როგორ არ უნდა დარჩეს მთავრობისეული „ბიზნესის მხარდაჭერა“ მხოლოდ გზავნილად

როგორ არ უნდა დარჩეს მთავრობისეული „ბიზნესის მხარდაჭერა“ მხოლოდ გზავნილად

access_time2022-01-11 14:00:05

მთავრობის მეთაურის განცხადებას, რომ ბიზნესის საქმიანობას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი და ბარიერები მოიხსნას, სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. ექსპერტები თვლიან, რომ  ბიზნესი არასწორად ვითარდება. მათი აზრით, ეს ჩანს გლობალურ რეიტინგებში, სადაც ბიზნესის კეთების სიმარტივის გარდა, უმეტეს შემთხვევაში საქართველოს პოზიციები ნეგატიურია.



ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, გადასახედია მასშტაბური პროგრამები, რაც ბიზნესის განვითარებას ემსახურება, მათ შორის ,,აწარმოე საქართველოში, ,,საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა და სხვა, რადგან ისინი მხოლოდ მსხვილი ბიზნესების გაძლიერებას უწყობენ ხელს.



,,ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ ბიზნესი სწორად განვითარდეს. თუკი ჩვენ დიდი ზრდა გვაქვს წინა წელს, ეს მხოლოდ შედარებითია ეკონომიკური უძრაობის პერიოდთან, როგორიც 2020 წელს იყო. საეჭვოა, ზრდის ტემპი 2022 წელს შენარჩუნდეს. ჩვენი დიდი პრობლემა ინფლაციაა, ეროვნული ბანკის და ზოგადად მონეტარული პოლიტიკის მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, ვერ ვხედავ პირობებს, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს. ეკონომიკური ზრდა რეალურად რომ დაფიქსირდეს და ეს მოსახლეობამაც იგრძნოს, ბიზნესი უნდა განვითარდეს. თავისით არაფერი არ მოხდება, თუ ხელშემწყობი პირობები არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ეკონომიკურმა გუნდმა თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს, იგივე ,,აწარმოე საქართველოში“, კარგი იქნება, თუ პროგრამას დახვეწავენ და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებენ. ვხედავთ, რომ უმეტესად მსხვილი  პროექტები ფინანსდებიან, ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები იღებენ ფულად რესურსს და საერთო საქმე ფუჭდება. ცალკე პრობლემაა ,,საპარტნიორო ფონდი“, რომელიც უმსხვილესი ორგანიზაციაა და რომელსაც სარგებელი არ მოაქვს ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ მერაბ ჯანიაშვილი.




ამდენად, ანალიტიკოსის პოზიციაა, რომ მთავრობამ შეცვალოს მიდგომა და მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭიროს მხარი, ინოვაციური პროექტები დაფინანსდეს, რაც განვითარების მეტ პოტენციალს უკავშირდება.



,,სულ რაღაცის გამარტივებაზეა საუბარი და არა პრობლემის აღმოფხვრაზე. სწორად ვერ ვითარდება ეკონომიკა და ეს რეიტინგებშიც ჩანს. ,,დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში ლიდერებში ვიყავით და მერე დაბლა წამოვედით. ასეთ მიდგომას თუ შევინარჩუნებთ, ეკონომიკა დაბალი მაჩვენებლით განვითარდება, როგორც ბოლო წლებში გვქონდა.  ნორმალურ ქვეყნებში მთავრობა ისეთ სექტორებს ეხმარება, ვინც რეალურად საჭიროებს  მხარდაჭერას, ეს მიდგომა გვჭირდება, მაგრამ ამის სტრატეგია არ ჩანს. საკმაოდ გვიან მივხვდით, რომ ბიზნესის განვითარებისთვის რეგისტრაციის სიმარტივე არ ყოფილა მთავარი. არასწორი პრიორიტეტებია და აქცენტებიც შესაბამისად ისმება. ბევრად კონკურენტული კვლევებში, როგორიცაა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ინოვაციებში და სხვა, ძალიან დაბალი რეიტინგი გვაქვს. ბიზნესის კეთება საქართველოში იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო ახლოს არის ხელისუფლებასთან, რომ მეტი დაფინანსება მიიღოს თავისი ბიზნესისთვის. კონკურენტული გარემო თუ არ შეიქმნება, ამ ქვეყანაში ვერც ერთი  ჭკვიანი ადამიანი  თავის ბიზნეს იდეებს ვერ განავითარებს. ილონ მასკის, მარკ ცუკერბერგს და სხვებს გაუმართლათ იმ მხრივაც, რომ  ამერიკაში ცხოვრობდნენ. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ბიზნეს იდეა შეიძლება გაიწიროს, თუ ადამიანი ხელისუფლებასთან დაახლოებული არ არის, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს საქართველოში ადამიანი,  ბიზნეს იდეა ყოველთვის დარჩება წარუმატებელი, თუ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, სანამ მიდგომა არ შეიცვლება“, - ამბობს ჯანიაშვილი ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის.



,,მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up