როგორ ხდება სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა საქართველოში და  რომელი მცენარეული კულტურების დაზღვევაა შესაძლებელი

როგორ ხდება სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა საქართველოში და რომელი მცენარეული კულტურების დაზღვევაა შესაძლებელი

access_time2022-03-25 15:00:27

როგორ ხდება სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა საქართველოში და რომელი მცენარეული კულტურების დაზღვევაა შესაძლებელი - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის განვითარების ჯგუფის წევრმა გიორგი გიგოლაშვილმა ისაუბრა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მიმართულებით პირველი პოლისი 2014 წელს გაიყიდა და მერვე წელია რაც ეს პროგრამა მიმდინარეობს. აგროდაზღვევის პოლისით შესაძლებელია მცენარეული კულტურების დაზღვევა სეტყვისგან, ქარიშხლისგან,  წყალდიდობისგან  და საშემოდგომო ყინვისგან. ჩამოთვლილი რისკებისგან იზღვევა ყველაფერი, რაც კი საქართველოში მოიპოვება და სასოფლო სამეურნეო კულტურა ჰქვია, ეხება როგორც კენკროვან კულტურებს, ისე ხეხილს, ვაზს და სხვა კულტურებს.


გიორგი გიგოლაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აგროდაზღვევის თანაგადახდის პროგრამა 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო და რომ არა ეს პროგრამა სავარაუდოდ მხოლოდ ორიოდე სადაზღვევო პოლისი იქნებოდა გაყიდული, რადგან ეს ფერმერისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია.


„როდესაცსოფლის მეურნეობის პროდუქცია სტიქიის გამო გინადგურდება, ეს თავისი არსით  ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებასაც ურტყამს. ფერმერი 24 საათის განმავლობაში შრომობს და შესაძლოა, რომ მხოლოდ ერთმა სეტყვამ მთელი თავისი შრომა წყალში  ჩაუყაროს,  რის შემდეგაც მას მუშაობის გაგრძელების მოტივაცია აღარ შერჩეს.


ფერმერები ხშირად სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იქნება ეს, ბანკის  კრედიტი თუ შეღავათიანი აგროკრედიტი და ამას იმის იმედად იღებენ, რომ აღებული მოსავლით, პირობითად, სამჯერ მეტს გამოიმუშავებენ და რომ არ არსებობდეს დაზღვევა, შეიძლება სტიქიამ მთელი მოსავალი დაკრეფამდე გაუნადგუროს.“ - აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.


გიგოლაშვილის  თქმით აგროდაზღვევის განვითარებას სჭირდება მაორგანიზებელი ძალა, რომელიც  ფერმერებს მოტივაციას აუმაღლებს, რომ აგროდაზღვევის პოლისი შეიძინონ და ეს მაორგანიზებელი სწორედ სახლმწიფოა. „სახელმწიფო მხოლოდ  ორგანიზებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ პრემიასაც აფინანსებს და თანადაფინანსება კულტურების მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან არის 70 %, ხოლო ვაზისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსება 50 % შეადგენს. ეს ფერმერისთვის ძალიან დიდი მოტივატორია.


დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 330 000  ჰექტარი მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია და  ამათგან 2021  წელს 20 000-მდე ჰექტარი იყო დაზღვეული, მაგრამ ეს 20 000  ჰექტარი, დაახლოებით 20 000  პოლისი  ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ეზღვეოდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა  მათ ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სთავაზობდნენ პოლისს. დღეს ეს  20 000  ფერმერის დაზღვეული 20 000 ჰექტარი  ქართულ  სოფლის მეურნეობას  მნიშვნელოვან დაცულობას  სძენს.



დღეს მთავარი გამოწვევა არის ის, რომ უფრო მეტ ფერმერს უნდა დავანახოთ დაზღვევის  მნიშვნელობა და ამისთვის  მიდის  სამუშაოები. ადრე  იყო  შეზღუდვები და სახელმწიფო თანადაფინანსებაში  შედიოდა მხოლოდ 5  ჰექტრამდე მიწის ფართობზე არამარცვლოვანი კულტურების დაფინანსებაში, დღეს ეს შეიცვალა და არა 5,  არამედ 10 ჰექტრამდე მიწის ფართობზე შედის  სახელმწიფო თანადაფინანსებაში. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს, 30 ჰექტრის ნაცვლად 50 ჰექტრამდე მიწის ფართობის დაზღვევის  თანადაფინანსებაში შედის სახელმწიფო.“ - აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.


გიგოლაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ფერმერმა  შეძლოს და  ისარგებლოს აგროდაზღვევით, მას მიწა საკუთრებაში უნდა  ჰქონდეს, რადგან მერე სხვისი არ აღმოჩნდეს და იმის ძიება არ  გახდეს საჭირო, თუ სად წავიდა სახელმწიფო ფული და რა გააკეთოს  სადაზღვევო კომპანიამ, თუ ვის მისცეს სადაზღვევო ანაზღაურება.


რაც  შეეხება მოზიდულ პრემიას და ანაზღაურებებს, გიგოლაშვილი ამბობს, რომ 2014 -2021 წლებში როგორც ფერმერის  მხრიდან, ასევე სახელმწიფოს თანაგადახდის  ნაწილშიც   სადაზღვევო პრემიების  სახით  ჯამურად  სულ 85 მილიონ ლარზე მეტია გადახდილი  და 66 მილიონ ლარამდე ზარალია ანაზღაურებული. გიგოლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო  კომპანიებს  აგროდაზღვევის  მიმართულებით ზარალიანობა საკმაოდ მაღალი  აქვთ და მათ  დიდი მოგება არ  რჩებათ.


„სადაზღვევო კომპანიებს ზარალიანობა საკმაოდ მაღალი აქვთ, შეიძლება თვითონ 100 ლარი მიიღონ, მაგრამ ჯამურად 100 ლარზე მეტ ანაზღაურებას გასცემენ ჯამურად. ასე რომ სადაზღვევო კომპანიები მოგებაში არიანო ამას ვერ ვიტყვით.


სახელმწიფოს  მხრიდან  ჯამურად გადახდილია 57  600 000 ლარი,  სახელმწიფოს  გათვლა  საკმაოდ  რაციონალურია,  რომ  დავითვალოთ,  სადღაც 100 გაცემულ  ლარ  თანადაფინანსებაზე  116 ლარია  ანაზრაურებული.“ - აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.

 

გიგოლაშვილის  თქმით აგროდაზღვევაში  არსებობს წვრილფეხა და მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვების დაზღვევა, თუმცა საქართველოში ეს მიმართულება ჯერჯერობით არ არის, რადგან მისივე თქმით 2014 წლიდან დღემდე  ყველა სფეროს მოცვა ძალიან რთულია.


„2014 წლიდან დღემდე ისეთი დიდი დრო არ  არის, რომ ყველა სფერო მოვიცვათ,  ამავე  დროს  საქართველო  პატარა  ქვეყანაა და  რაც უფრო მეტი  ობიექტია  დაზღვეული მით  უფრო  კარგად  მუშაობს  დაზღვევა,  ჩვენ  რომ,  სიტყვაზე,  დავაზღვიოთ  100  ძროხა და ერთს რამე დაემართოს დაემართოს, ის მთელ პორტფელს დაანგრევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასი ცალი არ ყოფნის, იმისთვის რომ  დაზღვევამ ამ მიმართულებაშიც  იმუშაოს, უნდა  დავაზღვიოთ  მილიონივე საქონელი, დაახლოებით ამდენი საქონელია საქართველოში და  მზად  არიან  კი ეს  ადამიანები რომ  ყველა  ფერმერმა  დააზღვიოს? რა თქმა უნდა ეს იაფი არ ეღირება.


გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, მართლა პრობლემური და აქტუალურია ეს საკითხი? გასათვალისწინებელია  თუ რამდენი საქონელი იღუპება  წლიურად, ასევე  დაზღვევა არ იმუშავებს მასობრივი ეპიდემიის დროს, მაგალითად ჭირმა რომ გაჟლიტოს  ცხოველი, მაგას ისედაც არ  დააზღვევენ.


ახლა ამაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება, თუმცა რაც უფრო მეტად განვითარდება ინდუსტრიული  მესაქონლეობა, მაგალითად მეხორცული და მერძევეობის  დიდი ფერმები იქნება,  ისინი  უკვე  თვითონ  მისცემენ  ბაზარს შეკვეთას. რაც  უფრო მეტი  თევზის  მეურნეობა იქნებ მათაც გარკვეული  რისკები დაუდგებათ, მათი მხრიდანაც წამოვა მოთხოვნა.“ - აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.


გიორგი გიგოლაშვილმა საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მა, კანადამ, საპონია, ესპანეთმა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა დააწესეს ზარალების რეგულაციები, აქვთ  სადაზღვევო კომპანიების გაერთიანება და თავისი დადგენილებები.


„სიტყვაზე ვაშლი რომ დაისეტყვა, იმას თავისი გაიდლაინები აქვს და  შემფასებლებიც შესაბამისი სპეციალისტები უნდა იყვნენ, მთელი სისტემა აწყობილი აქვთ, ჩვენ იმათ მაგალითს  ვიმეორებთ. ესპანეთმა სახელმწიფოს თანადაფინანსება აგროდაზღვევაში  1970-იანი  წლებიდან შეიტანა, შესაბამისად დაზღვევის სფეროში მათ დიდი გამოცდილება აქვთ. სისტემატიზებულად  და ნაბიჯ-ნაბიჯ  აზღვევენ ყველაფერს. შეიძლება მცენარეულობით დაიწყეს, შემდეგ  მიამატეს  მეცხოველეობა,  თევზი,  ფრინველი და ფუტკარი,  აგროდაზღვევის სააგენტო კურირებს აგროდაზღვევას. სააგენტოში 20-21 სადაზღვევო კომპანიაა  გაერთიანებული და  ყოველწლიურად  მთავრობა  ამტკიცებს  პროგრამას.


რაც  შეეხება ჩვენ მეზობელ თურქეთს, ეს ქვეყანა ჩვენ ბევრი რამით  გვგავს  ჩვენი კლიმატური  ზონაა  და  ა.შ. თურქეთში სახელმწიფოს მხრიდან  თანადაფინანსების წილი 50% -ია  და 60% მხოლოდ  გვალვის რისკზეა.


რაც  შეეხება მოსაკრებელს აგროდაზღვევაში ესპანეთში ყოველწლიურად   500-600 მილიონი ევრო მოიკრიბება, მას  დიდად  არ ჩამოუვარდება თურქეთი,  თუ  არ ვცდები  400 მლნ აშშ  დოლარის ეკვივალენტი ლირა  ჰქონდათ და საქართველოში   არის  9-12 მლნ ლარი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up