როგორ ხდება ინვესტირება საფონდო ინდექსებში

როგორ ხდება ინვესტირება საფონდო ინდექსებში

access_time2021-12-25 15:30:34

საუკეთესო საფონდო ინდექსი

ინვესტორები საფონდო ინდექსების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – საფონდო ინდექსები ინვესტორებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის აქციას, ინვესტიციის დივერსიფიკაციას და დაბალ რისკს – ამ ყველაფერს საკმაოდ დაბალი საკომისიოს სანაცვლოდ. ამიტომ ბევრი ინვესტორი, განსაკუთრებით დამწყები, მიიჩნევს, რომ ინდექსებში ინვესტირება უკეთესია, ვიდრე ინდივიდუალური აქციების შერჩევა.

ინდექსებს შორის საუკეთესოდ Standard & Poor’s 500 ითვლება, რომელიც აერთიანებს აშშ-ის ტოპ 500 კომპანიას სხვადასხვა ინდუსტრიიდან, რაც მას ინვესტირებისთვის შედარებით დაბალი რისკის შემცველად აქცევს.

2021 წლის საუკეთესო ინდექს ფონდი

სია მოიცავს S&P 500 ინდექს ფონდებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიებისგან შედგება. მათ შორის არის ორი Mutual Funds (ურთიერთდახმარების ფონდი იზიდავს კაპიტალს ინვესტორებისგან და ყოველდღიურად ვაჭრობს ფასიანი ქაღალდებით. ურთიერთდახმარების ფონდის ფასი იცვლება დღეში ზუსტად ერთხელ და არა რეგულარულად მთელი დღის მანძილზე) და სამი ETF (საბირჟო ვაჭრობის ფონდი):

Fidelity ZERO Large Cap Index (FNILX)

Vanguard S&P 500 ETF (VOO)


SPDR S&P 500 ETF Trust (SPY)

iShares Core S&P 500 ETF (IVV)

Schwab S&P 500 Index Fund (SWPPX)

რატომ არის საფონდო ინდექსები ასე პოპულარული?

პანდემიამ აჩვენა, რომ საფონდო ბაზარი შეიძლება მკვეთრად მერყეობდეს, განსაკუთრებით, თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, რისკების დივერსიფიცირებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. S&P 500-ს ყველაზე პოპულარულ ინდექსად აქცევს შემდეგი ფაქტორები:

  • მიმზიდველი შემოსავალი – ისევე, როგორც ყველა აქციას, S&P 500-საც ახასიათებს რყევები, მაგრამ ინდექსი ყოველწლიურად ინვესტიციის დაახლოებით 10%-ს აბრუნებს. ეს არ ნიშნავს, რომ ინდექსები ყოველწლიურად ასეთ სარგებელს გამოიმუშავებენ, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საშუალო მოგება ამ მოცულობისაა.
  • დივერსიფიკაცია – ინვესტორებს საფონდო ინდექსები სწორედ დივერსიფიკაციის გამო მოსწონთ. S&P 500-ზე დაფუძნებული ინდექსის შეძენა ასობით კომპანიის ფლობას ნიშნავს.
  • დაბალი რისკი – იმის გამო, რომ დივერსიფიცირებულია, ინდექსებში ინვესტიცია უფრო დაბალრისკიანად ითვლება, ვიდრე რამდენიმე ინდივიდუალური აქციის ფლობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტორი ფულს არ დაკარგავს. ინდექსი არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც სადეპოზიტო სერტიფიკატი (CD), მაგრამ ბევრად ნაკლებად მერყეობს, ვიდრე ცალკეული აქციები. თითოეული ტიპის აქტივი განსხვავებულად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის ან ვარდნის შემთხვევაში და თითოეულს მოგებისა და ზარალის განსხვავებული პოტენციალი აქვს.

რომელ საფონდო ინდექსში ჯობს ინვესტირება

პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ, სად, კონკრეტულად რაში და რატომ გსურთ ფულის ჩადება. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ:

  • მდებარეობა – გაითვალისწინეთ ინვესტირების გეოგრაფიული მდებარეობა. S&P 500 ფლობს ამერიკულ კომპანიებს, ხოლო სხვა ინდექსი შეიძლება ფოკუსირებული იყოს უფრო ვიწრო ლოკაციაზე (მაგ. საფრანგეთი) ან შედარებით დიდ ფართობზე (აზია-წყნარი ოკეანე).
  • ბიზნესი – რომელ ინდუსტრიაში ან დარგებში ახორციელებს ინვესტიციას ინდექსი? ფარმაცევტულ კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ ახალ წამლებს, თუ ტექნოლოგიურ კომპანიებში?
  • ბაზრის შესაძლებლობა – რა შესაძლებლობას იძლევა საფონდო ინდექსი? ირჩევთ კომპანიებს იმის გამო, რომ მომგებიან პროდუქტს ამზადებენ, თუ იმიტომ, რომ კარგ დივიდენდებს იხდიან? ზოგიერთი ინვესტირებას ახდენს მაღალშემოსავლიან აქციებში, ზოგს კი სურს მაღალი ზრდის მქონე აქციების ყიდვა.

მას შემდეგ, რაც იპოვით თქვენთვის სასურველ ინდექსს, შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ფაქტორებს, როგორებიცაა:

  • ხარჯები – შეადარეთ ერთმანეთს თითოეული ინდექს ფონდის ხარჯები. ზოგჯერ მსგავს ინდექსზე დაფუძნებულ ფონდს შეუძლია 20-ჯერ მაღალი საკომისიო ჩამოაჭრას ინვესტორს.
  • გადასახადები – გარკვეული სამართლებრივი მიზეზების გამო, mutual ფონდები ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ETF-ები.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომელი ინდექსი იქნება უკეთესი, მათი შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up