მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა - როგორ აფასებს ფარმაცევტული სექტორი რეფორმას

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა - როგორ აფასებს ფარმაცევტული სექტორი რეფორმას

access_time2023-02-17 22:00:16

15 თებერვლიდან, მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მომზადებული შეხვდა ფარმაცევტული სექტორი რეფორმას, როგორ მიმდინარეობს პროცესი და ხომ არ შექმნილა რომელიმე მედიკამენტზე დეფიციტი.


ჯიპისი-ში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რადიკალური ცვლილება ამ მომენტისთვის არცერთ ასპექტში არ შეინიშნება.


PSP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, მედიკამენტის მომწოდებლებმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმართ საფასო პოლიტიკა შეცვალეს და აღნიშნულ მედიკამენტებს დღეიდან მომხმარებლები ახალი ფასით შეიძენენ.


„მომწოდებლებმა მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმართ საფასო პოლიტიკა შეცვალეს, შესაბამისად ეს მედიკამენტები რეფერენტულ ფასს დაექვემდებარება და უკვე დღეიდან მომხმარებლებს აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე დაბალი ფასით შეუძლიათ, ხოლო იმ მედიკამენტების მწარმოებლებმა, რომლებიც რეფერენტულ ფასებში ვერ ჯდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და ველოდებით მათ პასუხს,“ - აღნიშნა ნათია ხაბეიშვილმა.



„ავერსი ფარმას“ მომარაგების დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ jandacva.ge-სთან განმარტა, რომ არიან ევროპული კომპანიები, რომლებმაც დრო მოითხოვეს ფასების გადასახედად.


„სახელმწიფოს და დისტრიბუტორების გარდა ფარმაცევტულ ბაზარზე უმთავრესი როლი ენიჭება მწარმოებლებს და მომწოდებლებს. რამდენიმე თვეა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია გვაქვს, ისინი ინფორმირებულები არიან სახელმწიფოში მიმდინარე და გასატარებელი რეფორმების შესახებ და ბევრი კომპანია წამოვიდა იმაზე, რომ მოსაწოდებელი ფასები დააკორექტიროს. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შესაბამისად, ჩვენც მოვახდინოთ ფასების კორექცია. ზოგიერთი მედიკამენტი ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული და თავად ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითაც ხდება მათზე აპელაციების განხილვა. არიან ევროპული კომპანიები, რომლებმაც დრო მოითხოვეს ფასების გადასახედად. მოხდება როგორც სამინისტროს, ისევე ამ კომპანიების მხრიდანაც კომპრომისების შეჯერება და მოკლე პერიოდში ჩვენ გვეცოდინება დამატებით 400-მდე მედიკამენტზე ახალი რეფერენტული ფასები,“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.



ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან ჯერ კიდევ ყველა მედიკამენტზე არ არის რეფერენტული ფასი, საბოლოო სურათს 15 მარტის შემდეგ მივიღებთ და მხოლოს მას შემდეგ გახდება დადგენილ ფასზე ძვირად მედიკამენტების რეალიზება დასჯადი.


„15 იანვარს დაახლოებით 1200 დასახლების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა. რეფერენტული არის მაქსიმალურად დასაშვები ფასი, რა ფასშიც შეიძლება მედიკამენტი გაიყიდოს. კომპანიებს მიეცათ 2 კვირა, რომ გამოქვეყნებულ ფასებთან დაკავშირებით სამინისტროში კომენტარები, პრეტენზიები და შენიშვნები მიეწოდებინა. ამ კომენტარების გაცვლის პერიოდი 1 თვეა. დაკვირვების პერიოდი კიდევ 15 მარტამდე გრძელდება და 15 მარტის შემდეგ მედიკამენტების დადგენილ ფასებზე ძვირად რეალიზაცია დასჯადი იქნება.


რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების დაახლოებით 30%-ზე შევიტანეთ განაცხადი, თუმცა როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება –  უცნობია. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელზეც ბიზნესი პასუხს ელოდება. ასევე გადასაწყვეტია უკვე არსებული მარაგების საკითხი, რომლის რეალიზაციაც ბიზნესს გარკვეულ თანხად აქვს დაგეგმილი. ხომ ვერ ვაიძულებთ კერძო ბიზნესს, მედიკამენტები თვითღირებულებით გაყიდოს?“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 


პირველ ეტაპზე რეფორმა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up