როგორ შეიძლება თბილისი გახდეს მიმზიდველი  ცენტრი კავკასიაში

როგორ შეიძლება თბილისი გახდეს მიმზიდველი ცენტრი კავკასიაში

access_time2021-12-19 18:00:55

სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე მომუშავე პლატფორმამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, Hub-Georgia -მ, ახალი პროექტი City Star-ი შექმნა. როგორც პროექტის ავტორები, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, დავით გოჩავა და პაატა ცაგარეიშვილი, "კომერსანტს" უხსნიან, ახალი პროექტის მიზანია, თბილისი გახდეს უკეთესი, მიმზიდველი ცენტრი კავკასიაში. ექსპერტების თქმით, ამისთვის საჭიროა, თბილისში არსებული შენობების ინფრასტრუკტურების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს, რათა ის იყოს მიზიდულობის ცენტრი როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქალაქი.
Hub-Georgia გამოდის ინიციატივით , თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების ხარისხი ფასდებოდეს ხუთ ვარკსვლავიანი შკალით. თითოეულ ვარსკვლავს აქვს თავისი დანიშნულება:
I - ურბანული ინფრასტრუქტურა.
ობიექტის განლაგება გზებთან მიმართებაში:
არის თუ არა გარშემო საპარკინგე ზონა; რამდენად დაცულია გზის უსაფრთხოება და როგორია შენობასთან მისადგომი.
ობიექტის განლაგება ტრანსპორტის მიმართულებით:
ხელმისაწვდომია თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტროსადგური; როგორია მსუბუქი ავტომობილების დატვირთულობა ობუექტის გარშემო.
II - გამწვანება.
რამდენად არის შენობის მიმდებარე ტერიტორია გამწავნებული, არის თუ არა სკვერები,საპიკნიკო ადგილები და ასშ.
III - სკოლები, ბაღები ,გასართობი ადგილები.
არის თუ არა შენობის მიმდებარედ ზემოთ ჩამოთლილი დაწესებულებები.
IV - ხედი.
როგორი ხედით გამოირჩევა შენობა (ქალაქის ცენტრში არსებულ შენობებს რამდენად მისაღები და სასიამოვნო ხედი ექნება)
V - მშენებლობის ხარისხიანობა.
რამდენად არის გამართული შენობა-ნაგებობის ხარისხიანობა , იქნება თუ არა დაცული მაცხოვრებლების უსაფრთხოება და სხვა.


პროექტის მიხედვით, თბილისში არსებული შენობა-ნაგებობა შეფასდება Hub-Georgia - ს ექსპერტებისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ, რათა დაწესებულებებს მიენიჭოთ გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავები. ვარსკვლავები მიენიჭებათ იმ შენობებს , რომლებიც აკმაყოფილებენ მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებს. მოსახლეობას შეეძლება გაიგოს შეფასების შემდეგ რის მიხედვით აირჩევა ესა თუ ის შენობა-ნაგებობა: კომფორტულია, ხარისხიანია, მისაღებია თუ არა ინფრასტრუქტურა და რამდენად არის შენობის უსაფრთხოების სტანდარტები დაცული.

პროექტზე მუშაობდნენ: HUB-GEORGIA - ს ექსპერტები:
გიორგი კოდუა - არასამთავრებო ორგანიზაცია Hub-Georgia -ს დამფუძნებელი და წევრი.
Hub-Georgia -ს ექსპერტ ანალიტიკოსი და მკვლევარი სამოქალაქო ავიაციის საკითხში.
მიხაელ ვიდერჰოლდ - აღმასრულებელი დირექტორი.
(Executive director), იურისტი.
დათო გოჩავა - ექპსერტი.
პაატა ცაგარეიშვილი - ექპსერტი.



ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up