როგორ ხდება ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონზე არ გაიყიდა

როგორ ხდება ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონზე არ გაიყიდა

access_time2023-02-02 23:00:08

„დღეის მდგომარეობით არსებობს პირველი, მეორე  და მეორე განმეორებითი აუქციონი, პირველ აუქციონზე ქონება გადის საბაზრო ღირებულების 75% - ში ,  როდესაც  კერძო აღმასრულებელს ვუწევთ სააუქციონო მომსახურებას, კერძო აღმასრულებელი თვითონ არის პასუხისმგებელი მის მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე, ჩვენ მხოლოდ აუქციონს  ვატარებთ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ახალკაცმა ისაუბრა. მისი თქმით მეორე აუქციონის  დროს ქონება გადის საბაზრო ღირებულების 50% - ში და შემდეგ არის მეორე განმეორებითი აუქციონი , სადაც ქონების ღირებულების საწყისი ფასი არის  5% .


 „2019 წლის აგვისტოდან ნულოვანი აუქციონი უკვე აღარ არსებობს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება და საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრიდან  აამოქმედა და ქონების  ნულ ლარად გაყიდვა არაკონსტიტუციურად ცნო.

 

გაყიდვა ხორციელდება ბიჯების მეშვეობით და აუქციონის ხანგრძლივობა არის არანაკლებ 7 და არაუმეტეს ათი დღეს, ხოლო ბიჯსა და ბიჯს შორის სხვაობა 2 წუთია.

 

მითითებულია დაწყების დრო,თარიღი და ქონების აღწერილობა, ნახულობთ  ვინ და რამდენმა  მომხმარებელმა დაათვალიერა  და პროგრამა გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ნახოთ თუ რამდენი მომხმარებლის მიერ რამდენი ბიჯია განხორციელებული,“ - აღნიშნა ეკატერინე ახალკაცმა.

 


ახალკაცის განმარტებით მონაწილეობის  წინაპირობა  გულისხმობს  მომხმარებლის  რეგისტრაციას, საგარანტიო თანხის დადებას, რომელიც საბაზრო ღირებულების 10%  -ს  მოიცავს, მხოლოდ ამის  შემდეგ ექნება მას ბიჯების  განხორციელების შესაძლებლობა.

 

„იმ შემთხვევაში  თუ მომხმარებელმა დადო ბიჯი და ვერ დაკმაყოფილდა ქონებით მას თანხა  უკლებლივ უბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თუ მომხმარებელი გახდა გამარჯვებული და  ამაზე მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, მაგრამ ათი  დღის ვადაში  არ გადაიხადა  შეთავაზებული თანხა, ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო  აუქმებს  აუქციონის  შედეგს და ნიშნავს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება ახალ აუქციონად.  თუ  გამარჯვებული  გამოვლინდა  50% - იანზე  და არ გადაიხადა ათვლა  ისევ თავიდან იწყება

 

თუ ერთი და  იგივე  აუქციონი მყიდველის მიერ თანხის  გადაუხდელობის გამო ჩაიშალა, საგარანტიო თანხა არის  საბაზრო ღირებულების  50% , იმიტომ რომ თაღლითობას  არ  ჰქონდეს ადგილი. აუქციონში მონაწილეობა  არავის ეკრძალება.

 

თუ ქონება 5% - იანი ღირებულების შემთხვევაშიც არ გაიყიდა, ის უბრუნდებოდა კრედიტორს და ყადაღა ეხსნებოდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმის  შინაარსი ანტიკონსტიტუციურად ცნო და თუ ეს არის  სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე  დაწყებული აღსრულება კიდევ  უნდა დარეგულირდეს და კიდევ  ერთხელ  რაღაც მექანიზმი შემუშავდეს, რომ კრედიტორი  არ დაზარალდეს.  თუმცა დღეის მდგომარეობით  არ გვაქვს  ნორმა ისე ამოქმედებული და ეს საკითხი ღიად არის  დატოვებული“, - აღნიშნა ეკატერინე ახალკაცმა.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up