ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ლობიო და ლობიო ლორით -  ნაციონალური დელიკატესი

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ლობიო და ლობიო ლორით - ნაციონალური დელიკატესი

access_time2022-08-31 16:00:44

ქართული სწრაფი მომზადების კერძების მწარმოებელი კომპანია „ნაციონალური დელიკატესი“ მიმდინარე წელს როგორც გაყიდვების, ასევე ექსპორტის კუთხით დადებითად აფასებს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ სიმონიშვილმა განუცხადა, წლევანდელი გაყიდვები შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა.

„წელს გაყიდვების მხრივ წელი უკეთესი იყო. 2019 წლის პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდით. წინა წელთან შედარებით გაყიდვები თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ზაფხული, განსაკუთრებით ივლისი-აგვისტო გაყიდვების მხრივ იყო პიკი. ასეთი ზაფხული ჩვენ არასდროს არ გვქონია. გვაქვს პრეტენზია, რომ საუკეთესო საველე პროდუქციას ვაწარმოებთ, გარდა ამისა ბოლო წლებში ჩვენ გემოც მნიშვნელოვნად დავხვეწეთ და ბევრი რამე შევცვალეთ და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდუქციით ბევრ რესტორანს და კაფეს გავეჯიბრებით. თავიდან ასეთი საკვების არ სჯეროდათ, მაგრამ დღეს ტენდენცია იქით მიდის, რომ ბევრი ადამიანი გადმოდის ამგვარი კვებისკენ. მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვები ზაფხულის მერეც არ დაეცემა.

რამდენიმე წელია რაც საქართველოს ბაზარზე 10 პროდუქტით ვართ წარმოდგენილი. გარდა ამისა გვაქვს საექსპორტო პროდუქციაც, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში მარკეტებში არ არის გაშვებული. გეგმაში გვაქვს, რომ შევიტანოთ, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით როდის. ზოგადად რთულია, რომ ქართულ მარკეტებში ერთმა კომპანიამ 15 დასახელების პროდუქტი განათავსოს, მარკეტები ძალიან გადავსებულია და ფართებიც არ არის საკმარისი. თუმცა ვფიქრობთ, რომ როდესაც ქართულ ბაზარზე ექსპორტისთვის გათვლილი პროდუქტებით შევალთ, თავდაპირველად ისინი მომხმარებელს ონლაინ შევთავაზოთ და მოთხოვნა, რომელზეც უფრო გამოიკვეთება ის გავუშვათ მარკეტში“, - აღნიშნა ოთარ სიმონიშვილმა.

ოთარ სიმონიშვილის თქმით, არა მარტო საქართველოში, არამედ ექსპორტის მხრივაც ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ლობიო და ლობიო ლორით არის. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს ესენია ამერიკა, კანადა, პოლონეთი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, ხოლო მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ვართ ყაზახეთთან. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას ესენია ლობიო, ლობიო ლორით, სხვადასხვა ტიპის კრემ-სუპები, საცივი, „ჟულიენი“, ტკბილი ბრინჯი და სხვა.

„ჩვენც ვიცით, რომ გემრიელი ლობიო გვაქვს, მაგრამ ძალიან გამიკვირდა რომ საექსპორტო პროდუქტებში ლობიო ჭარბობს, შეკვეთა რომ მოდის ლობიოზე მოთხოვნა სხვა პროდუქტებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება ექსპორტს, ომი რომ არ ყოფილიყო ნამდვილად ვიტყოდი, რომ დიდი ზრდა გვქონდა, მაგრამ ექსპორტის კუთხით ზრდა უმნიშვნელოა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები, თუმცა ახალი ბაზრები გვემატება და შეიძლება რომ მიმდინარე წელი ამ კუთხითაც დადებითად შეფასდეს. რაც შეეხება ომის გავლენას, ომის პერიოდში თითქმის თვენახევარი შეკვეთა არ მიგვიღია, გარდა ამისა ტრანსპორტირება გაძვირდა, გართულდა ლოგისტიკაც და გადაწყობა დაგვჭირდა. ასევე გაგვიჭირდა ინგრედიენტების შემოტანაც ამ კუთხით გარკვეული შეფერხებები იყო.

ნედლეული თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოგვაქვს, თურქეთი მეზობელი ქვეყანაა და მათთან ნაკლებად გვქონდა პრობლემები,  ამ ქვეყანასთან აქტიური ტვირთბრუნვა გვაქვს, მაგრამ ჩინეთთან ფასებიც შეიცვალა და დროშიც იწელებოდა 4 თვე რომ სჭირდებოდა დამზადებიდან ჩამოსვლამდე პროცესს, ეს პროცესი 6 თვედე გაიწელა“- აღნიშნა ოთარ სიმონიშვილმა.

რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ოთარ სიმონიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები პანდემიის დროსაც იყო, იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პრდოუქციაზე ფასი არ გაუზრდიათ, თუმცა პანდემიას ომიც დაემატა. გარდა ამისა გაძვირდა ნედლეულიც და კომპანია იძულებული გახდა, რომ პროდუქციაზე ფასები 20-25% - ით გაეზარდა.

„ფასის დაკორექტირდება მოგვიწია, ინგრედიენტებზე ფასის მატება და  ზოგადად ყველაფერზე ფასის ზრდა 2020 წელს პანდემიის დროს დაიწყო, ამასთან ერთად მოგეხსენებათ როგორი სირთულეები იყო რომ გვეწარმოებინა, ტრანსპორტი არ დადიოდა, ჩვენ თვითონ გვიწევდა თანამშრომლების ტრანსპორტირება, მთელი სირთულეები იყო, რამაც ჩვენი ხარჯები გაზარდა, მაგრამ რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი იყო და ხალხიც ცუდ მდგომარეობაში იყო, პანდემიის დროს ჩვენ პროდუქტზე ფასი არ გაგვიზრდია,  მხოლოდ ახლა დავიწყეთ ფასის მატება და პროდუქტი  დაახლოებით 20% - 25 % ით გაძვირდა“ - აღნიშნა ოთარ სიმონიშვილმა.


სიმონიშვილმა „კომერსანტთან“ კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, როგორც ყველა სხვა ბიზნესს ეს პრობლემა "ნაციონალურ დელიკატესსაც" აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო კახეთშია და კახეთში ზოგადად სამუშაო ადგილები ისედაც ჭირს, პრობლემას თავს ართმევენ.

„კადრების დეფიციტის პრობლემა ნამდვილად გვაქვს , მაგრამ ჩვენ გვეხმარება ის, რომ ჩვენი საწარმო არის კახეთში და კახეთში ზოგადად მოგეხსენებათ რომ სამსახურების დეფიციტიც არის და მუშა-ხელი უფრო მოჭარბებულია ვიდრე თბილისში.

თუმცა მუშაობის დროს ჩვენ გვაქვს წყვეტა, რაღაც პერიოდი გაჩერება გვიწევს და თანამშრომლების დაბრუნება გვიჭირს, რადგან ზოგი მიდის, ზოგი თბილისში გადადის საცხოვრებლად და მაგ მხრივ რთულია“, - აღნიშნა ოთარ სიმონიშვილმა.


„ნაციონალური დელიკატესი“ ND-ის მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს. პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და დროის ფაქტორი - პროდუქტის მომზადებას მიკროტალღურ ღუმელში მხოლოდ 2 წუთი სჭირდება. კომპანია ამ ეტაპზე 40 თანამშრომელს ასაქმებს.

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up