რეკორდული მოგებით დასრულებული 2022 წელი  - რა მოლოდინი აქვს საბანკო სექტორს  2023 წლისთვის

რეკორდული მოგებით დასრულებული 2022 წელი  - რა მოლოდინი აქვს საბანკო სექტორს  2023 წლისთვის

access_time2023-01-31 21:30:42

2022 წელს 14-მა კომერციულმა ბანკმა რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო,  ეროვნული ბანკის მიერ  გამოქვეყნებული  ფინანსური ანგარიშების მიხედვით, გასულ  წელს  ბანკების  წმინდა მოგებამ  ორ  მილიარდს გადააჭარბა.

 


რის ხარჯზე გაიზარდა მოგება და რა მოლოდინებია 2023 წელს.  თემასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა.



ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მოგების მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე  იქიდან, რომ სწორედ საფინანსო სექტორი წარმოადგენს სფეროს,  სადაც უცხოური ინვესტიციის  მოზიდვაა შესაძლებელი და ეს მაჩვენებელი მას დამატებით ინტერესს სძენს.

 



„ორი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, საკმაოდ კარგი ფასით და მზარდი ხასიათით გამოირჩევიან.  თუ  2021 წლის  განმავლობაში ვსაუბრობდით დამატებითი რეზერვების ხარჯზე მოგების გენერირებაზე, წელს აღნიშნული მიმართულება გრძელდება, უფრო მეტი  სესხი იღებს სტანდარტული სესხის კლასიფიკაციას და მათ  ფინანსური  მაჩვენებლები საკმაოდ  გამოსწორდა.  ტურიზმის მიმართულებებით თუ ვიზიტორების  რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, სამაგიეროდ მათი ქცევა შეიცვალა და საკმაოდ ნორმალური  მდგომარეობაა. ასევე  მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკმაოდ  დიდი რაოდენობის მიგრაცია მოხდა, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და ამან გამოიწვია უცხოური ვალუტის შემოდინება და ის, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მოგებაა დაგენერირებული,“ - აღნიშნა  ალექსანდრე  ძნელაძემ.

 


რაც  შეეხება 2023  წელს, ძნელაძის თქმით, წლის პირველ ნახევარში  იგივე ტენდენციები გაგრძელდება და მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. მისივე თქმით, ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც დღეს მოქმედებს 2023 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

 

 

„ზაფხულამდე პერიოდში ეროვნული ბანკის  მხრიდან რეგულაციების გადახედვა მოხდება, ასევე  ზაფხულში  ველოდებით ინფლაციის  მეტნაკლებად დასტაბილურებას და შემცირების სტაბილურ ტენდენციას და ამის შემდეგ  ვისაუბრებთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე.

 


დღეის მდგომარეობით რჩება მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, როგორც ლარში ასევე უცხოურ ვალუტაში,  უახლოეს მომავალში, უცხოურ ვალუტაში  საპროცენტო  განაკვეთის ზრდა კიდევ  არის  შესაძლებელი, ხოლო ლარში  არსებულ სესხებს, იმედია, რომ წლის მეორე ნახევრიდან შემცირების ხასიათი  ექნება, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის  შემცირებაზე საუბრობდა,“- აღნიშნა ალექსანდრე  ძნელაძემ.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up