„2022 წელი, როგორც უშუალოდ „ალფა დაზღვევისთვის“, ისე ზოგადად სექტორისთვის ძალიან საინტერესო იყო“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში „ალფა დაზღვევის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა მარიკა ომანაძემ ისაუბრა. მისივე თქმით თუ 2022 წლის პირველ სამ კვარტალს 2021 წლის პირველ სამ კვარტალს შევადარებთ საკმაოდ დიდი ზრდა შეინიშნება.
„თუ 2021 წლის პირველ სამ კვარტალში მოზიდული პრემია 600 მილიონი ლარი იყო,2022 წელს, მან 704 მილიონს გადააჭარბა, აღსანიშნავია ისიც, რომ მეოთხე კვარტალი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, რაც ზოგადად სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია.
რაც შეეხება „ალფა დაზღვევას“ ამ მიმართულებითაც გვაქვს ზრდა და ეს ზრდა საკმაოდ მსუყეა, იმიტომ რომ შარშანდელთან შედარებით პორტფელის მოცულობის ჭრილში 33% - ზე მეტი ზრდა გვაქვს, ასევე ზრდა გვაქვს პოლისების რაოდენობის ჭრილშიც, კორპორატიული მიმართულებით ზრდა 170% შეადგინა, ხოლო საცალო მიმართულების 250% , რაც აჩვენებს იმას, რომ ბაზარი მზარდია“, - აღნიშნა მარიკა ომანაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე