როგორ შეიძლება გაიაფდეს საწვავი

როგორ შეიძლება გაიაფდეს საწვავი

access_time2022-04-03 14:00:14

საწვავის ფასთან დაკავშირებით, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო არ უნდა არეგულირებდეს და არ უნდა ადგენდეს საწვავის ფასს. მათი მტკიცებით ფასი მოთხოვნა მიწოდების შედეგად წარმოიქმნება, ესაა საბაზრო ეკონომიკა, ვიღაც უძლებს ვიღაც - ვერა. ისინი ევროპულ ქვეყნებში საწვავის ფასებს იშველიებენ და ამბობენ, რომ საწვავი ყველჰან ძვირდება და არაფერი საქარტველოში განსაკუთრებული არ ხდება.


ამ საკითხში მეტი სიცხადისთვის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ნავთობის (ბენზინი და დიზელი) იმპორტს.

"კომერსანტთან" ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, მიმოიხილავს 2021 წლის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული იყო 1 150 მლნ ტონა ნავთობის მოცულობიდან ჯამურად 665 ათ. ტონა (58%) შეძენილი იყო - აზერბაიჯანის (19%), თურქმენეთის - (21%) და რუსეთის (18%) - ყველაზე იაფი ბაზრებიდან.

" ბოლო წლებში სარეკორდოდ მაღალი იყო 2021 წელს - თურქმენული, მხოლოდ ბენზინის იმპორტი საქართველოში - 166 ათ ტონა - მთლიანდ საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 29% ი. დამატებით აზერბაიჯანს მიეცა საქართველოს ბაზარზე ევრო 3 ტიპის შემოტანის პრეფერენცია. რეალურად, საქართველო ნავთობის შესყიდვას აწარმოებს, ყველაზე იაფი - აზერბაიჯანის, რუსეთის და თურქმენეთის ბაზრებიდან, გასათვალიწინებელია, ის გარემოებაც, რომ საქართველო ამ სამივე ქვეყანასთან სიახოვეს არის განლაგებული, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლოგისტიკის (ტრანსპორტირება) ხარჯების შემცირებაზე. თუ გავანალიზებთ ამ ქვეყნების საცალო ქსელში 1ლიტრი ბენზინის და დიზელის ღირებულებას - (აზერბაიჯანი ბენზინი - 0.86 ევრო, დიზელი - 0.43 ევრო, რუსეთი - ბენზინი - 0.45 ევრო, დიზელი - 049 ევრო, თურქმენეთი - ბენზინი - 0.38 ევრო, დიზელი - 0.42 ევრო) და შევადარებთ, საქართველოს საცალო ქსელში (ბენზინი -1.08 ევრო, დიზელი - 1.1 ევრო), ღირებულებას, აღმოჩნდება, რომ საქართველოში რეალიზებული ბენზინის ღირებულება საშალოდ 2 – 2.2 ჯერ აღემატება რეალურად, შერჩეულ ბაზრებზე გასაყიდი ნავთობის ღირებულებას. ფასების ასეთი განსხვავება, ბუნებრივად ბადებს კითხვებს, ამ პროცესში სახელმწიფოს - მისი, ანტიმონოპოლიური სამსახურის გამართული ფუნქციის შესახებ," - ეუბნება ცაგარეიშვილი "კომერსანტს" და იქვე დასძენს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციაა, დაამტკიცოს კარტელური გარიგებების არსებობა, დაშალოს მონოპოლიები და ბაზრის სეგმენტაცია მოახდინოს, სავსებით საკმარისი იქნება 15- 20 % ფარგლებში. ცაგარეიშვილის მტკიცებით, მხოლოდ ასეთ პირობებში შეიქმნება რეალურად საწავავი გაიაფების წინაპირობა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. ფასების ზრდა სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობით, რადგანაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $113 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს. 

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.71 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 66 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 1.04 ლარია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 2.67 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ ბენზინის და დიზელის, ასევე სხვა ნავთობპროდუქტების აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. საწვავის დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს მომხმარებლებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1,160,000,000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up