როგორ უნდა შევინახოთ ღვინო სახლში

როგორ უნდა შევინახოთ ღვინო სახლში

access_time2021-09-18 16:11:08

გოეთე ამბობდა, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, იმისთვის რომ ცუდი ღვინო დალიო. მეღვინეების განმარტებით, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება და ამ ცვლილებებზე უდიდეს გავლენას შენახვის პირობები ახდენს. როგორც წამყვანი საერთაშორისო ღვინის ბრენდების სელექტორი საქართველოში "ვინიერონი" იუწყება, თუ ღვინის შენახვა გვინდა, ღვინის ბოთლისთვის საუკეთესოა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცულ, გრილ ადგილას შენახვა, ხოლო სახლის პირობებში უმჯობესია სპეციალური სადგამის გამოყენება.

სპეციალისტბის მტკიცებით, მაცივრის თავზე ბოთლის შენახვა კი ყველა ცუდი გადაწყვეტაა, რადგან მაცივრის მიერ გამოყოფილი სიმხურვალე და ვიბრაცია, ნაადრევ დაძველებას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება როგორც არომატზე, ისე გემოზე.

პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ რა პერიოდით აპირებთ ღვინის შენახვას სახლში. თუკი თქვენი ღვინის მარაგი რამდენიმე კვირაზე ან თვეზეა გათვლილი, ღვინის შენახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინო მოარიდოთ სიცხესა და სინათლეს და რამდენადაც შესაძლებელია, გრილი ადგილი მოუძებნოთ. გაცილებით რთულია რამდენიმე წლით ღვინის შენახვა, რადგან თქვენ უკვე ნამდვილად დაგჭირდებათ კარგი სარდაფი ან სპეციალური ღვინის მაცივარი, სადაც ღვინო მომწიფდება და დაცული იქნება სიცხის, სინათლისა და რყევისგან. როგორც ქართული ღვინის მკვლევარი მალხაზ ხარლბერდია ამბობს, კატეგორიულად მიუღებელია ღვინის გადაცივება.


"ღვინის გადაცივებისას სასმელში შეუქცევადი ცვლილებები მიმდინარეობს: წყალი იყინება, გამოცალკევებული ორგანული მასა კი ფსკერზე ილექება. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები ძალიან ვნებს ღვინოს. ოპტიმალური ტემპერატურა 15-16°С -ია. თუმცა უფრო მაღალი ტემპერატურაც დასაშვებია. იმის გარდა, რომ საჭიროა რეგულარული დაბალი ტემპერატურა, სარდაფი საკმაოდ ნოტიოც უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ტენიანობა დაბალია (60-80%-ზე ნაკლები), საცობი შეიძლება გამოშრეს, რაც ბოთლში ჰაერის შეპარვას და შესაბამისად, ღვინის დაჟანგვას გამოიწვევს, ამიტომ იდეალურია, თუ სარდაფში მიწის იატაკი იქნება და არა ბეტონის ან ქვის, რადგან მიწა ბუნებრივ ტენიანობას ინარჩუნებს.

მშრალ შენობაში საცობი შრება და ჰერმეტულობას კარგავს, ნესტიანში კი სოკო და ობი უჩნდება. დამღუპველია არა მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმის ხანგრძლივი დარღვევა (რაც უფრო ცხელა, მით სწრაფად "ბერდება" ღვინო), არამედ ტემპერატურის მცირეხნიანი ცვალებადობაც (მნიშვნელობა არა აქვს, მატებაა თუ კლება). 7 გრადუსზე მეტით რყევა საკოლექციო ღვინისთვის ნამდვილი კატასტროფაა: ე.წ. "თერმული შოკის" შემდეგ მისი შველა შეუძლებელია. ბუკეტი ნადგურდება და რჩება საშუალოსტატიკური მშრალი ღვინო, რომელიც არც ცუდია, არც კარგი, უფრო მეორადი შეიძლება ეწოდოს.
ძალზე მნიშვნელოვანია ბოთლების შენახვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ასე ღვინო უკეთ სუნთქავს და საცობიც არ შრება.
შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნებისმიერი უცხო სურნელი ადვილად აღწევს მჭიდროდ დახურულ ჭურჭელშიც კი. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შენობა, სადაც სასმელია მოთავსებული, კარგად ნიავდებოდეს. თუ სარდაფში ღვინოსთან ერთად ბოსტნეული და ხორცი ინახება, ან ჩახუთული ჰაერია, ღვინოც შესაბამის გემოს შეიძენს, შესაძლოა, გაფუჭდეს კიდეც. აღარაფერს ვამბობ გარაჟებში ღვინის შენახვაზე, სადაც საბურავები, ბენზინი, მანქანის ზეთი და სხვ. ინახება.
კიდევ ერთი პირობაა სიბნელე. სინათლე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვინოზე.
A თაროებზე გადანაწილებისას თეთრი და ვარდისფერი ღვინოები, მათ შორის, ცქრიალაც, უკეთესია იატაკთან ახლოს მოვათავსოთ, სადაც მეტი სიგრილეა, კახური ტიპის ღვინოებს, ნახევრადტკბილსა და წითელ ღვინოებს კი შეგვიძლია თაროს შუაში ან უფრო ზემოთ მივუჩინოთ ადგილი. სიმშვიდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ თქვენი სახლის ახლოს რკინიგზა ან მეტრო გადის, ვიბრაცია სტელაჟებს შორის სპეციალური საფენით გაანეიტრალეთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინის რამდენიმე წლით შენახვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი ღვინოს ამის პოტენციალი გააჩნია, დაავადებული არაა და ღვინის იმ ტიპს მიეკუთვნება, რომლის დაძველებაც მიზანშეწონილია. მაგალითისთვის, არანაირი აზრი არა აქვს, დიდხანს შევინახოთ 2 ლარიანი თეთრი ჩამოსასხმელი ღვინო, ან ქინძმარაული, ხვანჭკარა და ნახევრადტკბილი ცქრიალა ღვინო. დავარგებისთვის უფრო მაღალხარისხიანი, განსაკუთრებულ ადგილებში მოწეული ყურძნიდან დაყენებული ღვინოებია კარგი – თეთრიც და წითელიც. კარგად ძველდება კახურად, ქვევრში დაყენებული ღვინო და რა თქმა უნდა, საფერავი, რომელსაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია და წლების მანძილზე სულ უფრო იხვეწება და იცვლის ბუნებას. ცხადია დასაძველებელი ღვინოების რიცხვი ამ ჩამონათვალით არ ამოიწურება,
"
- ასეთია ღვინის მკვლევარის რჩევები.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up