„როგორც ღვინის სამშობლოდ ვართ აღიარებული, დარწმუნებული ვარ, რომ ყველის მიმართულებითაც ასე იქნება“ - შოთა ბურჯანაძე

„როგორც ღვინის სამშობლოდ ვართ აღიარებული, დარწმუნებული ვარ, რომ ყველის მიმართულებითაც ასე იქნება“ - შოთა ბურჯანაძე

access_time2023-01-27 19:30:56

ქართული ყველი - სულგუნი და შებოლილი სულგუნი მსოფლიოს საუკეთესო ყველის ასეულში მოხვდა. 41-ე ადგილზე სულგუნი გავიდა,  87-ე ზე კი შებოლილი მეგრული სულგუნი.



რამდენი სახეობის ყველია საქართველოში, რა გამოარჩევს ქართულ ყველს და რა პოტენციალი აქვს მას მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი პოპულარობის მოსაპოვებლად - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც მსოფლიოში ათასობით სახეობის ყველი იწარმოება TOP-100-ში მოხვედრა მარტივი არაა.



„ყველი ყველა ქვეყანაში ძალიან საყვარელი საკვებია, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისია ამ კუთხით, რომ ყველი გამოიყენება, როგორც მისაყოლებელ ხემსად და არა კერძად. თუმცა ნელ-ნელა საქართველოც მიეჩვია ამას და არაერთი რესტორნის მენიუში ვხვდებით როგორც  ქართული, ასევე ევროპული ყველის დაფებს და თეთრ ან წითელ ღვინოსთან ერთად ვუკვეთავთ,“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს საქართველოში  ყველის  ასობით სახეობას ვხვდებით,  თუმცა მათგან რეგისტრირებული მხოლოდ 14-ია. ესენია: დამბალ ხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა და იმერული ყველი.




„ყველი თავისი კუთხური მიმართულებებით საქართველოს სიმდიდრეს წარმოადგენს, ერთადერთი ყველი, რომელიც  სხვა  ყველებთან შედარებით ჯანმრთელობისთვის შეუდარებელია, არის სულგუნი და შებოლილი სულგუნი და შეიცავს ისეთ  ნივთიერებებს, რომელიც  არც ერთ სხვა ყველს არ გააჩნია. სულგუნი სრულყოფილად ითვლება მაშინ, როდესაც ის დავარგებულია.



ზოგიერთ ქვეყანაში ყველის  დავარგებისთვის 36 კვირაა საჭირო, ჩვენ შებოლილ სულგუნსაც დაახლოებით ეს მიმართულება აქვს, მას ორი კვირის მანძილზე მარილწყალში ინახავენ, შემდეგ გადააქვთ შესაბოლ კამერაში, რის დროსაც გამოიყენება ისეთი მერქანი, რომელიც არ შეიცავს ფისს, ახლა ტექნოლოგია  შედარებით უფრო განვითარებულია და  ის ბოლის  გარეშე შებოლვას  გულისხმობს, რაც ყველის გარე ფენას ოქროსფერ შეფერილობას და განსაკუთრებულ გემოს აძლევს.  შეიძლება ითქვას, რომ ყველის მოვლის  ასეთი  ტექნოლოგია თითქმის  არც ერთ ქვეყანას  არ გააჩნია.  გარკვეული კუთხით შეიძლება ეს პარმეჯანოზე ითქვას, თუმცა არა შებოლვის კუთხით, აქ  სულ სხვა მეთოდოლოგია გამოიყენება, რომელიც ყველს გარკვეულ შეფერილობას და დაძველების ეფექტს აძლევს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



ბურჯანაძის თქმით საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით რომ ყველის ტექნოლოგიაში არც ერთ ქვეყანას არ ბაძავს.



„მე  ეჭვი მაქვს, რომ მსოფლიოში ბევრი რაღაც ამ კუთხით გადაღებულია საქართველოდან და როგორც ღვინის სამშობლოდ ვართ აღიარებული დარწმუნებული ვარ, რომ ყველის მიმართულებითაც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ყველის ინდუსტრია განვითარდება და მალე  შევძლებთ რომ დავსვათ ჩვენი ყველი იმ გემოზე, რომ სხვადასხვა  მეცნიერებისა თუ გურმანებისთვის საინტერესო იქნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up