როგორ შექმნა ადამ სენდლერმა თავისი 440 მილიონი დოლარის ღირებულების იმპერია

როგორ შექმნა ადამ სენდლერმა თავისი 440 მილიონი დოლარის ღირებულების იმპერია

access_time2022-12-18 17:35:04

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ადამ სენდლერი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი კომიკოსია. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანად ითვლება. მსახიობი, რომელმაც კარიერა გასართობ ინდუსტრიაში დაიწყო, როგორც Saturday Night Live-ის წევრმა, 2022 წლის მდგომარეობით მე-3 უმდიდრესი კომიკოსია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს ერთი კონცერტიდან სულ მცირე 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
საინტერესოა, როგორ დაიწყო ადამ სენდლერმა მისი კარიერა?
ადამ რიჩარდ სენდლერი, დაიბადა 1966 წლის 9 სექტემბერს ბრუკლინში.

დედამისი ჯუდით ლევინი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო, ხოლო მისი მამა სტენლი სენდლერი ელექტრო ინჟინერი. თავის დროზე სენდლერების ებრაული ოჯახი, რუსეთიდან ამერიკაში ემიგრანტებად გადავიდნენ. ადამი მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ამერიკაში დაიწყო ცხოვრება.

ადამმა მანჩესტერ ცენტრალური საშუალო სკოლა დაამთავრა. როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, სენდლერს ებრაულ ახალგაზრდულ ჯგუფში სახელწოდებით BBYO იცნობდნენ. აღსანიშნავია, რომ ის საოცრად კარგად სწავლობდა თუმცა, კომედიური ხრიკების გამო, ბევრ შენიშვნასაც აძლევდნენ.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ადამმა ნიუ-იორკში, ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. შემდეგ კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის ხელოვნების სკოლაში.
კინოდებიუტამდე ის სხვადასხვა კომედიურ კლუბებში გამოდიოდა, რამაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთ კომედიურ კლუბში ამოსვლის დროს, ის კომიკოსმა დენის მილერმა შეამჩნია. მილერმა სენდლერი Saturday Night Live-ის პროდიუსერს, ლორნ მაიკლს ურჩია.

1987 წელს სენდლერმა ითამაშა The Cosby Show-ში. იმავე წელს ასევე გამოჩნდა MTV შოუში, სახელწოდებით Remote Control. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისი დებიუტი შედგა ფილმში სახელწოდებით Going Overboard.


მისი ნიჭის წყალობით სენდლერი დღითი დღე პოპულარული ხდებოდა. მან შოუში SNL შოუში თავისი ორიგინალური სიმღერების შესრულება დაიწყო.

გარღვევა ჰოლივუდში

მიუხედავად სხვადასხვა კომედიურ ფილმებში მონაწილეობისა, სენდლერმა თავისი სახელი ინდუსტრიაში მხოლოდ მას შემდეგ გაითქვა, რაც 1995 წელს ბილი მედისონში ითამაშა.
1998 წელს კი დრიუ ბერიმორთან ერთად შესრულებულმა როლმა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. 1999 წელს ადამმა მისი საკუთარი საპროდიუსერო კომპანია შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კომედიურ ფილმებში თამაშობდა, კომიკოსმა ფილმებში Punch-Drunk Love და Spanglish, დრამატული როლებიც შეასრულა. 2004 წელს კი ისევ გაერთიანდა დრიუ ბერიმორთან ფილმში - 50 პირველი პაემანი.
მსახიობიმა მომდევნო ხუთ წელიწადში შვიდ ფილმში ითამაშა, მათ შორის: The Longest Yard, Click, Reign Over Me and I Now Pro Pronoce You Chuck and Larry და სხვები.

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, მსახიობი თითოეული ფილმიდან საშუალოდ 20 მლნ. დოლარს იღებდა. რაც საშუალებას აძლევდა წელიწადში 50-დან 60 მილიონ დოლარამდე გამოემუშავებინა. დღეს კი მისი ქონება 440 მლნ. დოლარს შეადგენს.


Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up