როგორ ხდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და როგორია ძირითადი პროცედურები, რომლითაც გადახდის უუნარობამდე მისული სუბიექტი მართავს თავის ინტერესებს

როგორ ხდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და როგორია ძირითადი პროცედურები, რომლითაც გადახდის უუნარობამდე მისული სუბიექტი მართავს თავის ინტერესებს

access_time2023-03-02 23:00:43

როგორია ძირითადი პროცედურები, რომლითაც გადახდის უუნარობამდე მისული სუბიექტი მართავს თავის ინტერესებს და როგორია ის ძირითადი პრინციპები, როდესაც კრედიტორებს აქვთ უფლება-მოსილება და შესაძლებლობა, რომ ქონების იძულებით აღსრულების შედეგად მათი ინტერესები დაიკმაყოფილონ . ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბურჯანაძემ ისაუბრა.


მისი თქმით 2021 წლის 1 აპრილს  ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც გავრცელდა იმ საქმეებზე, რომლებიც ამ კანონის შემდეგ შევიდა სასამართლოში.

 

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ აპრილამდე შესულ საქმეებზე ვრცელდება გადახდის უუნარობის კანონი, შემდეგ შესულ საქმეებზე ვრცელდება რეაბილიტაციისა და  კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი.

 

„მომართვა შეუძლია მოვალეს ანუ მის წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილი პირს დირექტორის სახით, ასევე ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია გადახდის უუნარობის პროცესის დაწყებაზე მომართოს სასამართლოს, გარდა ამისა შეუძლია მომართოს რეაბილიტაციის მმართველს კონვერსიის შემთხვევაში, ანუ როდესაც რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია, შეფერხდა და ამიტომ საჭირო გახდა გაკოტრების საქმეზე გადასვლა, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მომართოს რეაბილიტაციის მმართველს და გაკოტრების მმართველსაც  შეუძლია მომართოს  პირიქით კონვესრიის  შემთხვევაში,ანუ  როდესაც საქმე დაიწყო გაკოტრებით და პირიქით რეაბილიტაციის  პროცესის  აუცილებლობა დადგა  დღის  წესრიგში.

 

იმისათვის, რომ ამ სუბიექტებმა მომართოს  სასამართლოს, მოვალე საწარმო უნდა იყოს გადახდის უუნარო ან მოსალოდნელი გადახდის  უუნარობის წინაშე მყოფი“, -აღნიშნა თამარ ბურჯანაძემ.

 

ბურჯანაძის განმარტებით გადახდის უუნაროდ საწარმოდ ითვლება საწარმო მაშინ, როდესაც  მისი  დაგროვილი ვალდებულებები  აღემატება  მის  აქტივს, აგრეთვე  შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ის უახლოეს 30 დღეში ვეღარ დაფარავს  ვადა მოსულ მოთხოვნებს , კიდევ არის  შემთხვევა როდესაც  რეგისტრირებულია მოვალეთა  რეესტრში, შეჩერებული აქვს  საქმის წარმოება და მიმდინარეობს აღსრულება.

 

„ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, რომელზეც  დადასტურებულია  გადახდის  უუნარობა და  არ დაიწყებს გადახდის უუნარობის პროცესს,  ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

მომართვის საკითხიც განსხვავდება წინა კანონისგან, იქ სხვა  კრიტერიუმებიც იყო  ჩაშლილი, კონკრეტულ შემთხვევაში თუ კრედიტორი განცხადებით მოგვმართავს, კრედიტორის განცხადება დარეგისტრირდება კანცელარიაში, მას  გადაეცემა  გზავნილის  სახით, კრედიტორი ვალდებულია , რომ ერთი თვის განმავლობაში ჩააბაროს მოვალეს გადახდის უუნარობის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით და  ჩაბარების  დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინოს  სასამართლოში.

 


 მოვალე ვალდებულია, ჩაბარებიდან 7 დღის  ვადაში წარმოადგინოს თავისი პოზიცია და მოსაზრება ეთანხმება თუ არა იმ რეჟიმის გახსნას  რასაც  განმცხადებელი ითხოვს და  ამის  შემდეგ 10 დღის განმავლობაში სასამართლოს აქვს უფლება  რომ იმსჯელოს ამ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

 

განსხვავებულია მოვალის შემთხვევა, როდესაც მოვალე ითხოვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას, სასამართლოს აქვს განცხადების შემოტანიდან 7 დღიანი ვადა,  განჩინების მისაღებად დაიწყოს თუ არა საქმის წარმოება და ამის შემდეგ იგივე პროცედურებს  არ გადის მოვალე. სასამართლოს მხრიდან განჩინება იქნება  მიღებული ან უარის, ან მიღების შესახებ. მოვალე განთავისუფლებულია  ბაჟისგან, კრედიტორი იხდის ბაჟს“, - აღნიშნა თამარ ბურჯანაძემ.


როგორც ბურჯანაძე განმარტავს, განცხადების წარმოდგენის მომზადებისთვის კანონი ითვალისწინებს  იმ მტკიცებულებების და მოვალეობების  ჩამონათვალს თუ რას უნდა  აკმაყოფილებდეს განცხადება გადახდის  უუნარობის  ან გაკოტრების  რეჟიმის  გახსნის  თაობაზე,  თუ  არ  არის  წარმოდგენილი  ფორმალურად განცხადება სასამართლო  უფლება მოსილია  დაუდგინოს მხარეს  ხარვეზი და განუსაზღვროს 5 დღიანი ვადა  დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების  შემთხვევაში  სასამართლო მიიღებს  განცხადებას  წარმოებაში და  თუ სრულყოფილად არ  იქნა  აღმოფხვრილი შეიძლება  ხარვეზის  ვადა  გაუგრძელოს და  თუ  არ იქნა  ხარვეზი ასეთ  შემთხვევაში სასამართლოო  წარმოებაში მიღებაზე განმცხადებელს  უარს  ეტყვის და  იგივე  საფუძვლით სამი თვე  მხარე  შეზღუდულია მომართოს  სასამართლოს განცხადებით გადახდის უუნარობით საქმის წარმოების თაობაზე.


„თუ სასამართლო დარწმუნდა, რომ მხარე იმდენად უუნაროა, რომ მიმდინარე  ხარჯსაც ვერ  ფარავს,  ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეუბნება განმცხადებელს მიღებაზე უარს, განუსაზღვრავს კრედიტორებს 1 თვიან ვადას, როდესაც აღნიშნული  საწარმოს მიმართ  კრედიტორებს  შეუძლიათ მომართონ სასამართლოს. 1 თვიანი ვადის გასვლის  შემდეგ  სასამართლო  იღებს განჩინებას რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და საწარმო იშლება რეესტრიდან“- აღნიშნა თამარ ბურჯანაძემ.

 

რაც შეეხება  რეაბილიტაციის და  გაკოტრების  რეჟიმის  დაწყებას  თამარ  ბურჯანაძე  აღნიშნავს, რომ ახალი კანონით რეაბილიტაციის მმართველი, გაკოტრების მმართველი, ზედამხედველი ერთვება  განცხადების  წარმოებაში მიღებისთანავე, იმ განჩნინებისთავანე  ინიშნება  შესაბამისი პრაქტიკოსი პირი , აღსრულების  ეროვნულ  ბიუროში არის  ეს  სუბიექტები რეგისტრირებული, რომლებიც უნდა იყვნენ კეთილსინდისიერები და დამოუკიდებლები.

 

„კონკრეტულ შემთხვევაში კანონმა მოვალის მართვაში დატოვება გაითვალისწინა, როდესაც  საწარმოს მართავს მოვალე  დირექტორი, მაგრამ ეს  ხორციელდება  რეაბილიტაციის  ზედამხედველის ზედამხედველობით. უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნილია მოვალის მართვაში დატოვება.

 

თუმცა კრედიტორს აქვს იმის  უფლება მოსილება, რომ გაასაჩივროს მოვალის მართვაში დატოვება, თუ არსებობს შესაბამისი ვარაუდი იმისა, რომ ის  არ არის  კეთილსინდისიერი.“ - აღნიშნა თამარ ბურჯანაძემ.

 

თამარ ბურჯანაძის  განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დაიწყო რეაბილიტაციის გეგმა ის  უნდა  შეწყდეს  დასრულებით ან მნიშვნელოვანი დარღვევით, მისივე განმარტებით მის შემდეგ თუ რეაბილიტაციის  გეგმა დაირღვა და ვერ სრულდება უკვე კრედიტორს აქვს უფლება რომ მიმართოს  სასამართლოს და  გაკოტრების  რეჟიმი დაიწყოს.

 

მისივე  თქმით იმ შემთხვევაში თუ საწარმოს  რეაბილიტაციის  პერსპექტივა  არ  აქვს, თავიდანვე  შეიძლება გაკოტრების მოთხოვნა.

 

რაც შეეხება სასამართლოს როლს და ჩართულობას გეგმის შესრულების კონტროლზე და რა ხდება  იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ სუბიექტები გადახდის უუნაროა, თამარ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის  გეგმის  დამტკიცების  შემდეგ კანონით არის  გათვალისწინებული, რომ რეაბილიტაციის მმართველმა 6 თვეში ერთხელ უნდა  წარმოადგინოს გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია კრედიტორებთან და თუ ეს რეაბილიტაციის გეგმა ირღვევა და ეს დარღვევა საფუძვლიანია შეუძლიათ მომართოს სასამართლოს გაკოტრების რეჟიმის თაობაზე.


„ახალმა კანონმა დაუშვა ის კანონი, რომ თუ შესაძლებელია ქონების გასხვისება უფრო სარფიანად დაუშვა  ის  გამონაკლისი რომ ეს  მოხდეს აუქციონის გარეშეც და ქონების რეალიზაცია მოხდეს შესაბამისი პირის მიერ.

 

თუ ეს  საკითხი არ არის  გამოკვეთილი ქონების  გასხვისება ხდება აუქციონით, ქონება პირველ  აუქციონზე  გადის მისი  ღირებულების 75% - ად  თუ არ  გაიყიდა 50%  და მესამე  აუქციონზე  უკვე  ქონება  ადის მისი  ღირებულების 25%  - ად და  რეალიზაციით ამონაგები თანხა  ნაწილდება  კრედიტორებზე  რიგითობით“ - აღნიშნა თამარ ბურჯანაძემ.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up