როგორ შეიცვლება ძირითადი საკვები კულტურების განაწილება მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან ერთად?

როგორ შეიცვლება ძირითადი საკვები კულტურების განაწილება მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან ერთად?

access_time2022-02-18 20:30:00

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს ის ადგილები, რომლებიც შესაფერისია ყავის, ქეშიუსა და ავოკადოს მოსაყვანად, მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის მატებასთან ერთად მკვეთრად იცვლება.



ბრაზილიაში, ინდონეზიაში, ვიეტნამსა და კოლუმბიაში – ყავის კულტურის ძირითად რეგიონებში – 2050 წლისთვის წარმოება 50%-ით შემცირდება. მართალია, ქეშიუსა და ავოკადოსთვის შესაფერისი ადგილები გაიზრდება, მაგრამ უმეტესობა შორს იქნება წარმოების ამჟამინდელი ადგილებისგან. ავტორები აღნიშნავენ, რომ ფერმერების ადაპტაციაში დასახმარებლად მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.



ყავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა მსოფლიოში, არა მხოლოდ როგორც გავრცელებული სასმელი, არამედ როგორც საარსებო წყარო მილიონობით მცირე ფერმერისთვის. ამასთან, მდიდარ ქვეყნებში მომხმარებელთა მზარდი პრეფერენციების წყალობით, ავოკადოსა და ქეშიუზე მოთხოვნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებითად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ყავის პლანტაციების შემცირების საფრთხე კლიმატის ცვლილების შედეგად კარგად არის დადასტურებული, მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ტემპერატურის ზრდა ავოკადოსა და ქეშიუს კულტურებზე.



კვლევის ავტორებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, თუ როგორ იმოქმედებს ტემპერატურის ზრდა და ნალექების ტემპის ცვლილება სამ კულტურაზე მომდევნო 30 წლის განმავლობაში. მკვლევრებმა ასევე პირველად შეიტანეს ინფორმაცია მიწისა და ნიადაგის მახასიათებლების შესახებ.



მოხსენების თანახმად, ყავა მაღალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე კულტურაა. იმ ქვეყნებში, რომლებიც დომინანტური ყავის ჯიშის, არაბიკას, ძირითად მწარმოებლებს წარმოადგენენ, 2050 წლისთვის მოსავლის ვარგისობა დაახლოებით 50%-ით შემცირდება.



ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, ტემპერატურის მკვეთრი შემცირების პირობებში ბრაზილიის ყავის პლანტაციებისათვის შესაფერისი ზონები 76%-ით შემცირდება, ხოლო კოლუმბიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63%-ს უტოლდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, ჩინეთი, ახალი ზელანდია და სხვა ყავის კულტურისათვის უფრო შესაფერისი გახდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი რეგიონები მარტივად ადაპტირდებიან შეცვლილ გარემოსთან.




,,მთავარი გზავნილი მათთვის, ვინც დღეს წამყვან მწარმოებელ რეგიონებშია, არის ის, რომ ფერმერები ცვალებად პირობებს უნდა მოერგონ“, – აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი რომან გრუტერი.



ქეშიუს კულტურისათვის სურათი განსხვავებულია. სავარაუდოდ, მსოფლიოში 17%-ით გაიზრდება იმ ადგილების მოცულობა, რომლებიც მეტად შესაფერისი იქნება ამ კულტურის მოსაყვანად.



თუმცა ქვეყნები, რომლებიც ამჟამად ქეშიუს ექსპორტით საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებენ, დაკარგავენ კულტურისათვის შესაფერისი ზონების მნიშვნელოვან ნაწილს. პესიმისტური პროგნოზის შემთხვევაში, ბენინი ქეშიუს კულტურისათვის საჭირო ტერიტორიის ნახევარს დაკარგავს.



ავოკადოს შემთხვევაშიც სურათი საკმაოდ დრამატულია, განსაკუთრებით უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში. მექსიკაში, მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, წარმოებისათვის შესაფერისი მიწების მოცულობა დაახლოებით 80%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც პერუ – კიდევ ერთი მთავარი მწარმოებელი – იმავე პირობებში შესაფერისი ტერიტორიების ნახევარს დაკარგავს.



მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატებამ და ნალექის ცვლილებებმა შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორია უფრო შესაფერისი გახადოს, ავტორები შეშფოთებულნი არიან, რადგან ახალ რეგიონებში ამ კულტურების განვითარებისთვის უფრო მეტი ტყე გარდაიქმნება სასოფლო-სამეურნეო მიწად.



,,იმ რეგიონებში, რომლებიც შეიძლება უფრო შესაფერისი გახდეს ამ კულტურების მოსაყვანად, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, მათ შორის ტყეების გაჩეხა, – თქვა რომან გრუტერმა. – ამ ცვალებად პროცესებში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, ადგილობრივი თემები უნდა ჩაერთონ“.



მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის ცვალებადობა შესაძლოა ცუდი ამბავი ჩანდეს ამ კულტურების ამჟამინდელი მწარმოებლებისთვის, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელთა გადადგმის შემთხვევაში მწარმოებლებს კლიმატის ცვლილების ეფექტის შემსუბუქება შეუძლიათ.



,,შესაძლებელია, ზოგიერთ რეგიონში, სადაც ამჟამად ეს კულტურები იზრდება, გენეტიკურმა მოდიფიკაციამ მათი მოყვანის არეალი გააფართოოს“, – თქვა კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში მომუშავე ხოაკინ გილერმო რამირეს გილმა.



წყარო: forbes.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up