როგორ შექმნა ორმა ახალგაზრდა ქართველმა მეწარმე ქალმა $300 000-იანი ბიზნესი რუსეთში - Forbes

როგორ შექმნა ორმა ახალგაზრდა ქართველმა მეწარმე ქალმა $300 000-იანი ბიზნესი რუსეთში - Forbes

access_time2023-04-09 14:00:01

ორმა ახალგაზრდა ქართველმა მეწარმემ - სალომეა მეძმარიაშვილმა და ნინო ბუბნიცკაიამ 4 წლის წინ, 2018 წელს, რუსეთში სასაჩუქრე შეფუთვის კომპანია O Paper Paper-ი დააფუძნეს, ღია ბარათებისა და შესაფუთი ქაღალდების შემდეგ, 2022 წლიდან, ასორტიმენტი გააფართოვეს და ახალი პროდუქტი - სტიკერები გამოუშვეს, რომელიც  ვირუსულად გავრცელდა. O Paper Paper-ის წარმატების ისტორიაზე Forbes-ი წერს.


პირველ წელს პროექტის შემოსავალი 500 000 რუბლი იყო. შემდეგ ბრენდი დიდ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში გამოჩნდა. 2020 წელს შემოსავალი 5,7 მილიონ რუბლამდე გაიზარდა, 2022 წელს კი - 24 მილიონამდე, 300 000 დოლარამდე.


გამოცემა წერს, რომ მათი ბიზნესის წარმატების ისტორია 2018 წელს დაიწყო, როცა მეგობრებმა Insatgram-ის ექაუნთი შექმნეს, სადაც პროდუქტების ონლაინ გაყიდვა დაიწყეს.


2019 წლის ნოემბერში გამოუშვეს ესკიზების წიგნები ჟურნალ Buro 24/7-თან თანამშრომლობით, მოდის დიზაინერებთან მუშაობდნენ შესაფუთი ქაღალდების დიზაინზე, დაიწყეს ილუსტრაციების ბეჭდვა, ღია ბარათების დამზადება, თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ბრენდებთან, რაც O Paper Paper-ის ცნობადობას ზრდიდა. თანდათან მათი პროდუქცია მარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა.



2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, პროექტის შემოსავალი 6 მილიონ რუბლამდე გაიზარდა, საიდანაც 5,3 მილიონი საცალო ვაჭრობაზე მოდიოდა. სტიკერების წარმოება განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა ბრენდისთვის.


150 ცალი სტიკერების პირველი პარტია გაყიდვაში 2022 წლის მარტში გავიდა - და მყისიერად „დააინფიცირა“ ინსტაგრამი, იხსენებენ მეგობრები. ამას ადასტურებს საიუველირო ბრენდის Lili Archive-ის დამფუძნებელი ლილიანა გრიგალაშვილი და Forbes-ის 30 წლამდე ნომინანტი 2022 წლის მოდისა და დიზაინის კატეგორიაში.

პარტნიორების თქმით, პროდუქტის პოპულარობის მიზეზი შესაძლოა ფსიქოლოგიური ეფექტი იყოს: „სტიკერები არის სიხარული, რომელიც ხელმისაწვდომია“, განაცხადა სალომეა მეძმარიაშვილმა Forbes-თან.


მუდმივი განახლებების წყალობით, მეწარმეებმა მოახერხეს სტიკერების და შესაფუთი ქაღალდის გაყიდვების წილების გათანაბრება. 2023 წლის გეგმა - დუბაის ბაზარზე შესვლაა.


გამოცემა იმასაც წერს, რომ სალომეა მეძმარიაშვილის დედა, ლილია არუთიუნოვა-მეძმარიაშვილი, ფლობს მოსკოვში არსებულ ქართულ რესტორნებს - „სახლი“ და „დარბაზი“ (2022 Michelin-ის გიდის ჯილდოს მფლობელი გახდა). ამასთან, SPARK-ის მონაცემებით, 2016 წლიდან „დარბაზის“ 16.8%-ის მფლობელი სალომე მეძმარიაშვილია.

 



თეგები:
O Paper Paper



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up