როგორი იყო 2021 წელი და რა სიახლეებით ხვდება “კრისტალი“ 2022 წელს

როგორი იყო 2021 წელი და რა სიახლეებით ხვდება “კრისტალი“ 2022 წელს

access_time2022-01-06 11:00:57

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ რადიო “კომერსანტის“ საახალწლო ეთერში 2021 წელს “კრისტალის“ საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 “კრისტალისთვის“ საკმაოდ საინტერესო წელი იყო. 



ისი თქმით დაფინანსების ხარჯი და რეფინანსირების განაკვეთი, როგორც მთელი ეკონომიკისთვის, ასევე “კრისტალისთვის“, იყო დიდი გამოწვევა, რამაც “კრისტალის“ მომსახურება გააძვირა. 



“2021 წელს გამოჩნდა კოვიდით გამოწვეული რისკების შედეგი, 2020 წელს  არავინ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ 2021 წელს საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ აქტივზე და სესხების ხარისხზე პანდემიის ეფექტი შეგვეფასებინა და მინდა გითხრათ რომ 2021 წელმა საკმაოდ დადებითად ჩაიარა, ერთადერთი სექტორი ვიყავით, რომელიც უკეთესს არც ველოდებოდით. 



ტურიზმი რომელიც ჯერჯერობით ისევ ვერ დადგა ფეხზე, მაგრამ ეს  სექტორი შიდა ტურიზმის თუ მზარდი შემომსვლელი მოგზაურების გამო უბრუნდება თავის ძველ ფორმას. 



ვენი სფერო იყო გამორჩეული როგორც  ადამიანური რესურსის გადინებით ასევე შემოდინებით, ამ პანდემიამ სავარაუდოდ დაასუსტა კავშირები ორგანიზაციებთან , გუნდებთან და ბევრ ადამიანს გაუჩინა სიახლის მოთხოვნილება, ამიტომ ბევრი ჩვენი თანამშრომელი წავიდა, ამ პროცესს ადრე უფრო მტკივნეულად განვიცდიდით, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო ხალხი შემოგვიერთდა და მე ვფიქრობ რომ ეს  ბიზნესში ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რომელსაც  მენეჯერები და მაკონტროლებლები უყურებენ. მინდა გითხრათ რომ ამ კუთხით უცნაური წელი იყო, მაგრამ საინტერესო, მომხმარებელი კმაყოფილია, გავიზარდეთ 12% -ით და გადავაჭარბეთ 360 მილიონს, ყველას მოვემსახურეთ მაქსიმალურად  კარგად და უსაფრთხოდ“ -  აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.



კითხვაზე თუ რა მოლოდინები და იმედები აქვს კრისტალს 2022 წელთან დაკავშირებით არჩილ ბაკურაძე პასუხობს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ არაპროგნოზირებად ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, პანდემიის დაწყებისას რა გეგმებიც დაისახა კრისტალმა მისი დიდი ნაწილი შესრულდა.მისივე თქმით 2022 წელთან დაკავშირებით “კრისტალს“ დიდი მოლოდინები აქვს და  რისი წინაპირობაც 2021 წელს ჩანდა.




“კრისტალი თავისი ტრადიციული მიკრო სესხების ბაზრიდან, შედის და შევიდა მცირე და საშუალო სესხების ბაზარზე და ძალიან ვამაყობთ რომ შევქმენით ერთ-ერთი წარმატებული, ახალი პლატფორმა და პროდუქტი, რომელსაც ჰქვია კრისტალ ლიზინგი და ვფიქრობ წერტილში მოვარტყით იმ კუთხით, რომ სწორედ ამაზე არსებობდა მოთხოვნა მიკრო და საშუალო ბიზნესის ძალიან დიდ ბაზარზე, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, რა თქმა უნდა მიკრო ბაზარს ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა აქვს და ჩვენ არსად ამ ბაზრიდან არ გავდივართ, გვაქვს  მნიშვნელოვანი პოზიციები ამ ბაზარზე , მაგრამ საინტერესო და საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი შესვლა ამ ბაზარზე და ჩვენ გავაფართოებთ ამ სერვისს და საკმაოდ წარმატებული ინოვაციით შევალთ ამ ბაზარზე“ -  აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ. 




ბაკურაძის თქმით, კრისტალი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბიზნესის ფიქსირებული აქტივების დაფინანსებაზე, რაც სესხზე უკეთესია და იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა შეიძინოს  ტექნოლოგია, დანადგარები და გააძლიეროს ბიზნესი. 




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up