რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ასევე აეროპორტების Duty Free-ში Jack Daniels-ის ვისკის გაყიდვები გაზრდილია

რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ასევე აეროპორტების Duty Free-ში Jack Daniels-ის ვისკის გაყიდვები გაზრდილია

access_time2022-09-01 10:00:14

Jack Daniels–ის ვისკის მწარმოებელმა ბრაუნ ფორმანმა განაცხადა, რომ გაყიდვები გაიზარდა როგორც ბარებსა და რესტორნებში, ასევე აეროპორტებში duty free  მაღაზიებში, რის  მიზეზადაც covid 19-ის შეზღუდვების მერე ადამიანების რესტორნებში დაბრუნებასა და მოგზაურობის განახლებას ასახელებს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financial times ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კენტუკიში დაფუძნებულმა დისტილატორმა, რომელიც Woodford Reserve ბურბონსა და Fords-ის ჯინს აწარმოებს, გამოაქვეყნა ბოლო სამი თვის გაყიდვები. რამაც 31 ივლისის  ჩათლით  1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 977,76 მილიონი იყო.

 

ბრაუნ-ფორმანის სამოგზაურო საცალო განყოფილებამ, რომელიც მოიცავს უბაჟო გაყიდვებს, 77 პროცენტიანი წლიური წმინდა ზრდა აჩვენა, რადგან ადამიანები შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოგზაურობას დაუბრუნდნენ.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მუდმივი გაურკვევლობაა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს იმპულსი და მივაღწიოთ როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გაყიდვების ზრდას“ -  აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა ლოუსონ უაიტინგიმ.

 

კომპანიის კვარტალურმა  წმინდა შემოსავალმა 249 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 192 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო, ხოლო მოგება ერთ აქციაზე 52 ცენტი იყო.


აშშ-ს დისტილატორმა გაიმეორა თავისი მთელი წლის სახელმძღვანელო ორგანული წმინდა გაყიდვების ზრდის შესახებ საშუალო ერთნიშნა დიაპაზონში.


თეგები:
Jack Daniels ვისკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up