„როგორც კი თოვლი მოდის, ელექტროენერგიის პრობლემა ჩნდება“ -  12 საათზე მესტიის მოსახლეობა აქციას გამართავს

„როგორც კი თოვლი მოდის, ელექტროენერგიის პრობლემა ჩნდება“ - 12 საათზე მესტიის მოსახლეობა აქციას გამართავს

access_time2023-01-11 11:00:30

მესტიაში ელექტროენერგია  გადაუჭრელ პრობლემად რჩება, დღეს  12  საათზე მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის  შენობის  წინ საპროტესტო  აქციას გამართავს. როგორც  „კომერსანტს“ აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ნავერიანმა უთხრა, დაახლოებით ერთი კვირაა მესტიის  დიდ  ნაწილს  ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიწოდება ხდება, ძაბვა ძალიან დაბალია. 



„როგორც კი თოვლი მოდის, ელექტროენერგიის პრობლემა ჩნდება, მოსახლეობა მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ გამოვიდეს ქუჩაში და რაღაცას მივაღწიოთ, ოღონდ  არა ისეთს, როგორც  შარშან იყო, ეს პრობლემა  ერთხელ და საბოლოოდ  უნდა მოგვარდეს. 21-ე  საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა იდგეს. მიზეზი ელექტროენერგიის ხარჯვაა, რომელსაც კომუნისტების დროინდელი ინფრასტრუქტურა, ელექტრო სადენები და ბოძები ვეღარ უძლებს და შესაბამისად,  ხან  ერთ  ადგილას იწვება, ხან მეორე ადგილას ფეთქდება,  შემდეგ საჭიროებს ამ ზამთარში სპეციალისტის მოძიებას და შეკეთებას. იმედია, დღეს რამეს გვეტყვიან, თუმცა სოციალურ  ქსელში მოსახლეობას მოუწოდეს, რომ გამორთონ ის, რაც საჭირო არ არის და რა უნდა გამორთო ადამიანმა ამ გამყინვარებაში, არ ვიცი,“ - აღნიშნა დავით ნავერიანმა.



ორი დღის წინ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ  სოციალურ  ქსელში  განცხადება გაავრცელა, სადაც  წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი და ქვესადგური მუშაობის ბოლო ზღვარზეა.



“სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი.


ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.




მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ე.წ მაინერები და ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა!


გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ!


მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - წერია განცხადებაში. 



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up