როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

access_time2022-04-06 11:25:22

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდით ავლა და არის თუ არა ეს შესაძლებელი.


„კომერსანტი“ ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


„როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება?


ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით.


მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.


არის თუ არა ეს შესაძლებელი?


დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.



შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს?


დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.


რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?


უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება:


- ხომ არ მოიმატა საქართველოში, რუსეთში სანქცირებული პროდუქციის იმპორტმა (მაგ. ჩიპების)
- ხომ არ მოიმატა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სატვირთო ბრუნვამ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების
- ხომ არ მოიმატა ისეთი სატვირთო მანქანების რაოდენობამ საზღვარზე, სადაც გამგზავნი ახალი ან ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა
- ხომ არ მოიმატა იმპორტმა ისეთ ქვეყანასთან რომელიც აწარმოებს სანქცირებულ პროდუქციას (მაგ. იაპონიასთან ან ტაივანთან)
- ხომ არ მოიმატა ფინანსურმა ნაკადებმა ომის მხარე/მოკავშირე ქვეყნებთან (მაგ. ბელორუსი, უნგრეთი და ა.შ.)
- აწარმოოს დაკვირვება ნებისმიერ უჩვეულო იმპორტის და რეექსპორტის ზრდაზე
- არსებობდეს გადამოწმებული განმარტება ნებისმიერ უჩვეულო/არასტანდარტულ სავაჭრო ზრდაზე


საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა, რადგან ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, გვაქვს უვიზო რეჟიმი, გაზრდილია შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, გაზრდილია მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, ოფიციალურად განცხადებული გვაქვს რომ არ ვუერთდებით სანქციებს.


ამის გამო უნდა უკიდურესად გამკაცრდეს ტვირთების შერჩევით/ან მთლიანად შემოწმება რუსეთთან საზღვარზე. ეს ყველაფერი არის სტანდარტული პროცესების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკეთებდეს მოკავშირე/მეგობარი ქვეყანა.


რაც მთავარია ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო (მაგ. ქვეყნდებოდეს შესაბამისი ანგარიში) და მარტივად ხელმისაწვდომი, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოსთვის (მაგ. უკრაინა, აშშ, პოლონეთი).


ჩვენ რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ პარტნიორებთან? ვცვლით ინფორმაციას? ვცდილობთ ქვეყნის პოზიციონირებას დასავლურ ბლოკში?


საერთაშორისო სანქციების საკითხი მჯერა/არ მჯერა და დამიმტკიცე/ბოდიში მოიხადე თემა არ არის. ეს არის კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი რომელსაც პრევენციულად უნდა ატარებდეს ქვეყანა, რომ არ აღმოჩნდეს ჩართული კატასტროფულ პროცესებში.


Stay strong UKRAINE!“,  წერს გიორგი ქადაგიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up