენდებმა პირისპირ კომუნიკაციაზე უარი უნდა თქვან. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, საუკეთესო შედეგი ამ ორის ბალანსს მოაქვს. 

ადრე: კლიენტი უნდა იყოს მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრი

ახლა: კლიენტი უნდა იყოს Customer Experience-ის ცენტრი

ყველა ჩვენგანს დაგვირეკავს კონკრეტული კომპანიის ქოლცენტრში და გვისაუბრია მათ ოპერატორთან. ან მიგვიწერია ონლაინ, ჩატბოტთან. ამ მხრივ გვქონია როგორც ცუდი, ასევე კარგი გამოცდილებაც. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ, რეორგანიზაციით არაფერი გამოდის. მენეჯერებმა ჯერ კარგად უნდა შეისწავლონ არსებული სისტემა, განიხილონ პროცესები, ტექნოლოგიები, ტალანტები, მონაცემთა მოდელი და KPI, შემდეგ კი ამ ყველაფრის საფუძველზე განახორციელონ ცვლილებები. 

ადრე: ურთიერთობები მნიშვნელოვანია

ახლა: ურთიერთობები ყველაფერია

თუ ბრენდებს აქამდე შეეძლოთ, რომ ახალ კლიენტებთან პირისპირ და პერსონალური კომუნიკაცია დაემყარებინათ, პანდემიის დროს ამის საშუალება წაერთვათ. შედარებით იოლია ონლაინ გააგრძელო და შეინარჩუნო ურთიერთობები არსებულ კლიენტებთან, მაგრამ ახლის მოზიდვა რთულია. კომპანიები ახლა მუდმივად ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შარმზე მეტად კარგი ალღო და გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვთ. თანამშრომლები, რომლებიც შეძლებენ მოუსმინონ კლიენტებს და მათ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ, მოიზიდავენ ახალ კლიენტებს ონლაინ სივრცეში და დაამყარებენ მათთან გრძელვადიან ურთიერთობებს. 

ადრე: ბრენდი უნდა იდგეს კარგ პროდუქტზე

ახლა: ბრენდი უნდა იდგეს კარგ ღირებულებებზე

EY Future Consumer Index-ის კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში, მომხმარებლისთვის ფასსა და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნდობა, მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა. ანუ, პროდუქტის ხარისხთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა მისი მწარმოებლის ღირებულებებს. 

ადრე: თანამედროვე მარკეტინგული წარმატებისთვის საჭიროა ტექნოლოგიები

ახლა: თანამედროვე მარკეტინგული წარმატებისთვის საჭიროა სხვადასხვა ფაქტორის სწორი ბალანსი

მარკეტინგული წარმატებისთვის საჭირო გახდა ტექნოლოგიების გამოყენება, თუმცა, მასთან ერთად აუცილებელია სხვა ფაქტორების ჩართულობაც. ტექნოლოგიებთან ერთად აუცილებელია გვქონდეს სწორი მონაცემები და, რა თქმა უნდა, გვყავდეს თანამშრომლები, რომლებიც მათ სწორად გამოიყენებენ. 

ადრე: მარკეტინგი მნიშვნელოვანია ზრდისთვის

ახლა: აღმასრულებელი მენეჯერებისთვის მარკეტინგი არის კომპანიის ზრდის გეგმის ცენტრში

პანდემიისას მარკეტინგი კომპანიებში ციფრული ტრანსფორმაციის გზა გახდა. ის არის მომხმარებლის ხმა და მომხმარებელთა გამოცდილების ლიდერი. მარკეტინგს მიეცა შესაძლებლობა, რომ გაზარდოს კომპანია.


წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up