როგორ შეიცვალა ენერგო სექტორში მოღვაწე ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერების ქონება 2022 წელს - Forbes-ის რეიტინგი

როგორ შეიცვალა ენერგო სექტორში მოღვაწე ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერების ქონება 2022 წელს - Forbes-ის რეიტინგი

access_time2022-04-29 13:20:00

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ქვეყნებს შორის ომი გაჩაღდა, აშშ-მა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციები დააწესა. სანქციებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამან რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. ფინანსების კარგვა უფრო მკაფიოდ კონკრეტულ პიროვნებებზე აისახა.

Forbes real time billionaires -ს რეიტინგში, ენერგო სექტორში არსებული უმდიდრესი 10 ადამიანიდან, 4 რუსია, აქედან თითქმის ყველა კი სერიოზულ დანაკარგებს განიცდის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანმა მილიონების კარგვა პანდემიის დროს დაიწყო, თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

რეიტინგის სათავეში რჩება 66 წლის რუსი მილიარდერი ლეონიდ მიხელსონი. მიხელსონი ბუნებრივი გაზის მწარმოებელი Novatek-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

2017 წელს მან პუტინის ყოფილი სიძისგან, კირილ შამალოვისგან ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის 17% იყიდა და მისი წილი 48%-მდე გაიზარდა.

2021 წელს Sibur გაერთიანდა TAIF ჯგუფთან. მისი პარტნიორი როგორც Novatek-ში, ასევე Sibur-ში არის სანქცირებული ოლიგარქი გენადი ტიმჩენკო, რომელსაც, როგორც ამბობენ, მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

Forbes-ის მონაცემებით მიხელსონი 2021 წელს 24.9 მლრდ დოლარს ფლობდა, 2022 წელს კი მისი ქონების ღირებულება 14 მილიარდამდე დაეცა, ანუ მან 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

71 წლის ვაგიტ ალეკპეროვი - კასპიის ზღვის ნავთობის პლატფორმის ყოფილი თანამშრომელი, ვაგიტ ალეკპეროვი საბჭოთა კავშირში ნავთობის ინდუსტრიას ზედამხედველობდა.

1991 წელს მან აიღო სამი დიდი სამინისტროს მიერ კონტროლირებადი ნავთობის საბადო და დააარსა ლუკოილი - ამჟამად რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია.

ლუკოილს, რომლის 30%-ს ფლობს ალეკპეროვი ფლობს, აშშ-ის სანქციები 2014 წლის სექტემბერში დაეკისრა.


ალეკპეროვი ასევე ფლობს ჰოლანდიურ გემთმშენებელ კომპანიას Heesen Yachts, სადაც 2016 წელს მისი 230 ფუტიანი იახტა Galactica Super Nova აშენდა.

ალეკპეროვის ქონება 2021 წელს 24.9 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ბოლო მონაცემებით, მან 14 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა და დღეს მხოლოდ 10.5 მლრდ დოლარს ფლობს.

რუსი ბიზნესმენების მსგავსად, მილიარდები დაკარგა 69 წლის გენადი ტიმჩენკომ. გენადი ტიმჩენკოს წილები აქვს სხვადასხვა რუსულ ბიზნესში, მათ შორის გაზის კომპანია Novatek-სა და ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur Holding-ში.

ტიმჩენკო ხელმძღვანელობდა ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანიას და გახდა მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი პუტინს 1990-იან წლებში დაუმეგობრდა, როდესაც მან და ძმებმა როტენბერგებმა ძიუდოს კლუბი სახელად Yavara-Neva დააარსეს.

ტიმჩენკოს სანქციები აშშ-მ 2014 წელს დაუწესა, ხოლო ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა 2022 წელს.

2021 წელს ტიმჩენკო 22 მილიარდს ფლობდა, ამ პერიოდში მან 10 მლრდ-ზე მეტი დაკარგა და დღეს 11,3 მლრდ დოლარს ფლობს.

რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო ბანკის, Alfa Group თანადამფუძნებელს, მიხეილ ფრიდმანს სანქციები მას შემდეგ დაეკისრა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მიხეილ ფრიდმანი არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის, Alfa Group -ის თავმჯდომარე. კომპანია დაინტერესებული ნავთობისა და გაზის, კომერციული და საინვესტიციო ბანკინგის, აქტივების მენეჯმენტის, დაზღვევის, საცალო ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, წყალმომარაგების სფეროებით.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში არსებული ქონება, მათ შორის 100 მილიონად შეფასებული ვიქტორიანული ეპოქის Athlone House სასახლე, სადაც ის ძირითადად ცხოვრობდა, ფრიდმანს გაერთიანებულმა სამეფომ გაყინა.

2021 წელს ფრიდმანი 15.5 მლრდ დოლარს ფლობდა, 2022 წლის მონაცემებით კი 11.8 მლრდ დოლარია. მან 3 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა.

bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up