როგორი იქნება შაორის ტბაზე სასტუმრო კომპლექსი, რომლის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება

როგორი იქნება შაორის ტბაზე სასტუმრო კომპლექსი, რომლის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება

access_time2023-02-10 12:00:51

მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ შაორის განვითარება იწყება. კურორტს პირველი ინვესტორი უკვე ჰყავს, რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსს ქვეყნის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილზე მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development  ააშენებს.


კამპანიამ 29 693 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა.

შაორის ტბის პირველ ზოლში მიწის ნაკვეთი შპს „სითი დეველოპმენტმა“ 1 193 000 ლარად 2021 წლის 30 მარტს შეიძინა. პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მის განხორციელებას ორი წელი და ექვსი თვე დასჭირდება, ხოლო პროექტის განვითარებაზეც მის შვილობილი კომპანია „სითი დეველოპმენტი“ ზრუნავს.


შაორის ტბის სასტუმროს არქიტექტურულ პროექტს Simplex lab-ი განახორციელებს, გამარჯვებული კომპანიამ ესკიზი და კონცეფცია უკვე წარადგინა, მშენებლობის დაწყება კი მიმდინარე წელს იგეგმება. 





საპროექტო გუნდისთვის გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. კერძოდ, საპროექტო შენობა 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ოთახების ოდენობა 120 ნომერს. სასტუმროს ვიზუალური მხარე უნდა იყოს თანამედროვე, თუმცა სასურველია ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტების გამოყენება და გარემოსთან მისადაგება. დოკუმენტის მიხედვით, სასურველია სასტუმროს ყველა ოთახი იყოს პანორამული ხედებით (ტბაზე ან ტყისკენ). ასევე უნდა დაიგეგმოს სტუმართა თავშეყრისათვის განკუთვნილი მცირე, მყუდრო სივრცეები შენობაში და მის გარეთ.


საკუთრებაში არსებული 3 ჰექტრამდე ტერიტორიის პროექტირების მიღმა, გასათვალისწინებელია კომპლექსამდე მისასვლელი გზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოება/რეკონსტრუქციის რეკომენდაციის გაცემა. კონცეფციის თანახმად, სასტუმრო შერეული ტიპის დამსვენებელზე უნდა იყოს მორგებული და სეზონების მიხედვით განსხვავებულ სეგმენტს მოემსახუროს.







თეგები:
შაორის ტბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up